ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – კალიარი (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა)

კრიშტიანო რონალდუ

დღეს, ჩვენი დროით 23:45 -ზე ტურინელები შინაურ არენაზე ეუსებიო დი ფრანჩესკოს კალიარის დაუპირისპირდებიან.

ტრადიციულად გთავაზობთ საორიენტაციო სასტარტო შემადგენლობას, რომლითაც ბიანკონერი მეტოქეს შეხვდება.

სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის ცნობით, ბიანკონერი 4-4-2 სათამაშო მოდულით იასპარეზებს.

კარს როგორც ყოველთვის პოლონელი ვოიცეხ შესნი დაიცავს.

დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხუან კუადრადოს, ხოლო მარცხივ დანილოს უნდა ველოდოთ. ალექს სანდრო გამოჯანმრთელდა, მაგრამ ანდრეა პირლომ წინასამატჩო პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ ბრაზილიელი ჯერ ბოლომდე მზად არ არის.

ცენტრალურ დუეტს მატეის დე ლიხტი და მერიჰ დემირალი დააკომპლექტებენ. ჰოლანდიელისთვის მძიმე ტრავმის შემდეგ ეს პირველი მატჩი იქნება მიმდინარე სეზონში.

შუახაზში ფედერიკო კიეზა, უინსტონ მაკინი, არტურ მელო და ადრიენ რაბიო გაირჯებიან.. რა პრინციპით და როგორ ამას უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს ვიხილავთ.

თავდასხმის დუეტს პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდუ და ესპანელი ალვარო მორატა შექმნიან.. ეს უკანასკნელი ჩინებულ ფორმაში იმყოფება და სანაკრებო ბატალიებზეც მოახერხა თავის გამოჩენა.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის რამოდენიმე ბმულს, ტრადიციულად მატჩის დაწყებამდე ცოტახნით ადრე გამოვაქვეყნებთ.

3 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
8 days ago

4-4-2ს კიდე არა უშავს თორე 3-5-2 ყურებისას სვარკის ჩაფხუტიც არ გვიშველის :D

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<