ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი კიეზას ფასის შესამცირებლად ბარტერზე ფიქრობს..

ფედერიკო კიეზა

იუვენტუსისთვის სანდრო ტონალისთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ფედერიკო კიეზას ხელში ჩაგდება.

თუმცა, ფინანსური თვალსაზრისით, ეს ორი ტრანსფერი დაახლოებით 80-90 მილიონს მაინც უტოლდება, რაც დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ფრიად პრობლემატურად გამოიყურება.

აქედან გამომდინარე, ბიანკონერი კიდევ ერთხელ ეცდება იებთან ბარტერის სახით თანხის შემცირებას.

ფაბიო პარატიჩისთვის ცნობილია, რომ ფლორენციელები დანიელე რუგანის მიმართ იჩენენ ინტერესს.. კულუარული ცნობებით, როკო კომისო რუგანის აგენტს პირად კონტრაქტზეც ესაუბრა და ამ მხრივ მხარეებს შორის პრობლემა არ არსებობს.

ამიტომაც ეცდება იუვეს სპორტული დირექტორი ამ თემის გამოყენებას და ფიორეს ხელმძღვანელობასთან კიეზას თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას.. 

თუ მათ შორის შეთანხმება მართლაც შედგა, მაშინ რუგანის დახმარებით კიეზას სატრანსფერო ფასი დაახლოებით 25 მილიონით შემცირდება..

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<