ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

” იუვენტუსი ” – ” ნორდშელანდი ” : მცირეოდენი პერსპექტივა

გასული კვირა მძიმე იყო იუვესთვის დღევანდელი გადასახედიდან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთი წლის წინ ამ დროს იუვენტუსი ცხრილში პირველ სამეულში მოხვედრასა და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაზე ოცნებობდა, დღევანდელი პერსპექტივა აშკარად განსხვავებულია: ტიფოზები შოკში იყვნენ მილანის ინტერთან წაგების შემდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ წაგებამ იუვეს 49 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა..

დროა, გადაინაცვლონ შინაური ტურნირიდან და გაიხსენონ სეზონის საწყისი მიზანი – ჩემპიონთა ლიგა. დღეს იუვე საკუთარ მინდორზე ნორდშელანდს დაუპირისპირდება თამაშში, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგოს, რათა ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის გაგრძელების იმედი დარჩეს.

ისევ დეჟავიუ – 3 ქულა 3 თამაშიდან, როგორც გუნდის ევროპულ ტურნირში ბოლო მონაწილეობისას.. ამჯერად გუნდი მესამე ადგილზეა და აუცილებელი სამი ქულა სჭირდება დანიელებთან, მითუმეტეს, რომ დარჩენილ თამაშებში ტურნირის ჩემპიონ ჩელსის სახლში და უკრაინაში შახტარს ხვდება.

ნორდშელანდისთვის ალბათ ჯადოსნური საათი მალე თორმეტს ჩამოჰკრავს; აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის ელიტურ ტურნირში მათ ჯერჯერობით ერთადერთი ქულა სწორედ იუვესთან აიღეს.

მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, შეძლებს თუ არა იუვენტუსი შაბათის ხმაურიანი მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას. საინტერესო საკითხია..რამდენადაც ანტონიო კონტეს იუვენტუსს აქამდე მარცხი არ განუცდია, გუნდის ასეთი რეაბილიტაციის უნარი ჯერჯერობით დაუტესტავია.

ამის მიუხედავად, არსებული ინფორმაციით, გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები არ ჩანს, მაგალითად, ველოდი, რომ შეიძლება სასტარტო შემადგენლობაში მენახა ლუსიო ან კასერესი; ტრადიციისამებრ, ცვლილება შემტევ ხაზში ჩანს. დამატებით, კარგი იქნებოდა ნიკლას ბენდტნერის ჩასმა თამაშში, მართალია ჯერ უგოლოდაა, მაგრამ არ აკლია საკუთარი თავის რწმენა და შეიძლებოდა უფრო ეფექტურად გამოეყენებინა გუნდს, რომელსაც ბოლო დროს შეტევის დამაგვირგვინებელი ფაზის – გამარჯვების გოლის გატანის ტენდენცია აკლია.

რაც შეეხება სავარაუდო შემადგენლობებს:

იუვენტუსი (3-5-2): Buffon; Barzagli, Bonucci, Chiellini; Lichtsteiner, Vidal, Pirlo, Marchisio, Asamoah; Matri, Quagliarella

ნორდშელანდი (4-3-3): Hensen; Parkhurst , Okore, Runje, Mtiliga; Adu, Lorentzen, Stockholm; Laudrup, Beckmann, John

და ბოლოს.. ის, რაც ჩემპიონად ხდის გუნდს, არის მწარე დამარცხების შემდეგ ძალების აღდგენის და ძლიერი ხასიათის გამოვლენის უნარი. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ტურინელთა პასუხი გადამწყვეტი იქნება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
50 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

Balotelli___45___<3

ცენზურა დაიცავი

lasha goshadze
8 years ago

Xom ar icit romeli arxi achvenebs an setanta and gmg :forza: :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
8 years ago

დღეს ჯოვინკოს ვერ გააჩერებენ

lasha naxucrishvili
8 years ago

იმედია

vaxo turqadze
8 years ago

რაც კარერა წავიდა და ალესიო მოვიდა,იუვეს თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს,ამას რატომ ვერ ხედავენ ვერ ვხვდები,თუ მოიგეს მას შემდეგ,ყველა გაჭირვებით…რაც შეეხება ჯოვინკოს,სანდრომ თქვა წინა კომენტარებში და მეც ვეთანხმები რომ აშკარად ცუდ პოზიციაზე თამაშობს,არაა სება ნამდვილად ცენტრფორვარდი,წინა თამაშებსი შეცვლაზე რომ შემოვიდა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა,იმიტომ რომ სიგრმიდან თამაშობდა,კრაიზე,ან გამთამაშებლად ბევრად პროდუქტიულია ვიდრე ასე და რას ჩააჯინდნენ ვერ ვხვდები რა….არადა მაგარი იმედი მქონდა ჯოვინკოსი და ვაღიარებ რომ აშკარად ვერ ამართლებს,იმედია სწორ პოზიციას შეურჩევენ თორე როდის იყო 163 სმ. სიმაღლის კაცი გადაკიდებულ,მაღალ პასებზე თამაშობდა რა :blin: :blin: :blin:

lasha naxucrishvili
8 years ago
Reply to  vaxo turqadze

4-3-3 ტაქტიკაში უფრო მაგარი იქნება თავზე რომელიმე დადგება და ვუჩინიჩი ჯიოვინკო უკან დაწეულები მარა ცოტა ნელა ამათმა 4-3-3 ითამაშონ ან კიდე შემტევ ნახევარმცველად დააყენონ მარა მერე ვინმე უნდა ამოვარდეს სასტავიდან :givi:

vaxo turqadze
8 years ago

ხო რა,მანდ ბევრად გაქაჩავს,ამ ტაქტიკაში სივრცე ვაბშე არა აქვს,კატანიასთან როგორც კი სივრცე მიეცა მთელი გუნდი მოატყუა,ბოლონიასთანაც ჯიგრულად ჩაერთო და საგოლე პასიც ჩააწოდა,სხვა შემთხვევაში კი ფიზიკურად იჩაგრება,იმითომ რომ იმენა მცველი რომ უდგას ნახ.მეტრში იქ აწებებენ პასებს,ერთი ბეჭის კვრა მაგ დროს და ეგაა,ჯარიმასაც იშვიატად იკიდებენ,იმიტომ რომ ბეჭით თამაში ბევრად ნებადართულია..

snuff-juve
8 years ago

ამას რო მოიგებენ რათ უნდა ლაპარაკი აი მერე იქნება თამაშებიი.ჩელსი შახტარი მაინტერესებს როგორ დამთავრდება :forza: :forza:

lasha naxucrishvili
8 years ago

იუვეს 4 გატანილი 4 გაშვებული აქ გოლები, დღეს მინიმალური ანგარიშით მოგება კაი ნაღდად არ იქნება ჩემი აზრით!

valeri elisabedashvili

3-0 მინიმუმ უნდა დავადოთ !!!! გოლი არ უნდა გავუშვათ არა მიწერია :lool: :forza: :forza: :forza:

bibobibo
8 years ago

3 ვე თამაშ ვიგებთ დგეს პორიტ ვიგებთ…ისე ფალკაო სუარესიი არ გინდათ წინ?:D

lasha naxucrishvili
8 years ago
Reply to  bibobibo

სუარესი მევასება ძაან

mishka berianidze
8 years ago

მეც მაგრად მევასება ეხლა ვინმემ რომ მიტხრას რომელ ფეხბურთელს დაიმატებდი იუვეშიო პირველ რიგში სუარესს მერე კი კავანის და შემდეგ კოლაროვს
მე ასეთი იუვე მინდა
მეკარეები: ბუფონი, ლეალი, სტორარი
მცველები: ბონუჩი, ბარცალი, კიელინი, ლიხშტაინერი, კასერესი, ასამოა, კოლაროვი, ჰუმელსი
ნახევარ მცველები: მარკიზიო, პირლო, ვიდალი, მარონე, პოგბა, დი მარია, გიოტცე, ლავეცი
თავდამსხმელები: ლუის სუარესი, კავანი, ვუჩინიჩი, მატიას სუარესი.

lasha naxucrishvili
8 years ago

იმედია სტადიონი გაივსება და გულშემატკივრობაც მაგარი იქნება შახტართან გლოვა იყო სტადიონზე ტო :forza:

lasha naxucrishvili
8 years ago

სულ არ გამოვრიცხავ მატრიმ რო შეაგდოს გოლი მაგრამ ეგ ფეხბურთელი მაინც არ მევასება :down:

ცოტნე სამსონაშვილი

სტადიონი გაივსება ! ბოლო სამ თამაშში ცხრა ქულას ავიღებთ !! :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.
50
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x