ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი – სპალი (ფეხბურთელების შეფასებები)

იუვენტუსი - სპალი

ტურინელებმა სპალი 4-0 დაამარცხეს და იტალიის თასის 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6.5 – ძალიან მშვიდად ადევნებდა მატჩს თვალყურს. კარგად არეგულირებდა დაცვის გაადგილებას და ხელმძღვანელობას უწევდა თანაგუნდელებს.

დრაგუსინი – 6.5 – იწყებს პრობლემებით, მაგრამ თანდათანობით აქრობს მეტოქეს და არაფრის გაკეთების საშუალებას არ აძლევს.

დემირალი – 6 – მაინც და მაინც უხეში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ჩვეული თავდაჯერებულობა აკლია.

დე ლიხტი – 6.5 – თითქოს კოვიდი არც ქონია. არის ლიდერი უკანახაზში და ხელმძღვანელობდა საკუთარ გუნდს უკანა ხაზიდან. არც შორეულ გადაცემებს მორიდებია.

ფრაბოტა – 7 – ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველი გოლი ტურინელთა რიგებში. უდაოდ გამორჩეული იყო და შეიძლება თამამად ითქვას ბიანკონერის ძირითად გუნდში საუკეთესო მატჩი გამართა. ნაყოფიერია შეტევაში და საიმედოა დაცვაში.

ფაჯიოლი – 6.5 – მშვენიერი მატჩი ახალგაზრდა ნახევარმცველის შესრულებით, რომელიც ბურთსაც კარგად იჭერდა, ტემპსაც და იდეებითაც არავის ჩამოუვარდებოდა. ერთი სიტყვით კარგი ასპარეზობა რთულ როლში.

რაბიო – 7 – ყოველთვის ყურადღებითაა.. სტაბილურად კარგი მატჩი. ერთ-ერთი აფეთქება 11-იანის ეპიზოდი იყო. ასეთი ფრანგი იუვეს ნახევარდაცვას ნამდვილად წაადგება.

რემზი – 6 – რამდენიმეჯერ მნიშვნელოვანი ბურთი დაუბრუნა გუნდს, მაგრამ დანაკარგიც არანაკლები გააკეთა. მეტოქის ნახევარზე განსაკუთრებით არაზუსტია.

ბერნარდესკი – 5 – მარჯვენა ფლანგზეა ამჯერად.. გვრჩება შთაბეჭდილება თითქოს თავის თავს ვერსად ვერ პოულობს..

დი პარდო 46 წუთიდან – 5 – დიდად ვერც ის ცვლის სიტუაციას. გასატანსაც ვერ იტანს.

კულუსევსკი – 7 – თავდაპირველად მაქსიმალურად ცდილობდა თამაში ჩართვას. შემდგომ იჭერს ტემპს და ჯერ ფრაბოტას უკეთებს საგოლე გადაცემას, ხოლო შემდეგ თავადაც იტანს.

მორატა – 7 – ბევრს მოძრაობს და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს მეტოქეს. მშვენიერი დუეტი კულუსევსკისთან.

კიეზა – 6.5 – 66 წუთიდან – შემოდის და ჯერ კულუსევსკის ატანინებს, რითაც თამაშს ხურავს.. ხოლო შემდეგ თავადაც იტანს.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

ოხ ეს ბერნა რა ნეხვია რა.ეს პატარა ბიჭები უფრო მეტად ჩანან მოედანზე ვიდრე ეგ გაყიდონ მოაცილონ რა.ძაან გადატვრთული კალენდარი გველოდება.

batumski
batumski
3 months ago

ფაჯიოლი მომეწონა,საკმაოდ მრავალფეროვანი ფეხბურთელია,ტექნიკა,პასი..არაფერი დაეწუნება..ფრაბოტა??უფფ,რა გაისროლა,ძამბროტა გამახსენა..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<