ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი”: 1995-96 წლების სეზონი

1995-96 წლის სეზონი “იუვენტუსისათვის” შესაძლებელია ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სეზონად ჩაითვალოს გუნდის ისტორიაში, განსაკუთრებით კი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღწევებში. 1994-95 წლის იტალიის ჩემპიონი აქცენტს ევროპისა და მსოფლიოს დალაშქვრაზე აკეთებს, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდეც მოგვიანებით.  სეზონი პირველი ტრიუმფი “პარმას” დამარცხება და იტალიის სუპერ თასის მოპოვება გახდა.  როგორც იცით, იტალიის სუპერთასზე ტრადიციულად ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი უპირისპირდება. შესაბამისად 1994-95 წლის სეზონის სკუდეტოს მფლობელი ტურინის “იუვენტუსი” 1994-95 წლის სეზონის კოპა იტალიას მფლობელ  “პარმას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა 1996 წლის 17 იანვარს…

მანამდე კი 1995-96 წლის სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსმა” ჯგუფური ეტაპი წარმატებით, პირველ ადგილზე დაასრულა (ტურინის “იუვენტუსი”,  დორტმუნდის “ბორუსია”, ბუქარესტის “სტიაუა”, გლაზგოს “რეინჯერსი”)  და პლეიოფებში გავიდა.  წილისყრის შედეგად მეოთხედ ფინალში (მაშინ ლიგაზე მერვედფინალები არ ტარდებოდა) “ბებერი ქალბატონის” მეტოქე მადრიდის “რეალი” აღმოჩნდა და ორი მატჩის ჯამში (1:0 დამარცხდა მადრიდში, 2:0 გაიმარჯვა ტურინში) ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ფრანგული “ნანტი” ელოდა.  ნახევარფინალური ბარიერი “იუვემ” შედარებით ადვილად გადალახა (ტურინში 2:0 იმარჯვა, ხოლო ნანტში 3:2 დამარცხდა)  და ფინალში იმ დროისათვის ჩემპიონთა ლიგის მოქმედ ჩემპიონს – ამსტერდამის “აიაქსს” დაუპირისპირდა. ფავორიტად “იუვენტუსი” მიიჩნეოდა, გარდა იმისა, რომ ლიპის შეგირდები ქვას ქვაზე არ ტოვებდნენ, ფინალი იტალიაში, რომის ოლიმპიურ სტადიონზე უნდა გამართულიყო, რაც ერთგვარი უპირატესობა იყო შავ-თეთრებისთვის.  1996 წლის 22 მაისს, რომში ფინალი შედგა. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. ხოლო დამატებით 11 მეტრიან დარტყმებში გამარჯვება “იუვენტუსმა” მოიპოვა (იხილეთ ვიდეო N1 და N2).

ამასთან უნდა აღინიშნოს რომ 1995-96 წლის სეზონში იტალიის ჩემპიონი “მილანი” გახდა, ვინაიდან როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ტურინელებმა იმ წელს ძირითადი აქცენტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე გააკეთეს, რაც გამოუვიდათ კიდეც.

“იუვენტუსი” როგორც ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი და ევროპის ჩემპიონი კლუბი, საკონტინენტთაშორისო თასზე სამხრეთ ამერიკის ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულს არგენტინულ “რივერპლეიტს” დაუპირისპირდა ტოკიოში (იაპონია) 1996 წლის 26 ნოემბერს. მატჩი ალესანდრო დელ პიეროს ერთადერთი გოლის წყალობის “ბებერმა ქალბატონმა” 1:0 მოიგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რა თქმა უნდა ალესანდრო დელ პიერო დასახელდა და მან იაპონელებისაგან საჩუქრად ახალი “ტოიოტაც” მიიღო.  (იხილეთ ვიდეო N3).

ამის შემდეგ კი “იუვენტუსი” როგორც ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი, ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად ფრანგულ “პსჟ-ს” დაუპირისპირდა. ფრანგები იმ დროისათვის ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული გახლდათ და სწორედ ამ ორი ტურნირის გამარჯვებულები უპირსპირებდებოდნენ ერთმანეთს ევროპის სუპერთასის მფლობელის გასარკვევად. გამარჯვებული ორ თამაშს უნდა გამოევლინა.  იტალიელებმა ფრანგები პირწმინდად დაამარცხეს.  პარიზში მატჩი ტურინელებმა ანგარიშით 1:6 გაიმარჯვეს 1997 წლის 15 იანვარს,  ხოლო განმეორებით მატჩში 1997 წლის 5 თებერვალს, რომელიც პალერმოში ჩატარდა და არა ტურინში, “იუვენტუსმა”  “პსჟ” ანგარიშით 3:1 დაამარცხა და საერთო ჯამში 9:2 ევროპის სუპერთასის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება იზეიმა. (იხილეთ ვიდეო N4 და N5)

ვიდეო N1

http://www.youtube.com/watch?v=fUXzgAZS58k

ვიდეო N2

ვიდეო N3

http://www.youtube.com/watch?v=H-Bt5MNhJEQ

ვიდეო N4

ვიდეო N5

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბენიამინ

კარაგ არის ერთად თავმოყილი ვიდეობი. კაი სტატიაა :forza:

ika..juve..10
8 years ago

საღოლ მაგარი ვისიამოვნე.. დიდებული პერიოდი იყო

d a v i d
8 years ago

მაგარი სტატიაა :up: :forza:

Lasha Balavadze
8 years ago

ხო მარა რად უნდოდა გაქუცული ტოიოტა :lool: თან 96 იანი ))))))))))) კაცი ფერარის ქალაქში ცხოვრობს :lool:

Lasha Balavadze
8 years ago
Reply to  pintu-ricchio

)))) ეხლა რო არ მიუციათ ვიცი მარა როცა მისცეს ხო ახალს მისცემდნენ ანუ 96 იანს )) თუ იაპოშკას ნახმარი იყო :lool: :lool: რა მანქანა ყავს ისე ალექსას არავინ იცით? ან მანქანები :chuvak:

Lasha Balavadze
8 years ago
Reply to  pintu-ricchio

პმ ში მიწერა როგორ არის აქ ?

Lasha Balavadze
8 years ago

საჩუქრად ახალი “ტოიოტაც” მიიღო. :lool: :lool:

gio_juventino
8 years ago
Reply to  BrainWasheR

ტიპმა 1 გოლში ტოიოტა მოხსნა :lool:

Beberi_Qalbatoni
8 years ago

ძალიან კარგი იყო <3

DeL_PieRoOo
8 years ago

sagolll magari videoebia ra mogonebebia :D:D genacvaleeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee raaaa juveeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeee :forza:

DeL_PieRoOo
8 years ago

ზიზუს როგორ ეძინა :mrgreen:

kirsona
8 years ago

იუვენტუსის ასპროცენტიანი საღამო სუფთა საფეხბურთო შესაძლებლობებს და (მანდილოსნებს გულს ნუ დავწყვეტთ) გარეგნობასაც რომ თავი დავანებოთ, მას სახელი და გვარიც კი ხელს უწყობს იმაში, რომ ძალიან პოპულარული და ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი იყოს – აბა, კიდევ, ერთხელ დაფიქრდით, რაოდენ მუსიკალურად ჟღერს: ალესანდრო დელ პიერო. დაგვეთანხმეთ, სულ რომ არაფერი იყოს, ჯერ მარტო სახელი და გვარი აქვს ისეთი, გინდა, ხშირად იმეორო. ამ ყველაფერთან ერთად, მისი ხასიათის (მელანქოლიური, ცოტათი სენტიმენტალური, თავმდაბალი, უმეტესად ჩუმი, თავის საქმეზე შეყვარებული, ერთგული…) დამსახურებაცაა ის, რომ ალექსი ისეთი ფეხბურთელების კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც არავის სძულს – ასეთები კი, მოგეხსენებათ, ძალიან ცოტანი არიან… ტურინული გრანდის თავკაც ანტონიო კონტეს კარგი ყნოსვა ჰქონია: დელ პიეროს… Read more »

kirsona
8 years ago

“ინტერთან” გამარჯვებამ “იუვენტუსი” ბრწყინვალე ხასიათზე კი დააყენა, მაგრამ ტურინელები “მილანს” ისევ 4 ქულით ჩამორჩებიან. “სკუდეტოსთან” ერთად, მილანელები ტურინელებს წვრილმანი სტატისტიკების გამოც ებრძვიან. კერძოდ, “მილანმა” იტალიის თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ არა მარტო “ლეგა კალჩოს”, არამედ “უეფასაც” მიმართა, ტურინში გამართული მატჩის ძირითადი დრო 2:1 რომ მოვიგეთ, ვფიქრობთ, ეს “იუვენტუსს” ამ სეზონში პირველ წაგებად უნდა ჩაეთვალოსო. მილანელებმა ზემდგომი ინსტანციებიდან დამცინავი პასუხი მიიღეს: უეფასთან ყოველი შემთხვევისთვის გავლილი კონსულტაციის შემდეგ, “ლეგა კალჩომ” მილანელები საბოლოოდ დაარწმუნა, რომ როცა საფეხბურთი მატჩში დამატებითი ტაიმები ინიშნება, ძირითად 90 წუთში დაფიქსირებულ შედეგს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც, მაგალითად, კალენდარული შეხვედრის დროს პირველ 45 წუთში დაფიქსირებულს. როგორც ხედავთ, ეს ზედმეტად ჩახლართული,… Read more »

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

:up:

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

pintu-ricchio

ძალიან მაგარი სტატიაა :up: :kiss: :)

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

20
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<