“იუვენტუსი” 2 – 1 “ბოლონია” ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ გუშინდელ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს…
სტორარი 6.5 – მატჩის პირველ ნახევარში ერთადერთი პრობლემა ვანტაჯატომ შეუმქნა, მეორე ტაიმში იგერიებს ორ სახიფათო დარტყმას.
სორენსენი 5.5 – 7 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე პირველად გამოდის და ეს მის თამაშზე აშკარად აისახება.ერთ მომენტში შორი მანძილიდან კარის მიმართულებიც დაარტყა, თუმცა არაზუსტად.
ბარძალი 6 – ერთადერთი ფეხბურთელი ბიანკონერების რიგებში, რომელმაც უკლებლივ ყველა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.როგორც ყოველთვის, ანდრეა საიმედოა.
ბონუჩი 6 – თამაშობს მშვიდად და უშეცდომოდ.მე – 19 წუთზე ხიმენესთან უხეშობის გამო იღებს მიმდინარე კოპა იტალიაზე პირველ გაფრთხილებას.
დე ჩელიე 5.5 – ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრების შანსს ხელიდან აშკარად უშვებს.პაოლოს თამაშს სიზუსტე აკლია.
მარონე 6.5 – ლუკამ მისი თამაშით ყველა გააკვირვა.თამაშობს მშვიდად, აკონტროლებს მოედნის ცენტრს და უტევს მეტოქის კარს.
მარკიზიო ( 89 – ე წუთიდან ) 7 – მორიგი შედევრი დამატებით დროში.
პაციენცა 5.5 – უზუსტობა მიკელეს მიერ გაკეთებულ გადაცემებში შეიმჩნეოდა.აშკარად უფრო ცუდად ითამაშა, ვიდრე “ჩეზენას” წინააღმდეგ.
ჯაკერინი 7 – გააქვს განსაკუთრებით ლამაზი და სადებიუტო გოლი ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში, მეორე ბურთი არ ჩაუთვალეს.
კრასიჩი 5 – მეორე ტაიმის დასაწყისში ხელიდან უშვებს გოლის გატანის ასპროცენტიან შესაძლებლობას.
ელია ( 65 – ე წუთიდან ) 6 – აკეთებს საგოლე გადაცემას კლაუდიო მარკიზიოზე.
კვალიარელა 5.5 – ვერ გამოიყენა ორი საგოლე მომენტი – “ბოლონიას” მეკარემ მას პირადი დუელი აშკარად მოუგო.
ესტიგარიბია ( 68 – ე წუთიდან ) 5.5 – გაშვებულ გოლში სწორედ მარსელოა დამნაშავე.
დელ პიერო 6.5 – ახალ სტადიონზე გოლის გატანის უდიდესი სურვილი აქვს.უზუსტობის, თამაშგარისა და ალიარდის შესანიშნავი თამაშის გამო ალემ მიმდინარე სეზონში ანგარიში ვერ გახსნა.
კონტე – 6.5
ჯაკერინისთან და გარიბიასთან სასტიკად არ ვეთანხმები ორივე მაგარი იყო.
დე ჩელიეს დაბალი შეფასება აქვს,6 მაინც უნდა დაეწერათ……….
ესტიგარიბიას შეფასება კიდე მარაზმია და მეტი არაფერი . იმენა იგროკია ტიპი და ყოველ ბურთის შეხებაზე ეტყობა ეს ნათლად
ჯიაკერინია სოფლელი და პეპეა მაგარი არა
სხვათაშორის ვინც სკეპტიკურად უყურებდა ამ სეზონს ისინი რო წერენ თან ამას ))
ჯიაკე ბევრს გაგაკვირვებთ კიდევ ) იყოს სოფლელი ) ბევრ არისტოკრატს ჩაუტარებს კიდევ ექსტრა კლასს
ერთს ვიტყვი რა .. ჯაკერინი მაიც სოფლელია და არ მევასება .. პეპე მაინც პეპედ დარჩება მარა მაიც მაგარი კაცია .. კრასიჩი ელია ესტიგარიბიას მეტი შეუძლია და მეტი შანსი უნდა მისცენ .. ჯაკერინი პეპე მეტს ვერ იზამენ უბრალოდ მეტ პროგრესს ვერ განიცდიან აი ის ჩამოთვლილი სამნს კი მეტზე მეტი შეუძლია …
+1 100% სისხლით და ხორცით
კრასიჩმა ამოწურა საკუთარი თავი.. პეპეზე გეთანხმები. ჯაკერინიმ გუშინ დაგვანახა თუ რა შეუძლია.. ასეთი თამაშით იმსახურებს იუვენტუსში ადგილს
აუ სრული თამაშის ლინკი იქნებ დადოთ რა
გთხოვთ, სრული მატჩი დადეთ.
მინდა ყურება
ალექსას 6.5 და ესტიგარიბიას 5.5???
ამათ რა ძინათ თამაშის დროს?
რომას სასტავი ცნობილია ვინ ეყოლება? 7 წამყვანი ფეხბურთელი არ ეყოლება
რაც არ უთამაშიათ ეხა ითამაშეს, გასკდნენ თამაშით, კაი იყო მე გამიხარდა დამატებითი დრო

ბოლოს გოლი რო გაგვიტანეს მაგრად გაგვისწორდა
Dეჩელიეს რას ერჩიან
ან გოლი ესტიგარიბიას ბრალი რატო იყო?
ეტყობა ესტი იყვანდა იმ რაგის და გაექცა..
მე როგორც დავინახე თუ არ ვცდები ესტეგარიბია იყო ძელთან,და მაგ დროს კაცის აყვანა არ გევალება უბრალოდ შენ პოზიციაზე არ უნდა გაატარო ბურთი.
დე ჩელიეს, პაციენცას და სორესენს უფრო მაღლები ეკუთვნოდათ, ეგრე ცუდადაც არ უთამაშიათ
დაბალი შეფასებები არაა ?