ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსი 3-1 ჯენოა (ფეხბურთელების შეფასებები)

გრძელდება ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად. იუვემ ჯენოას უმასპინძლა და მეტოქე 3-1 დაამარცხა.

დღეისათვის ბიანკონერი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა, უსწრებს რა ატალანტას ერთით, ხოლო ნაპოლის სამი ქულით.

ახლა კი გთავაზობთ მოთამაშეთა შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6.5 – სკამაკას გოლში მისი დადანაშაულება ზედმეტია. გასულ მატჩებთან შედარებით საიმედოა, რითაც ჯიჯის წნეხს ასე თუ ისე იგერიებს.

კუადრადო – 6.5 – 45 წუთისთვის ნაყოფიერად მოქმედებს. კულუსევსკის ეფექტური სოლო რეიდის მერე საგოლე გადაცემას ასრულებს და ისედაც მეტოქე მუდმივ დაძაბულობაში ყავს.

ალექს სანდრო – 5 – 46 წუთიდან – პიაცასგან პრობლემებს განიცდის.. ვერ ჩაერთო მატჩში ისე როგორც საჭიროა.

დე ლიხტი – 6 – პირველ ნახევარში არაერთ ბურთს გადაეღობა და ჩაჭრა. მეორე 45 წუთში სკამაკას დარტყმულზე რეაგირება დროულად ვერ შეძლო. სხვა მხრივ კარგად მოქმედებდა.

დანილო – 6.5 – ჩვეული კარგი თამაში, როგორც დაცვაში ასევე წინ. მაკენის გოლშიც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს.

კულუსევსკი – 7 – რადიკალურად განსხვავებული მოთამაშე, რომელიც ჩვენ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ. ცივსისხლიანია, კრეატიული და ზუსტი. იტანს, გადაცემებსაც არიგებს და არც კომბინაციურ ფეხბურთში მოიკოჭლებს.

მაკენი – 7 – 67 წუთიდან – გამოდის თუ არა იტანს და ნახევარდაცვაში დაკისრებულ მოვალეობას კარგად ასრულებს.

რაბიო – 6 – მეორე სართულზე დომინირებდა და გოლის გატანასთანაც ახლოს იყო. ნახევარდაცვაში ჩვეული ბრძოლა, მაგრამ მის გადაწყვეტილებებს სიზუსტე აკლდა.

ბენტანკური – 6 – ურუგვაელისგან მიჩვეულები ვართ ნაყოფიერი მოქმედების შემდეგ, უწყინარ სიტუაციებში ბურთის დაკარგვას და შეცდომებს. ამ კუთხით არც ეს შეხვედრა გახდა გამონაკლისი. ხარვეზი იმდენად დიდი იყო, რომ თამაშის ტემპს ვერ ქმნიდა.

კიეზა – 6 – გასულ მატჩებთან მიმართებაში, დღეს ფედერიკო უფრო გადაღლილი გამოიყურებოდა. ისეც არ იყო რომ საერთოდ გამქრალიყო მოედნიდან.. პირიქით, ყოველთვის იგრძნობა დაძაბულობა, მაგრამ..

არტური – 6.5 – 74 წუთიდან – ყოველგვარი რისკის გარეშე მოქმედებს და მოედნის შუახაზში ალაგებს გუნდის თამაშს.

მორატა – 6.5 – თამაშობს გუნდზე და ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა.

რონალდუ – 5 – დიახ, ეს ნამდვილად არ იყო მისი დღე. იშვიათად პორტუგალიელისგან ასეთი არაზუსტი და სუსტი ასპარეზობა.

 

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
29 days ago

მიუხედავად კომფორტული ანგარიშით მოგებისა, მე ჯერ=ჯერობით მაინც ვერ ვხედავ პირლოს წვლის მოგებაში.

სკამაკას თაურზე დაცვა სად იყო საერთოდ, 2 მეტრის რადიუსში კაციშვილი არ უშლიდა ხელს.

კომბინაციურ თამაშზე ხო ხელი ჩავიქნეთ, დაცვაშიც სერიოზული ბარდაგია დაჯე ჯენოასთან.

პირლო დაახვე შენით სანამ პანღური მოგაყოლეს რა … ))

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
28 days ago
Reply to  maradona73

პირველი ტაიმი იყო ძაან მაგარი მეორეში სანამ ის 1 გოლი არ გაუშვეს ტიპებს ეძინათ 2-0ზე. 3-1ზე საერთოდ თავები გაიგიჟეს კიდევ 1 გოლი უნდოდათ. მოკლედ რაღაც მომენტებში მოტივაციას კარგავენ ხოლმე.

ბაქარი
ბაქარი
29 days ago

ლოგიკურია

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<