იუვენტუსი 4-1 პარმა ( ფეხბურთელების შეფასებები )
გთავაზობთ , ტურინის ” იუვენტუსის ” ფეხბურთელების შეფასებებს , ” პარმასთან ” ჩატარებული მატჩის შემდეგ …
ბუფონი – 6 – პენალტის ეპიზოდამდე , ჯიჯის პრინციპში საერთოდ არ ჰქონია არანაირი საქმე . თუმცა , ერთ ეპიზოდში იყო იმის რისკი , რომ კურიოზულ გოლს გაუშვებდა ჯიოვინკოს დარტყმის შემდეგ , მაგრამ უმალვე მოახდინა ბურთის დაფიქსირება ხელებში .
ლიხშტაინერი – 7 – ძალიან დიდი პლიუსი იმისთვის , რომ აქტიურად ერთვებოდა შეტევებში და გამოავლინა ფორვარდისათვის დამახასიათებელი ტექნიკა . დაცვის ხაზში მას მოდესტო ეთამაშებოდა , რომელსაც არანაირი პრობლემა არ შეუქმნია მისთვის .
კიელინი – 7 – კონტე დ პრანდელი ცდილობენ , რომ ჯორჯო დაცვის ლიდერი გახადონ . კონკრეტული დავალებას აძლევენ , რომ ითამაშოს უშუალოდ ბურთზე და არა მეტოქის განადგურებაზე . ფეხბურთელი , მაქსიმალურად ცდილობს თავკაცის მითითებების შესრულებას და ამასთან ერთად არ ავიწყდება , რომ პირლო დააზღვიოს , ისევე როგორც ნაკრებში .
ბარძალი – 6.5 – უხეში შეცდომა მატჩის დასაწყისში , თუმცა შემდეგ უშეცდომოა .
დე ჩელიე – 6 –დასანანია მისი წითელი ბარათი . მანამდე , საკმაოდ კარგად ასპარეზობდა ვალიანის წინააღმდეგ , რომელიც ერთადერთი სახიფათო ფეხბურთელი იყო პარმას რიგებში .
მარკიზიო – 7.5 – ნახევარ – ვინგერი , რომელსაც ულამაზესი გოლი გააქვს და ამასთან ერთად ასრულებს უამრავ შავ სამუშაოს . ლიპი მაინც ამეტებდა , როდესაც მისგან ფანტაზისტას დაყენებას ცდილობდა , მაგრამ კონტემ , სავარაუდოდ უპოვნა მას სწორი პოზიცია მოედანზე . ვფიქრობ , ეს არ უნდა იყოს მისი ბოლო შედეგიანი ჩართვა შეტევაში .
პეპე – 7 – კარგი იქნება , თუ პეპე მიზანს გაისწორებს და ჩაწოდებებს დროს გაცილებით ზუსტი იქნება , მაგრამ მეორეს მხრივ მოედანზე როგორც ყოველთვის 100 % – ით იხარჯება . თითქოს ისე ჩანს , რომ კრასიჩზე მეტადაც კი ჯდება კონტეს სქემაში . სიმონეს ყველაფერთან ერთად , ძალიან ლამაზი გოლი გააქვს , ძლიერი და ზუსტი დარტყმის შემდეგ .
კრასიჩი ( 72 წუთიდან ) – 6 – მომატებას იწყებს .
პირლო – 8 – ღმერთო , დაიფარე პირლო : ეს არის გუნდის სული და გული , რომელიც მთლიანად ენდობა მას .
დელ პიერო – 6.5 – პირველ ნახევარში არაფერი განსაკუთრებული , თუმცა მეორე ნახევარში ალეს ხმაურიანი დაბრუნება მოხდა . ორი სუპერ პასი მატრიზე და პეპეზე .
ვიდალი ( 62 წუთიდან ) 7 – ფეხბურთელი – ქარიშხალი . მეტოქე დაძაბულობაში ჰყავდა 3-0 ზეც კი .
ჯიაკერინი – 6 – კარგად ჩანს , რომ მას ნერვიულობა აჩერებს . მისთვის იუვეს მაისურით ასპარეზობა ჯერ ჯერობით რთულია . პერიოდულად თამაშობდა , ხან კარგად , ხანაც პირიქით , აყოვნებდა გუნდის თამაშს . მცირე დრო უნდა მიეცეს მას ადაპტაციისთვის .
მატრი – 5.5 – გარკვეულ სირთულეებს წააწყდა კონტეს ახალ სქემაში . გასულ სეზონში მატრი მთავარი მოქმედი პირი იყო გუნდის წინა ხაზში და მეტოქის საჯარიმოში , ეხლა კი ანტონიო მისგან გუნდურ ასპარეზობას ითხოვს . პლიუსში შეიძლება ჩაითვალოს გატანილი გოლი ( რომელიც უსამართლოდ არ ჩაუთვალეს ) და პენალტი . მინუსი – ფაქტიურად ცარიელ კარში ვერ შესძლო ბურთის მოთავსება .
ვუჩინიჩი ( 57 წუთიდან ) – 5.5 – სუსტად გამოიყურებოდა .
კონტე – 7.5 – უკეთეს დებიუტზე ალბათ ვერც იფიქრებდა . რჩება გარკვეული პრობლემები ფლანგებზე , მაგრამ პრესინგი და ბურთის კონტროლი განუმეორებელია . უფრო მეტ ძალას და ნერვებს ტოვებს მოედანზე , ვიდრე მაშინ როდესაც გუნდის კაპიტანი იყო .
წყარო : La Stampa
მარკიზიოო
…..ბუფონი……. ლიხშტაინერი…ბონუჩი…კიელინი…..დეჩელიე
პირლო…. მარკიზიო (ვიდალი)
ელია ……….დელპიერო………ვუჩინიჩი
მატრი
ყველაზ მაგრად ეს სასტავი მინდაა :)))
მატრის დაბალი შეფასება აქვს.. დანარჩენებს ისეთი როგორიც უნდა ქონდეთ.. ეგ არაფერი მატრი კიდევ ბევრ ქულს მოგვიტანს
მარჯვენა დაცვა დავაბეტონეთ..
ხოლო მარცხენა ფლანგს რაც შეეხება – ხმა აღარ გავიგო დე ჩელიეზე
მშვებივრად თამაშობს ჩუვაკი, უმაღლეს დონეზე ჩაატარა შეხვედრა.. თქვენ გგონიათ შემთხვევითი იყო ვალიანის და მის ბანდას ფეხი რომ არ გაანძრევინეს??? (მაგრამ წითელ ბარათზე დამწყდა გული:(
მატრი ფორმაში ჩადგება და გოლების გატანასაც დაიწყებს, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ბომბარდირული თვისებები დღევანდელი იუვენტუსისთვის..მარკიზიო კიდევ ერთხელ ბრავო
მარკიზიო სერიოზული იგროკია და დამიჯერეთ მაგას კონტე არ დასვავს სკამზე…! პირლოს მერე შეუდარებელი იყო რა ეგ… წინა წელს, რომ არ გვყავდა ნახევარდაცვა იმიტომ იყო კარგად ჩვენი საქმე… არადა ვიდალიც არ მემეტება სკამისთვის, ამიტომ ვფიქრობ კონტე 4-3-3-ზე უნდა გადავიდეს —პირლო— მარკიზ-ვიდალი რაც შეება პეპეს ეგ კრასიჩზე ძლიერია და ნახეთ ახეხინებს მილოშას სკამს…! მომავალ თამაში ვფიქრობ, კონტე ვიდალს დაცვის მარცხენა ფლანგზე დააყენებს და პეპეს ძირითადში მარჯვენა ვინგერად. ისე მაინტერესებს ელია რასტო არ შემოიყვანა ან კვალი რატო არ იყო განაცხადში…? იუვეს ასეთი თამაში დიდი ხანია არ მინახავს და სიხარულისგან დავფრინავდი რომ ვუყურე საღოლ ბიჭებს მაგრად ითამაშეს! ღმერთს მართლა ვთხოვ დაიფაროს პირლო ეგრომ დაიმტვრეს… Read more »
ძმა მომისმინე რიტ ვერ გაიგე ბიჭო რო მარკიზიო არი სასტავის კაცი და წამყვანი ერთ ერთი იუვესი ან რასასტავებს მიკეთებ აქ მარკიზიოს ზამენაზე არავინ დატოვებს ეგ იცოდე რა ან რა ცოდნა უნდა ტიპი არი უნივერსალაი ვინ დასვავს ზამენაზე
ვახ მაგიჟებთ ტო რეებს ვკითხულობ აქ :D
შესანიშნავი შეფასება ვიხილეთ;

ჩემი მოსაზრებით ჯაკერინის კარგი თამაში შეუძლია და აშკარად დრო სჭირდება შესათამაშებლად, პეპე დიდებული იყო, ესეთი ფუტკარი მოთამაშე სანთლით საძებნია; ლიხტაზე და ვიდალზე არ გავაგრძელებ-ესე გააგრძელონ-დიდებული იყო, მარკიზიო და ბარძალი ბრავო, კიელინი-სუპერ სტაბილურია, პირლო და ალექსი კი უძლიერესი დირიჟორები არიან-ველოდებით ელიასა და ესტეგარიბიას დებიუტს!!კვალი მომენატრა…..
მატრიმ და კრასიჩმა უნდა მოუმატონ აშკარად!! ვუჩინიჩი დახაზავს, აკრეფა უნდა !!
მარად და ყველგან ფორცა იუვეე!!
არა მგონია ვიდალი სკამის კაცი იყოს. ტიპი გამოვიდა და 5 წუთში უკრასავიცესი გოლი შეაგდო სხვათაშორის ტურის გოლად ეგ აღიარეს
დე ჩელიე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს მინიმუმ ზამთრის სატრანსფერ ბაზრამდე, ფლანგებს რაც შეეხება სუსტი იყო მარტო ლიხშტეინერი და ზოგჯერ პეპე აქტიურობდნენ, ჩემი აზრით ელია კრასიჩი შესანიშნავი იქნება. და პირლო ნახევარ დაცვის ღმერთია :))
——————–ბუფონი——————-
————–ბარძალი—–კიელინი————-
ლიხშტაინერი ————————დე ჩელიე—
———————————————
—————ვიდალი—-პირლო————–
კრასიჩი——————————-ელია—-
————კვარიარელა—–ვუჩინიჩი———–
მარკიზიოს სკამზე სვაამ?
ეგ კაცი არი ძირითადის კაცი და არა სკამის კაცი 
მარკიზიო მეც ძალიან მომწონს, თუმცა ვიდალს ეხლა ვერ აჯობებს. სკამზე არა მარა სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გამოიყენებს კონტე
ბაზარი არაა ვიდალი კაი ბიჭია მარა მარკიზიო მაინც სხვაა ჩემი აზრით….მაგას და ელიას კონტე ერთი ორი თამაში ზამენიდან, რომ დააწყებინებს მერე უფრო სხვა მონდომებით ათამაშდებიან:-) პეპესი არიყოს:-D…… მარკიზიო რირლოს ნახევარდაცვა გუშინ Dz მაგარი იყო

ამ იუვეს უნდა ყავდეს ალექსაც და ირლოც რადგან ორივე გუნდის დირიჟორები არიან ასევე საჭიროა მარკიზიოც ცემი აზრით კონტემ
3-2-3-2
ტაქტიკა უნდა მოსინჯოს ანუ
ბუფონი
ლიხშტაინერი ბარცალი კიელინი
ვიდალი მარკიზიო
კრასიჩი პირლო ვუჩინიჩი
დელ პიერო მატრი
კი იტყვით რომ კიელინის რა უნდა მარცხნივ მაგრამ მე ვფიქრობ რომ იუვეს შესწევს ძალა რომ ამ ტაქტიკით ითამაშოს თუნდაც 20 წუთი რომ ბურთი ბოლომდე მათ აკონტროლონ
ველოდები თქვენს კომენტარებს და ასევე შეფასებებს.
NEDVEDA11
სიენა – იუვე 18.09.2011 (17:00)
იუვე – ბოილონია 21.09.2011 (22.45)
კატანია – იუვე 25.09.2011 (17:00)
იუვე – მილანი 02.10.2011 (22:45)
თენქს
შემდეგი თამაში რომელ დგესაა და რომელ საათზე?
კვირას 5-ზე
kargi shepasebebia.. imedia ase gagrdzeldeba sezonis bolomde da bolos kve skudetoti davagvirgvinebt
—————————-ჯიჯი——————————–
ლიხა—————-ბარძალი——-კიელინი——————-გროსო
პეპე————-მარკიზიო—————პირლო—————-ელია
————————კვალი—–მირკო————————–
ფორცააა! იუვეეეეეეეე
სად არ არის ?
არტურა რატო არაა ? :?
მარკიზიოს კიდე რო ვერ ხედავთ ზოგ-ზოგი ;)
ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე და საჭიროა ეს კაცი
ძირითადში
ღმერთო , დაიფარე პირლო : ეს არის გუნდის სული და გული , რომელიც მთლიანად ენდობა მას .