ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა გონსალო იგუაინს კონკრეტული ფასი დაადო

გონსალო იგუაინი - კრიშტიანო რონალდუ

სხვადასხვა იტალიური გამომცემლობის მტკიცებით, ბიანკონერიმ გონსალო იგუაინს კონკრეტული თანხა დაადო.

იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კლუბს, მისი შეძენა მოესურვება, ამას 18 მილიონზე ნაკლებად ვერ მოახერხებს.

ბოლო ხანებში იგუ და რივერ პლეიტი ერთმანეთის მისამართით თბილ სიტყვებს არ აკლებენ.. ამასთან ერთად, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ არგენტინელი ინგლისური და ამერიკული კლუბების ინტერესდებიან.

პრემიერ ლიგის ბინადართაგან აღსანიშნავია ვესტ ჰემის და ვულვერჰემპტონის მხრიდან წამოსული კონტაქტი, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტულზე საუბარი რთულია.

პიპიტას და იუვენტუსის ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ აირია, როდესაც გუნდმა კრიშტიანო რონალდუ დაიმატა, ხოლო სამხრეთ ამერიკელი ფაქტიურად გუნდიდან არენდის წესით “გააგდო”..

მაურისიო სარის მოსვლას იგუ ტურინში კი დააბრუნა, მაგრამ ყველანი კარგად ხვდებიან, რომ მხარეები შესაბამის შანს ელიან ერთმანეთთან დასამშვიდობებლად.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პიპიტას იუვესთან კონტრაქტი 2021 წელს იწურება და თუ ბიანკონერიმ მისი ამ დრომდე გასხვისება ვერ შეძლო, მაშინ ერთ წელიწადში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეელევა.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<