ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვენტუსმა ღია ვარჯიში გამართა – ალეგრის მითითებები

იუვენტუსმა გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა.

გუნდი მილანთან მოახლოებული მატჩისთვის ემზადება, რომელიც უქმეებზე შედგება.

ოფიციალურმა საიტმა არანაირი ინფორმაცია არ გამოაქვეყნა ტრავმირებულებთან დაკავშირებით, თუმცა გამოყო მატია დე შილიოს სიტუაცია. იტალიელ მცველს კუნთის ტრავმა აწუხებს და შედეგად განაცალკევებით ვარჯიშობდა.

მთლიან ჯგუფთან ერთად მუშაობდნენ ფედერიკო ბერნარდესკი და ფედერიკო კიეზა. თუმცა, კიეზასგან განსხვავებით ბერნას ორმხრივ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, ისევე როგორც ჯორჯო კიელინიმ.

საწვრთნელი სესიის დროს, მკაფიოდ ისმოდა მაქს ალეგრის კონკრეტული შეძახილები:

“ფედე, ყოველთვის არსებობს ცენტრისკენ შეწევის საშუალება, გაცილებით მნიშვნელოვანია ფლანგზე გადაწევა” (კიეზასთან მიმართებაში)

“კულუ აუცილებელია სირბილი კარის მიმართულებით გააგრძელო! თავდასხმის ფაზაში ვალდებული ხარ პარტნიორს დაეხმარო და ყველაფერი ქარს არ გაატანო.”

მოიზე კინმა ერთ ეპიზოდში ქუსლით ითამაშა და შესაბამისი კომენტარი დაიმსახურა:

“მეწაღესავით რატომ თამაშობ?”

“გადაღლილობისგან, თუ წამით მაინც შეჩერდი ბურთს აგართმევენ და გოლს გაგიტანენ. თავში სიბრაზე უნდა გქონდეთ გამარჯვების მიღწევა თუ გსურთ.”

“რიტმი, რიტმი და რიტმი! ბურთი 1000 კმ/სთ-ით უნდა დაფრინავდეს და ამ პროცესისგან სიამოვნებას უნდა იღებდეთ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x