“იუვეს” ლეგენდა ემირატებში ითამაშებს
გაერთიანებული არაბთა ემირატების გუნდ “ბანი იას”-ის მედია მენეჯერის მტკიცებით, ისინი ახლოს არიან “იუვენტუსის” ყოფილი სუპერ ვარსკვლავის დავიდ ტრეზეგეს გაფორმებასთან. ფრანგი გოლეადორი, რომელმაც გასული სეზონი ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, კერძოდ კი “ჰერკულესში” გაატარა, უკვე ჩაფრინდა ემირატებში თავის აგენტთან, ანტონიო კალიენდოსთან ერთად და მოსალოდნელია, რომ ხვალ უკვე ოფიციალურად გახდება “ბანი იას”-ის ფეხბურთელი. გეგმის მიხედვით, რომელიც კლუბის მედია მენეჯერმა გაუმხილა “Gulf News”-ს, 33 წლის ვეტერანი ხვალ დილით 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს:”ყველაფერი კარგად მიდის, ფეხბურთელი უკვე აბუ დაბიშია და სამედიცინო შემოწმებას გადის. კონტრაქტი ამ საღამოს თუ არა ხვალ დილით გაფორმდება. თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება.” ტრეზეგე იქნება დიდი ნაბიჯი კლუბისთვის, რომელიც აზიის ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, სადაც გუნდი ემირატების პროფესიულ ლიგაში მეორე ადგილზე გასვლით მოხვდა. წყარო:forzaitalianfootball
ტრეზეგოლი ლეგენდაა!!! ჩემს ხუთ უსაყვარლეს ფეხბურთელში დამსახურებული ადგილი უკავია
კაცი ლეგენდა !
ტრეზეგოლი .
BuFFoN. . . ! ! !
იქ პირველ ზოლში რამე ჩაწერე..
რომელ პირველ ზოლში ?
The title of the slide : if none is given, the post title is used
ეგრე აწერია რა, სტატიის ველი მორჩება თუ არა ქვევით ეგრევე..
აა მივხვდი
აუ ჩემი ტრეზეე..ჩემი ლეგენდაა..როგოორ მიყვაარს
ყველაზე მეტად დევიდ
გოგოსავით გამომივიდა მაგრამ ვაბოდებ ამ ადამიანზე 
Darja ეს სათაური რომ არ გამოჩნდეს სლაიდში ეგ როგორ ვქნა? :shock: