ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იუვე და პსჟ ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

იტალიური მედიის მტკიცებით პსჟ-ს და იუვენტუსს შორის არაერთ ფეხბურთელზე ვითარდება ინტენსიური მოლაპარაკებები:

საქმე მხოლოდ პაულო დიბალას ან ნეიმარს არ ეხება.. თუმცა, დღის წესრიგიდან არც ეს ვარიანტებია მოხსნილი..

პარიზული მედიის განცხადებით, გუშინ პსჟ-მ უარყო ყველა წინადადება, რომელიც ბრაზილიელზე მიიღო და მზად არის ახალი ვარიანტებისთვის..

შესაბამისად ნეიმართან დაკავშირებით იუვე შესაძლოა მართლაც ჩაერთოს, მაგრამ ფინანსური ასპექტები კლუბზე მაინც და მაინც პოზიტიურად არ მოქმედებს, ხოლო სამხრეთ ამერიკელის მოთხოვნები მათთვის კიდევ უფრო რთული დასაკმაყოფილებელი იქნება, თუ იქამდე გარკვეული სვლები არ განახორციელეს.

პარალელურად აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია მირალემ პიანიჩზე და ემრე ჯანზე.. ფრანგულ გრანდს ორივე ფეხბურთელის თავისთან ხილვა მოუნდა, რომელიც ბარტერზეც აცხადებს თანხმობას და არც გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფაზე იხევს უკან.

კერძოდ, იტალიელებს ზემოთხსენებული ორი შუახაზელის სანაცვლოდ მარკო ვერატი და ანხელ დი მარია სურთ, რომელიც მაურისიო სარის ტაქტიკაში კარგად ჩაჯდებიან და ასევე ფინანსური თვალსაზრისით კაპიტალის ზრდას მოახდენენ..

მოლაპარაკებები გრძელდება და მხარეები კონტაქტზე იმყოფებიან.. შესაბამისად, მოულოდნელი სვლები გამორიცხული ნამდვილად არ არის.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ცრუღმერთი
ცრუღმერთი
9 months ago

კაი რა… შუშა ვერატი და ჩამოწერილი დი მარია

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<