ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

„იუვე“ – ემოცია მხურვალე გულებიდან

„ცხოვრება ის არის, რაც გახსოვს. დანარჩენი არსებობააო“ – უთქვამს ქართველ გენიოსს ერთგან და ძნელია არ დაეთანხმო ამ აქსიომურ ჭეშმარიტებას.

არ მინდა სენტიმენტებში გადავიჭრა, მაგრამ მტკიცედ მწამს – ეს სიტყვები ფეხბურთს(ამ შემთხვევაში ფეხბურთს ვაიგივებ „იუვესთან“) რომ ესადაგება, ისე არაფერს…

ჩაატარეთ უბრალო ცდა: აიღეთ წამზომი, მონიშნეთ 30 წამი, დახუჭეთ თვალები და საკუთარ თავს დაუსვით მარტივი კითხვა – რა არის ჩემთვის „იუვე“? რა მახსოვს „შავ-თეთრ“ სიყვარულზე? და როცა ტაიმერი ნახევარი წუთის შემდეგ დაიწკარუნებს, მიხვდებით, თუ რა ყოფილა თქვენთვის „ბებერი ქალბატონი“ – რა კადრებმა გაიელვა თქვენს გონებაში, რა ეპიზოდები შეარჩია თქვენმა შინაგანმა და საერთოდაც, თქვენი „იუვე“ იქნება ის, რაც ამ წამებში ჩაეტია, რამაც ამ დროის მდინარებისას ამოხეთქა მეხსიერებაში. ის თქვენეულია, საკუთარია, ხელშეუხებელია და ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ამის გადაცემა სრული სისავსით მეორე ადამიანზე, თუნდაც თავგადაკლული გულშემატკივარისთვის – უბრალოდ, შეუძლებელია. მე ასე მჯერა და მწამს…

იმიტომ მჯერა ეს ყოველივე, რომ ძნელია გადმოვცე ის მომენტი, თუ რას ვგრძნობდი 39 გრადუსი სიცხით, როცა „იუვეს“ უნდა ეთამაშა უმნიშვნელოვანესი გასვლითი მატჩი „ნოუ კამპზე“ და უშუქობის გამო სახლში ვერ ვუყურებდი, ხოლო ავადმყოფობის გამო „აკუმულატორშიკებთან“ ვერ მივდიოდი, რადგან დედა ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო(არადა, წამსვლელი ვიყავი)… და ამ დროს ინთება ილიჩის ნათურა, ხოლო „აკუმულატორშიკების სასტავიდან“ ერთ-ერთი ნაღდი „ბალეშიკი“ სპეციალურად მოდის ჩემთან, რომ ერთად ვუყუროთ სპექტაკლს, რადგან იცის რა არის ჩემთვის „იუვე“… და კიდევ უფრო ძნელია ახსნა, თუ როგორ მოხდა, რომ მატჩის ბოლოს – ზალაიეტას გოლის შემდეგ თერმომეტრი 39°C ნაცვლად რატომ აჩვენებდა 36.5°C…

რთულია გადმოსცე თუ რა დამემართა, როცა „სერია A”-ს ბოლო ტურის მატჩს საერთოდ ვერ ვუყურე და არათუ ვერ ვუყურე, ანგარიშიც ვერ გავიგე მეორე დღის შუადღემდე, ანუ იმ დრომდე, სანამ ჩვენს პატარა რაიონში მატარებელმა ნანატრი გაზეთები არ ჩამოიტანა. დიახ, ასე იყო, მატარებელს ჩამოქონდა იმ დღის პრესა და ჩვენც – „იუვეს“, „ბავარიის“, „მილანის“, „რეალის“ თუ „მანიუს“ გულშემატკივრები დამშეულები ველოდით ჯიხურთან „სარბიელს“ თუ „ოლიმპს“… და აი, ნაჩქარევად გამოვართვი გამყიდველს „საკვები“, გადავშალე, სწრაფად მოვძებნე ის გვერდი, სადაც იტალიის მიმოხილვა მეგულებოდა და… ცუდად გავხდი! ვერ ვიჯერებდი… მერე ცხრილს ჩავხედე, ეგებ… თუმცა არა! დიდი ასოებით, სხვა გუნდი ეწერა პირველ ადგილზე. მიხვდით ალბათ, „პერუჯაში“ დატრიალებულ დრამაზეა საუბარი – წვიმის, კოლინას და კალორის საგაზე…

მეძნელება ავხსნა რას განვიცდიდი, როცა „იუვეს“ არც თუ ისე დიდი, მაგრამ ხარისხიანი პლაკატი სასოებით და კრძალვით რომ გავაკარი კედელზე, პლაკატი, რომელიც იმდროისთვის საკმაოდ მსუყე კუშად დამიჯდა – „ბებერი ქალბატონის“ ერთი პოსტერის სანაცვლოდ 20 მომთხოვეს. არც მეტი, არც ნაკლები – ოცი! ამ რაოდენობის პლაკატები 10 წლის ბავშვისთვის რამხელა განძია(თან რა დროა არ დაგავიწყდეთ – ბნელი 90-იანები) თავადაც ხვდებით, მაგრამ… დავნებდი… აშკარა იყო, იცოდნენ ჩემი „შავ–თეთრი“ სისუსტე… არ დავეძებდი, მთავარი იყო ლოგინის თავზე, ცენტრალურ ადგილას გავაკრავდი იმ გუნდის გამოსახულებას, ვის თამაშებზედაც ღამეები მითენებია… გავაკრავდი და მერე დინჯად როგორ ვანახებდი ჩემს თანატოლებს, რომ აი შეხედეთ, მე მაქვს ჩემი გუნდის ხარისხიანი პოსტერი, თქვენ?! გულში ბავშვური ლოგიკით ამაყად დავასკვნიდი ე.ი. მე უფრო მეტად მიყვარს ჩემი კლუბი, ვიდრე თქვენ თქვენი… და ამით კმაყოფილი მეათასედ მივაჩერდებოდი ასე ძვირფას ნადავლს!

დაუვიწყარია ის წამები, როცა შევჩენკოს თვალებს ახლოდან ანახებდნენ ცისფერ ეკრანზე, ხოლო მე გულში ვლოცულობდი, რომ „აღმოსავლეთის ეშმაკს“ იქნებ გაეფუჭებინა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი და „იუვეს“ დარჩენოდა შანსი აღემართა ლიგის თასი, მაგრამ ფეხბურთის ღმერთს სხვანაირად განესაზღვრა ყოველივე… როგორ ჩამწყდა რაღაც შინაგანში, როდესაც გახარებული ანდრეი თანაგუნდელებს ეხვეოდა… მეტს ვერ გავუძელი… მივატოვე ყურება და წავედი დასაძინებლად, თუმცა ძილიცაა და ძილიც…

დიდი ემოცია ახლდა მატჩს, როცა კაპიტანი გავაცილეთ.
მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ პირადად ჩემთვის, ეს ცხოვრების რაღაც ეტაპთან განშორებაც იყო, რადგან რაც ფეხბურთი, „იუვე“ და იტალია მახსოვდა, იმ დროიდან ჩემს მეხსიერებაში თავისი კუთვნილი ადგილი დიად ათიანსაც ეკავა… ათიანს, რომლის ხსენებისას გონებაში მუდამ ამომიტივტივდება ხოლმე უოლტ უიტმანის გენიალური ლექსი – „ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!“
როგორ არ გამახსენდეს ის მოგებული ნიძლავები, რომლებიც „ინტერის“(ფუი ეშმაკს), „მილანის“, „რეალის“ და კიდევ სხვათა გულშემატკივრებთან დამიდია და „ბებერ ქალბატონს“ უმეტეს შემთხვევებში ორმაგი სიხარული მოუნიჭებია – უპირველესად მეტოქის ძლევის და შემდეგ კუთვნილი სახინკლისა და ჭაჭის არყის, ანაც ლუდის, თევზისა და თავისი მისაყოლებლის ათვისების ტკბილი პროცესი…

ამგვარად, ჩვენ – ნამდვილ გულშემატკივრებს გვინდა, რომ ჩვენი საყვარელი გუნდი მუდმივად იგებდეს და გვანიჭებდეს სიხარულს, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ეს შეუძლებელია და წარმატების სიხარულებს ხანდახან მწარე მარცხებიც გამოერევა. მეხსიერებას კი, ის დადებითი და უარყოფითი ემოციები შემორჩება, რომლებიც ყველაზე მძაფრად აღვიქვით მოცემულ მომენტში. ჰოდა, ჭეშმარიტი ქომაგისთვის ყველაზე ძვირფასი სწორედ ამ ეპიზოდების ერთიანობაა, მათით მოგვრილი ადრენალინი ან კიდევ – ცრემლი თვალზე…

და ბოლოს, როგორც რემარკი იტყოდა: „წამის სიხარული – აი, ცხოვრება! მხოლოდ ის არის მარადისობასთან ყველაზე ახლოს.“

ბევრ „წამის სიხარულებს“ გისურვებთ ჩემო იუვენტინოებო „ბებერ ქალბატონთან“ ერთად!

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე-ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
20 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
pinturicchioo
6 years ago

რო ვკითხულობდი მეგონა ჩემ
ზე წერდნენ,კარგი სტატიაა, დღეს ფორით ვიგებთ წარმეტებები ყველა იუვენტინოს და იუვეს.

6 years ago

მაგარია რაააა :juvee: :forza:

6 years ago

პერუჯასთან თამაში კოშმარი იყო, პირდაპირი ეთერის ბედნიერება მქონდა, მაგრამ ვაი ისეთ ბედნიერებას. რამდენი ხანი იყო შეწყვეტილი თამაში. პირველ ტაიმში საშინელი წვიმა იყო, პერუჯას მოედანს კი დრენაჟი არ უვარგოდა, რაღაც ნაწილი მუშა იყო რაღაც არა. მოკლედ პირველ ტაიმში საერთოდ არ იმუშავა დრენაჟმა, აი მეორე ტაიმში კი იმუშავა, ოღონდ იმუშავა “Закон Подлости “-იმ, იგივე “მერფის კანონმა” (Murphy’s Law), იმუშავა ხუთმა კანონმა ერთდროულად, განსაკუთრებით: “Из всех возможных неприятностей произойдёт именно та, ущерб от которой больше”; “Если четыре причины возможных неприятностей заранее устранены, то всегда найдётся пятая” და “Предоставленные сами себе события имеют тенденцию развиваться от плохого к худшему”.

6 years ago
Reply to 

მეორე ტაიმში , დრენაჟმა ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა, ჩვენს მხარეს ბურთის გაგორება შეიძლებოდა, იმათ მხარეს შანსი არ გვქონდა, ანუ პერუჯა კონტრაზე გადმოდიოდა, ჩვენ კი ბურთი ვერ მიგვქონდა ისეთი წყალი იდგა იმათ ნახევარზე. დამაწყდა ნერვები, ლამის გული გამისკდა, მაგრამ რას ვიზამთ. ალბათ ეს იყო პერუჯას საუკეთესო თამაშიც და შედეგიც თავისი ისტორიის მანძილზე. რა თქმა უნდა “Fair Play” უნდა დაიცვას ყველამ, მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო, პერუჯა საკუთარ თავს გადაახტა რომ ეს შედეგი დაედო. იუვეს ადგილას სხვა ვინმე რომ ყოფილიყო (მილანი, ინტერი, ლაციო, რომა…) თავს ასე არ გაიგიჟებდნენ და თამაშიც სხვანაირად დამთავრდებოდა, მაგრამ იმ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა (ვინც ფიქრობს, რომ იუვეს მსაჯები… Read more »

preacher
6 years ago

forza juve. Forza legends..
30 wami da did atianamde mainc nedvedi..
::::: :forza:

ALLENATORE
6 years ago

AMORE BIANCONERIIIIIIIII !!!!!!!!!

snuff-juve
6 years ago

:love: :forza: :love: :forza:

iuve93
6 years ago

2003wels vuyure pirvlad iuves tamashi realtan ganmeorebiti matshi.mas shemdeg iuves fani var manamde aravis fani ar vyofilvar da arc arasdros viqnebi .seria b edan rom gadmovida iuve mekitxebodnen isev iuves fani xaro me ki vpasuxobdi rom seria beshic iuves pani viyavi.bevrs yavs tavis sayvareli gundi magram iuve chemtvis ufro metia vidre gundi.

geggius
6 years ago

კეთილიიყოს ჩემი პირველი
კომენტარი ამ საიტზე,

emzari beridze
6 years ago

მე კი 96-ის მერე მახსოვს იუვე.მამაჩემმა წამიყვანა ფეხბურთის საყურებლად.იუვე-აიაქსი იყო და თავიდანვე დამევასა იუვე.რავანელიმ მაგარი შეაგო.მერე პენალტებით მოვიგეთ

emzari beridze
6 years ago

გაიხარე რა.რო ვკითხულობდი ტანში ჟრუანტელი მივლიდა და მეც მასე განვიცდიდი მაგ ყველაფერს.და მაგას დავამატებდი ალექსას მძიმე ტრანვას.მაგ დროს მაგარი გამიტყდა და განვიცადე.კაცი საუკეთესო ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო და დრუგ ფეხი მოატეხეს.

dito chanturia
6 years ago

სულ აქ ვზივარ მაგრამ კარგა ანი არ გამიკეთებია კომენტარი მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ იუვე ლირი სულ მაოცებს დამ ისი სტატიები ერთგვარი სიამოვნებაა ნამდვილი ჯუვენტინოსათვის

giorgi nefaridz
6 years ago

ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთის გულშემატკივარი გაკვირვებული მეუბნევა თუ რატო ვარ იუვეს ფანი, რა თქმა უნდა მაათთან ფეხბურთზე საუბარს აზრი არ აქ ბარსა რეალის იქით არ იხედებიან, ნამდვილ იუვენტინოებს სერია ბეს სახით ნამდვილი გამოცდა გვქონდა თუმცა როგორც აღმოჩნდა წარმატებით ჩაგვიბარებია :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
6 years ago

:forza: :forza: :forza: გენაცვალე სულში

shota kupatadze
6 years ago

იმენა ჯიგრიანი სტატიაა და ქასრას ჯიგრიანი კომენტარი.

Giorgi kasrashvili
6 years ago

Gaixare Dzma…
juve xom siyvarulis istoriaa?
xoda chven gviyvars chveni juve misi yoveldgiurobit da arsebobit da ara gamarjvebebit…

chven chveli matielo gviyvars bonucci da ara gapiarebili da did fasiani fexburtelebi!!!

egaa juve romlis siyvarulshic gavuyevit ukan delposa da jijis nedveds rodesac dagvaqveites da martlac rom gamocda chavabaret da ar amoiwova chvenshi shav tetri sisxli da ar sheigeba is sxva ferit!!!

Giorgi kasrashvili
6 years ago

:up: :up: :up: :up: :up:
5 მაისსი იყო 2001 წლის… აღდგომა დღე ინტერ-ლაციოს ვუყურებდი ინტერის ფანთან სახლში… უმოტივაციო ლაციომ 4-2 იმარჯვა და იუვემ უდინეზეში 2-0 დელპოსა და ტრეზეგეს 1 და 11 წუთებზე გატანილი გოლით და მეც იუვეს ქომაგობის პირველსავე სეზონში პირველი ტიტული სკუდეტო მოვიგე :love: :love: :love:
(1988-იანი ვარ)
2000-2001 წლებში ევროპის ჩემპიონატის მერე გავიგე რომ თურმე არსებობდა კლუბები და გამომდინარე იქედან რომ იტალიას ვქომაგობდი და დელპოს 10-იანი მეცვა ნაკრების სადაც დელპო ვიპოვე იმ კლუბს დავუწყე ქომაგობა და აგერ დგემდე ესეა და შავ-თეტღი სისხლით ვარსებობ საფეხბურთო სამყაროში და იუვენტინოდვე მოვკვდები :forza:

araxoza
6 years ago

გაიხრე ძმა მაგარი სტატიაა :juvee: :juvee:

ალეკო კოკაია

რა ვთქვა ეხლა მე? :love: :love: :love: ძალიან მაგარი სტატიაა მართლა,ყოჩაღ ძმაო გულიდან ამოსულია ყველაფერი რაც აქაა და რასაც მარტო შავთეთრსისხლიანები განვიცდით. :forza: :forza: :forza: :forza:

irakli28
6 years ago

გაიხარე :up: :up: :up: :up: მაგარი სტატიაა :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

20
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<