“იუვე” მზადაა იგუაინის ტრანსფერი უახლოეს 48 საათში დაადასტუროს
დღეს, 25 ივლისს გონსალო იგუაინი დიმაროს ბაზაზე “ნაპოლის” განკარგულებაში უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ნეაპოლში არგენტინელი ფორვარდი არავის შეუნიშნავს..
იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსს” პიპიტას ტრანსფერის თაობაზე თითოეული დეტალი შეთანხმებული აქვს და მზადაა, უახლოეს 48 საათში ოფიციალურად წარადგინოს ახალწვეული.როგორც სჩანს, აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვა არ ისურვა და გამოსასყიდ 90 მილიონ ევროს ორ ნაწილად მიიღებს.შეგახსენებთ, რომ ვინოვოს ბაზაზე ხვალიდან ბრუნდებიან ევროპის ჩემპიონატის გამო შვებულებაში მყოფი ფეხბურთელები, ოთხშაბათიდან მათ სავარაუდოდ იგუაინიც შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” სამწვრთნელ ბაზაზე გულშემატკივრები ყოველ დღე იკრიბებიან და 28 წლის ფორვარდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.ისინი თავიან მცველს, ლორენცო ტონელის თხოვენ რომ პიპიტას ფეხები დაამტვრიოს.
იგუანია ჩვენია ვსო და მაგ ტონელს ფეხებს იქით მოატეხავს
აბა ნამდვილი არგენტინელი იუვეში არ ითამაშებსო? (მარადონა)

დიბალამ დაასწრო იგუს
ტრენტინოში სასტუმროზე ნაპოლის ბანერი იყო და იგუაინს თავი წააცალეს
მაგ ტონელი იქნება ფეხებშუა ბადე დაჭირდება პიპიტასგან

))))))))) ნაპოლიში ნაგვის მანქნებს პლაკატი აქ იკან დიდი მიკრული იგუაინის :D:DD: ))
ტონელი ფრთხილად იყოს უცბად მანჯუკიჩის არ მოხვდეს
მაგ უნდა დამეწერა მეც
