კალაიო : “ვიცით, რას ავალებს კონტე მის შეგირდებს”
“სიენას” ფორვარდი, ემანუელე კალაიო, ფიქრობს, რომ მის გუნდს ანტონიო კონტეს “იუვენტუსის” შეჩერება შეუძლია. სერია A – ს მეორე ტურში, “ბიანკონერებმა” “პარმა” 4-1 დაამარცხეს და შემდეგ მატჩში “სიენას” გასვლაზე დაუპირისპირდებიან : “შესანიშნავად ვიცით, რა დავალებებს აძლევს კონტე მის შეგირდებს და ეს ჩვენი უპირატესობაა.საერთო ჯამში, ჩვენ შეგვიძლია ტურინელებს სიურპრიზი მოვუწყოთ.ქაღალდზე “ბებერი ქალბატონი” ჩვენზე ძლიერია, მაგრამ “სიენა” მაქსიმალურად შეეცდება გამარჯვება მოიპოვოს.იქნებ შევძლოთ, “ბიანკონერები” გავაკვირვოთ.”
რამ წაიყვანა ეს უბედური სიენაში, ნაპოლიში რა მაგარი იყო :shock:
გამეცინააა-აქ მსჯელობაც არ არის საჭირო-გადავუვლით ამ საცოდავებს კომუნისტურდროინდელი ასფალტის კატოკივით

არადა კონტემ უკეთესად იცის სიენა და მისი თითიოეული ფეხბურთელის შესაძლებლობები, ვიდრე სიენას ფეხბურთელებმა იციან კონტე… წმინდა საფეხბურთო და სამწვრთნელო კუთხით (და არა ფსიქოლოგიური და ემოციური კუთხით) კონტესთვის ყველაზე უფრო ადვილი თამაში ეს უნდა იყოს წესით, გამომდინარე იქედან, რომ იცნობს მოწინააღმდეგე გუნდს ძალიან კარგად…
ერთ რამეს ვფიქრობ. სრულიად შესაძლებელია რომ იტალიაში ხდებოდეს ეგეთი რაღაცეები. ანუ კონტე რომ თავის დროზე სიენას პრეზიდენტმა გამოუშვა იუვენტუსში, აი მანდ არ ყოფილიყო რამე მოლაპარაკება სიენა იუვეს მომდევნო მატჩების თაობაზე…
შორს არ შეტოპოთ, ცივაუ