ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი : ანიელი აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას

გთავაზობთ ანდრეა ანიელის დღევანდელ პრესკონფერენციას , რომელიც იუვენტუსის პრეზიდენტმა კალჩიოპოლის მოვლენებს მიუძღვნა …

Андреа Аньелли


” იუვენტუსი მოედანზე ყოველთვის ერთადერთი მიზნით – გამარჯვებისთვის გამოდის . ვფიქრობ დადგა დრო , საკუთარი სტრატეგია გაგაცნოთ , რისი მიხედვითაც ვიმოქმედებთ მომავალში . მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა იფფ-ს მიერ გამოტანილი ვერდიქტი , ჩვენ დავავალეთ იურისტებს , რომ მათ ახალი გეგმა შეემუშავებინათ , რისი მიხედვითაც გაგრძელდებოდა ბრძოლა ” – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ანდრეა ანიელიმ .

Андреа Аньелли

ახალგაზრდა პრეზიდენტმა ,საკმაოდ მარტივად ისაუბრა , იმაზე რომ გუნდი არ შეეგუება ამ უსამართლობას და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად …
” იუვენტუსს იმედი აქვს რომ სპორტული სამართლიანობა აღსდგება. ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ვერანაირი ლოგიკური პასუხი იფფ-დან და იძულებულნი ვართ სხვა გზებს მივმართოთ . მათი ბოლო დროინდელი განცხადებები , აბსურდულია და გაუაზრებელი ” .

Андреа Аньелли
ბოლო პერიოდში , გარკვეული პერსონები დიალოგისკენ მოუწოდებდნენ მხარეებს : ” სრულებითაც არ ვართ წინააღმდეგი დიალოგის , მაგრამ კარგად უნდა გაიაზროს ყველამ , რომ ამის უკან არ უნდა იმალებოდეს სინდისის გაწმენდა , იმის გამო რაც მოხდა . იუვენტუსი მაშინ სულ რაღაც ორ თვეში , დაჩქარებული ტემპით იქნა დასჯილი და ამის დავიწყება შეუძლებელია . მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით , თუმცა ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ” .


Андреа Аньелли

სამომავლო სტრატეგია …

” ვაპირებთ აპელაციის შეტანას ნაციონალურ საარბიტრაჟო სპორტულ სასამართლოში , გავუგზავნით პრეტენზიებს აუდიტორის პალატის გენერალურ პროკურორს , რომის პრეფეკტს , შინაგან საქმეთა სამინისტროს , იტალიის ოლიმპიური კომიტეტის შესაბამის უწყებებს . ეს ჯერ კიდევ დასაწყისია , რომელიც განაპირობებს კიდევაც ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს ” .

” სამწუხაროდ , ამ ეტაპზე შეუძლებელია ორივე ტიტულის მოთხოვნა , რადგან გარკვეული ფაქტები ჯერ კიდევ უნდა გამოაშკარავდეს და გაირკვეს . მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ , 2005/06 სკუდეტოს საქმე არ იყო გამოძიებული ძირეულად . იუვენტუსი დაქვეითდა სერია ბ-ში , არადა მაშინ ჩემპიონობა იზეიმა 91 ქულით , მაგრამ გვიდო როსის გადაწყვეტილებით , სკუდეტო ვიღაც სხვას გადასცეს . გვიდომ მაშინ განაცხადა , რომ სკუდეტო დაიმსახურა იმ გუნდმა , რომელიც პატიოსნად
იქცეოდა , მაგრამ ბოლო დროინდელმა ფაქტებმა ამას ბზარი გაუჩინა , ტიტული არ მიუღია იმ კლუბს რომლისთვისაც იყო ის განკუთვნილი “.

წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
BESO BARAMIA
8 years ago

ბრავო ანიელი-ბრძოლა ბოლომდე, არანაირი დათმობა….ძირს ინტერი!!
:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago

Datka

დღემდე მჯერა რომ მაგ დროს დააშინეს იუვენტუსი, სასამართლო თითქოს უკან იხევდა და მესამე აპელაციის შემდეგ შეილება დავებრუნებინეთ და მინუსებში დაგვეწყო სეზონი, მაგრამ იქ მაღალი ფული გადააგდო ვიღაცამ :X:X:X

FalconGe

არა ისე პოსტავდი მეთქი იქნებ არ იცის თქო, თუ იცი გაიხარე ძმა, შენნაირი ძირძველი იუვენტინოსთვის ღიაა ჩვენი კარი სულ..თითქოს მეცნობა ეგ ნიკი, იქნებ ადრეც იყავი..

falconGE
8 years ago

ამ ნიკით არა, ძაან ადრე ვიყავი Don_Corleone მერქვა :D დათკა მახსოვს :D ადრე ფორუმ.გე ზე ვპოსტავდი :D იუვენტუს.რუ ზე ვიყავი ადრე ასე 5 წლის წინ მოდერატორად მარა შევეშვი დრო არ მრჩებოდა საერთოდ.))

falconGE
8 years ago

მაგრად მჯეროდა რომ უცებ დავბრუნდებოდით ელიტაში… მის მერე აგერ უკვე 5 წელი გავიდა და დეგრადაცია და დეგრადაცია… დაბრუნებისთანავე პირველი წელი იყო წარმატებული და ნაწილობრივ მეორეც. რეალურად რომ ვიმსჯელოთ უფრო უნდა გვუკეთესებულიყავით და რა ხდება ახლა… სულ უკან და უკან ვიხევთ მესამე წელია.

BIANCO
8 years ago

აუ საიტს რომ ვხსნი იტალია ესპანეთის ლინკები და კომენტარები რომ იყო იმ გვერდს საერთოდ არ აჩვენებს და ეგ რისი ბრალია ხომ არ იცით?….

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago
Reply to  BIANCO

წავშალეთ ეგ სტატია ძმა ;) მორჩა თამაში და..

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago

falconGE

შენ კალჩიოპოლის მერე რამდენჯერ შეიცვალა ხელმძღვანელობა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობ ? ანდრეა ანიელი გუნდში 1 წლის წინ მოვიდა, მანამ კობოლი ჯილი იყო პრეზიდენტი არაფრის მაქნისი, ანდრეამ კი ჩამორთმეული სკუდეტოსთვის ბრძოლა სერიოზულად დაიწყო..

falconGE
8 years ago

შენ შემტხვევით მე ხო არ მეუბნები ამას? კალჩიოპოლი კი არა 80იანი წლებიდან მოყოლებული ვიცი ზეპირად ვინ რა იყო იუვეში :D გადაობპრიკოლია რა…. ) კობოლი ჯილიც და ბლანიც დაინტერესებულები უნდა ყოფილიყვნენ მაგ საქმით… უბრალოდ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარეც კი…

falconGE
8 years ago
Reply to  Dutch

ნუ ბლანი რომ მაგარი ფინანსისტია მაგაზე საუბარი არაა ტიპს ჰარვარდში აქ MBA დამთავრებული) ახალი სტადიონის ამბავშიც ბევრი დამსახურება აქ. მაგრამ რა არი იცი? ბლანი მხოლოდ დაქირავებული პროფესიონალია, იუვე დიდად არ ანაგვლებს. რაც ევალებოდა გააკეთა მაგრამ კალჩიოპოლი დაიკიდა. ეს ტეხავს მაგრად. იუვეს აპელაცია ადრე რომ შეეტანა ახლა უფრო წინ ვიქქნებოდით მაგ საქმეში

falconGE
8 years ago
Reply to  falconGE

დააშინეს კობოლი ჯილი საერთოდ სერია C1-ში გაგაგდებთო და მაგიტომ ალბათ. ამ სირმაც დაიჯერა და ეგაა… შეიძლებოდა ამ საქმის მოგება რომ არ ესულელათ და მოჯისთვის დაეჯერებინათ. მოჯიც გადააგდეს და იუვეც დაიკიდეს.

falconGE
8 years ago
Reply to  Dutch

ანუ, დიდად პატივცემული მასიმო :)

falconGE
8 years ago
Reply to  Dutch

daინტერესებულ პირებზე თუა საუბარი მანდ მასიმო პირველ ადგილზეა:)

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago

შენ გენაცვალე ანდრეა :forza:

falconGE
8 years ago

ამდენი ხანი რას აკეტებდნენ ეს იდიოტები… 5 წელი გავიდა მის მერე და აპელაციას იურიდიულად ვადა გაუვიდა

falconGE
8 years ago

ფედერაციამ უნდა დაუბრუნოს მაგ შემთხვევაში ფული ხო? თუ ასეა მთელი იტალიური ფედერაცია გადაეკიდება იუვეს…

falconGE
8 years ago

აქ მარტო სკუდეტოზე არაა საუბარი… თუ დაიბრუნეს სკუდეტო, მაშინ სერიოზულ ფულზე დაიწყება ლაპარაკი.. იუვე მოითხოვს ზარალის ანაზგაურებას და აქ უკვე მინიმუმ 8 ნოლიან რიცხვზე იქნება საუბარი… მოკლედ თუ დაგვინრუნეს სკუდეტოები მაგრად ვიხეირებთ ;)

ika..juve..10
8 years ago

ნელ ნელა იზრდება და ღვინდება ჩვენი ანიელი!!! მალე ვიამაყებთ ჩვენი კლუბის პრეზიდენტით :forza: :forza: :forza:

david alkhanishvili
8 years ago

მიდი გენაცვალე! ჯიგარი ხარ! :forza:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

26
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<