ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩიოპოლი : ეს (არა) სატელეფონო საუბარი (6)

კალჩიოპოლი : ეს ( არა ) სატელეფონო საუბარი

ეხლა კი დროა დავუბრუნდეთ შეხვედრას გალიანისა და კოლინას შორის, რომლის ორგანიზებაც ითავა მეანიმ

მოდით დასაწყისისათვის გავიგოთ, ვინ არის კოლინა?

თქვენ იტყვით რომ საუკეთესო მსაჯი იტალიისა? მაშინ ნება მომეცით გკითხოთ, რითი იყო ის ყველაზე კარგი? ვინ შეაფასა ის ასე, და რის საფუძველზე? მას არ მოსვლია შეცდომა? მისი შეცდომები არ ყოფილა გუნდებისათვის ქულების დაკარგვის მიზეზი? მისი უუხეშესი შეცდომა არ დაუჯდა იუვენტუსს ერთ სკუდეტოდ (პერუჯაში 2000 წელს, ლაციო გახდა ჩემპიონი, წვიმაში)? 2003 წელს ინტერის წინააღმდეგ იუვენტუსის მატჩში კოლინამ მისცა ნება ნახევარ ინტერს (და აგრეთვე მათ მეკარეს) გაეთანაბრებინათ ანგარიში მას შემდეგ რაც მთელი ინტერი თავზე დაახტა ბუფონს, ყველანაირი წესის გაუთვალისწინებლად?  (www.youtube.com/watch?v=TYPkBRxnPAU).

კოლინას ისტორია სავსეა შეცდომებით და საკამათო გადაწყვეტილებებით. მაგრამ საინფორმაციო გამოშვებებში და სხვადასხვა ექსპერტების მიერ ეს შეცდომები არასდროს არ განიხილებოდა.

სინამდვილეში ესენი იყო მილანის საკუთარი ტელეარხები, რომლებიც ქმნიდნენ კოლინასაგან ყველაზე კარგს. კვირიდან კვირამდე ისინი აცხადებდნენ, რომ კოლინა – საუკეთესოა. ბოლოს და ბოლოს, ის ოფიციალურადაც კლასიფიცირდა პრეზიდენტის მიერ AIA -ის ტულიო ლანეზეს მიერ მსაჯად  #1. ამის შემდეგ ის აღიარეს საუკეთესოდ იფფ-ს პრეზიდენტმა – ფრანკო კარარომ, ყოფილმა რპეზიდენტმა მილანისა.

რისთვის იყო ეს პრეამბულა საჭირო? ძალიან მარტივია: პირველ რიგში იმიტომ, რომ ის არის ანტი-იუვენტინო. მეორე რიგში კი კოლინას სპონსორი არის იგივე კომპანია რაც მილანისა – ოპელი.

კოლინას შეცდომებზე, მილანის გავლენაზე და ბერლუსკონიზე შეგვიძლია გავაგრძელოთ წერა და წერა, გავავსოთ ფურცლები. აქ კი კონცენტრირება მოვახდინოთ იმ შეხვედრაზე, რომლის ორგანიზებაც ითავა მეანიმ.

ეს არის ჩაწერილი საუბარი  #5610, დაფიქსირებული საუბარი მეანისა და კოლინასი. საუბრის დასაწყისში ორივე ჭუჭყში ახვევს იუვენტუსს. რის შემდეგაც იწყებენ საუბარს მეანის,  კოლინასა და მილანის ვიცე პრეზიდენტის გალიანის შეხვედრის სასწრაფოდ საჭიროებაზე. ისინი განიხილავენ შეუძლებლობას შეხვედრისა სიენაში (სადაც მილანმა ითამაშა იმ დღეს, ხოლო კოლინა იყო მსაჯი), პატარა ქალაქში, სადაც შეუმჩნევლად ეს შეხვედრა ვერ ჩაივლიდა. მეანი კითხულობს, თუ როდის იქნება კოლინა მილანში და ის პასუხობს, რომ მალე, პირადი საჭიროებების გამო. მეანი სთავაზობს შეხვედრას მის რესტორანში, იმ დღეს, როდესაც ის იქნება დაკეტილი, და ისინი აგრეთვე განიხილავენ თუ რას მიირთმევენ სადილზე იქ. მოიხსენიებენ გალიანისაც და მეანი აწვდის ინფორმაციას კოლინას იმის თაობაზე, თუ რაოდენ სასწრაფოდ სჭირდება გალიანის კოლინასთან საუბარი.  კოლინა ამბობს, რომ ისიც აპირებდა მასთან საუბარს რაღაც რაღაცეებზე… მათ შორის თავის მომავალზე! მეანი არწმუნებს კოლინას, რომ ვერავინ ვერ დაინახავს რესტორანში და რომ ისინი არაფერს არ რისკავენ. მეანი აგრეთვე თავს იწონებს იმით, თუ როგორი მსაჯები მოითხოვა მან და მიიღო კიდეც მომავალი მატჩისათვის. (საუბარი#5630). კოლინა ულოცავს მას იმ გავლენას რაც მას აქვს მაცეიზე (ლაინსმენების გამანაწილებელი).

ეს საუბრები იყო, საბოლოო ჯამში, გამოძიებული კალჩიოპოლის მიერ და მეანის მისცეს დისკვალიფიკაცია 3.5 წლით. კოლინა კი პირიქით გახდა მთავარი გამანაწილებელი მსაჯებისა სერია A-სა და B-ში. მეანის საუბრებში აგრეთვე იყო ლაინსმენი კოპელი, რომელშიც ის კონკრეტულად ეუბნება ლაისმენს თუ რა უნდა ქნას მომდევნო მატჩში და აშინებს მას თუ ის არ დაემორჩილება, ერთერთ საუბარში მეანი პირდება სხვა რეფერის თმების გადანერგვას შვეიცარიაში ბერლუსკონის ფულით. ზედმეტია საუბარი, რომ ეს ყველაფერი არის სუფთა დარღვევა მეექვსე სტატიისა.

და რატომ არ დააქვეითეს მილანი? როგორც თავში დავწერეთ, მილანმა განაცხადა, რომ მეანი მოქმედებდა კლუბისაგან დამოუკიდებლად. ოი მართლა? მოდით მოვიყვანოთ ტრანსკრიფცია მეანისა და გალიანის საუბრისა. სიტყვები არ არის ამოჭრილი კონტექსტიდან, არ არის შემოკლებული და მოყვანილია თავიდან ბოლომდე:

წინასიტყვაობა: მილანმა წააგო მატჩი და გალიანი უკმაყოფილოა მსაჯობით
გალიანი (): გამარჯობა. შენ ესაუბრე გამანაწილებელს?

მეანი (): ღმერთო ჩემო, აბა რა! ანჩელოტიც იჯდა მანაქანაში. ჩვენ ისინი ვლანძღეთ რაც შეგვეძლო!

: ვისთან?
: ბერგამოსა და მაცეისთან.
: ო…
: იმიტომ, რომ პაირეტო (აგრეთვე გამანაწილებელი მსაჯებისა გალიანის მეგობარი) გერმანიაშია.

: ო… და მათ რა თქვეს?

მ: მათ უბრალოდ ჩაისვარეს! ჩვეულებრივი პასუხები, ვინ იფიქრებდა, რომ ის ასეთ შეცდომას დაუშვებდა. მაგრამ საქმე ამაშიც არაა, საქმე იმაშია, რომ ეს გუნდი მილანია და თუ არის პატარა ეჭვი მაინც, შენ ტოვებ დროშას ძირს და მე ეს ვუთხარი მათ! შენ მარტივად არ წევ დროშას მაღლა! ეს ადამიანები არ არიან მზად ფსიქოლოგიურად. ეხლა ნახე, ისინი გვიგზავნიან ჩვენ პულისის მომავალ მატჩზე.

გ: ა, ხო?

მ: ის იქნება ლაინსმენი კიევოსთან მატჩში. მე მათ ვუთხარი, რომ ამ მომენტიდან მათ აღარ აქვთ შეცდომების დაშვების უფლება, რამეთუ ისინი არიან მოედნის მეორე მხარეს… გესმის, რა მაქვს მხედველობაში?

გ: აჰა…
: ჩვენ უნდა ვადევნოთ თვალი მათ ეხლა,  ეხლა სახიფათო დროა (ალბათ მას მხედველობაში ქონდა სეზონის მოახლოებული დასასრული, საუბრის თარიღის მიხედვით)

გ: კარგი, კარგი, მე ვიცი, კარგი.
ეს გაავს, იმას რომ გალიანიმ არაფერი იცოდა?! ეს არგუმენტი უბრალოდ სასაცილოა! შეცვალეთ სახელები ამ საუბარში მოჯიზე და ჯირაუდოზე, და გამოვა საოცრად სკანდალური! მაგრამ, მიუხედავად ამისა, მილანი გამოვიდა მშრალი წყლიდან… შესაძლოა იმიტომ, რომ ეს ჩანაწერები არასდროს არ გაუშვიათ ტელევიზიით ან რადიოთი და არ დაბეჭდილა გაზეთებში. სინამდვილეში ჩვენ არაფერი არ ვიცოდით მათ არსებობაზე საქმის დახურვამდე. მხოლოდ როდესაც საქმე დაიხურა ხალხი იწყებს მიხვედრას მილანის ქმედებების ზომისა.

საბოლოო ჯამში გალიანი წავიდა ლიგის პრეზიდენტის პოსტიდან, მაგრამ არის კვლავ მილანის ვიცე პრეზიდენტი. მეანი მოაცილეს თავის საქმიანობას 3.5 წლით (თუმცა შემდგომში დასჯა შეუმსუბუქეს). მილანი დარჩა უმაღლეს ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც. ხოლო იუვენტუსი, რომელსაც არ აქვს საუბრები მსაჯთა დანიშვნასთან დაკავშირებით, არ აქვს მაინკრიმინებელი ჩანაწერები მსაჯებთან ან ლაინსმენებთან, რომელსაც არ აქვს არალეგალური შეხვედრები მსაჯებთან და ლაინსმენებთან, იუვენტუსი რომელიც არ უხდიდა თმების გადანერგვაში მსაჯებს ფულს და არასდროს არ მიუთითებდა მსაჯს თუ როგორ უნდა ემსაჯა – დარჩა 2 ტიტულის გარეშე, დაქვეითდა დაბალ დივიზიონში, ჩამოერთვა წინასწარ ქულები და 2 მატჩი საშინაო უნდა გამართოს დახურულ სტადიონზე. ზედმეტია იმის თქმა რომ ის დარჩა აგრეთვე ევრო ტურნირებს მიღმაც.

აქ მოვიყვანეთ მოკლე აღწერას მთავარი მოქმედი პირებისა მილანის, მისი სტრუქტურა და სპეციფიკა კოლინასთან მიმართებაში. მაგრამ ჩვენ არ შევხებივართ მილანის საქმიანობის ზედაპირს. აი რამოდენიმე საინტერესო მომენტი:

  • ბერლუსკონის მიერ მილანის არაკანონიერად ყიდვა
  • არალეგალური კონტრაქტები გულიტისა, ვან ბასტენისა, მონტანელისა და ლენტინისა
  • სკუდეტოს მოწყობა 1988 წელს, და კავშირი ნეაპოლიტანურ მაფიასთან მილანისა (კამორა)
  • არაკანონიერი ორმაგი მფლობელობა მილანისა და ტორინოსი ერთი სეზონის მანძილზე.
  • სამხილები მატჩების ორგანიზებაზე 1999 წელს, რომლის გამოძიებაც არ შეიძლება ეკლესიის გამო.
  • დაახლოებით 20 წლის განმავლობაში, ფალსიფიცირებული ბუღალტერიის წარმოება (რამოდენიმე მათგანი ეხლაც გამოძიების პრიცესშია)
  • სტეროიდები (გატუზო, ზეედორფი, ბორიელო და სხვები).
  • დიდას ფალსიფიცირებული პასპორტი.
  • და სხვა მომენტები…

ალბათ თქვენამდე მოვიტანეთ მილანის არაკანონიერი ქმედებები და მისი წარმომადგენლებისა მთლიანად (თითქმის) და გიჩვენეთ, თუ რაოდენ შეუსაბამო და არაადეკვატური იყო დასჯები და რატომ.

კალჩიოპოლის დროს (მანამდე და მის შემდეგაც) ბევრი საუბრობდა იმაზე, რომ მსაჯები ეხმარებიან იუვენტუსს, და რომ იუვენტუსი იგებს მხოლოდ მსაჯების დახმარებით. მაგრამ რატომღაც მხედველობიდან გამორჩათ ყველა ის შეცდომა (შემთხვევითი ან განზრახული)  რომელიც დაშვებულ იქნა  სხვა გუნდების მიმართ. ამიტომაც მოვიდა დრო დავკავდეთ ამ საკითხითაც.

სტატიის ავტორი : Ladddya

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of