ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კალჩომერკატო:”რა ბედი ელის ლეონარდო ბონუჩის?”

კალჩომერკატო ლეონარდო ბონუჩის მომავალზე:

ფეხბურთელს გუშინ 32 წელი შეუსრულდა და პოპულარული იტალიური მედია საკუთარ მოსაზრებას ამ ფაქტორით იწყებს..

მართალია იტალიაში იუვენტუსის დაცვა მყარად დგას და ციფრებიც შთამბეჭდავია: 34 შეხვედრაში 24 გაშვებული ბურთი, თუმცა ევროპულ თავგადასავალზე იმავეს ვერ ვიტყვით..

როდესაც ოცნებობ ამ უნიკალური ტურნირის მოგებაზე, მაშინ 10 ჩატარებულ მატჩში 9 გოლს არ უნდა უშვებდე..

ამიტომაც მუშაობს იუვე დაცვის ხაზის სერიოზული გადახალისებისთვის..

მარტინ კასერესთან კონტრაქტი აღარ გახანგრძლივდება.. ანდრეა ბარძალი კარიერას ასრულებს და იგი ტექნიკურ შტაბში გადაინაცვლებს..

გუნდი, როგორც ირკვევა 2-3 ახალი სახის მოყვანას გეგმავს და აქედან ერთი დიდი გვარი იქნება..

შესაბამისად ლოგიკური კითხვაც დაისვა ლეოს მომავალზე..

ჯორჯო კიელინი თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეუშლის ხელს ბუნებრივია პირველი არჩევანი იქნება, ხოლო მის გვერდით ალბათ ახალ სახეს ვიხილავთ..

აი ლეონარდო ბონუჩი გუნდს დატოვებს თუ შეეგუება მეორე პლანზე გადაწევის პროცეს ამას უკვე დრო გვიჩვენებს..

თუმცა, ამ მხრივ შეუძლია კონსულტაცია ანდრეა ბარძალისთან გაიაროს, რომელმაც ზუსტად იგივე გზა გაიარა..

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
1 year ago

ამ ტრანსფერებიდან ველოდები რომ გაამართლებს რომელიმე : დე ლიგტი , ნდომბელე , ფელიში , ახალგაზრდებია საჭირო !!!! თანხა უნდა გაისროლო და შემდეგ დიდი ხანი არ გაისვრი , ასე 40-40 მილიონებით კიბატონო მაგრამ აიაქსის სკოლა არაა აქ , ამდენი წელი გავიდა ვერავინ დაიბადა იტალიელი, სად წავიდა ეს თაობა რა უქნეს ? ვარსკვლავთცვენა იყო ადრე რა მცველები რა თავდასხმელები ჩამშლელები , ფლანგელები , ახლა ერთს ვერ აარჩევ ვერცერთი პოზიციიდან

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

კიელინი უფრო ჩაქუჩაა და მოუხერხებელი ვფიქრობ დღესდღეობით უფრო უნივერსალური მცველები ფასობს … ამიტომ ბონუჩი უფრო პროდუქტიულია . ელასტიურია , კარგი პასი აქვს , მეორე სართულზეც კარგია … მარტო ეს კორპუსი არ შველის საქმეს .. ერთმანეთზე უკეთესები არიან კი მაგრამ ამ ორიდან უფრო ასაკოვანი კიელინია , ხელმძღვანელობამ უნდა შექმნას ახალი თაობა და გადაიხადოს დიდი თანხა ახალგაზრდებში , დადონ და დელიგტი

ანონიმური
ანონიმური
1 year ago

კიელოს ეხლა აგვისტოში 35 წელი უსრულდება მაქსიმუმ კიდე 1 წელი ითამაშოს აი ბონუჩი კი კიდე ითამაშებს 3-4 წელი და არამგონია წავიდეს ის კიდევ იქნება მთავარი ფიგურა იუვეში აი ვინც მოვა დიდი გვარის როგორც სტატიაში იწერება უფრო ბონუჩის შეუწყვილდება ვიდრე კიელოს სეზონი გრძელია და კიელო მთელი სეზონი ვერ გაქაჩავს ფიზიკურად

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<