ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარლო მაცონე რობერტო ბაჯოზე..

რობერტო ბაჯო

ლეგენდარულმა რობერტო ბაჯომ კარიერა მოკრძალებულ კლუბში ბრეშაში დაასრულა, სადაც მისი მთავარი მწვრთნელი კარლო მაცონე იყო..

“ერთ მშვენიერ დღეს ვიგებ ინფორმაციას, რომ რეჯინა რობერტო ბაჯოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს..

თუმცა, ისინი არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ბაჯო ასე შორს წავიდოდა ოჯახთან ერთად..

შემდგომ, ტელეფონი ავიღე და მას თავადვე დავურეკე.. ვკითხე უნდოდა თუ არა ბრეშაში..

მიპასუხა, რომ სიამოვნებით წამოვიდოდა!

აქ მოსვლისას მითხრა, რომ ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და რომ არა ჩემი ზარი წინ მხოლოდ უდაბნოს ხედავდა.

ეს იყო მისი ფეხბურთიდან გარიყვა.. ბევრი ცნობილი მწრთნელი რობერტოზე ათას სიბინძურეს იძახდა..

დიახ, მისი მუხლი წლების მანძილზე განიცდიდა პრობლემას, მაგრამ ბაჯომ მასაც მოუარა და ფეხბურთის თამაში განაგრძო..

საწვრთნელ პროცესზე ერთი საათით ადრე გამოცხადა, მუხლს მიხედა და შემდგომ ვარჯიში ყველაზე გვიან ასევე მან დატოვა.

მინდა გითხრათ, რომ მასთან საუბარი იგივეა რაც პარკში სუფთა ჰაერზე გაისეირნო..

რობერტო ძალიან ზრდილობიანი იყო.. დიდი პატივისცემით გამოირჩეოდა და ყოველთვის საინტერესო მოსაუბრე გახლდათ.

ბაჯო იყო ის მეგობარი, რომელიც კვირაობით გამარჯვების მოპოვებაში მეხმარებოდა..

რობერტო ბაჯო იტალიური ფეხბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა იყო!

თუმცა, უფრო მეტსაც გეტყვით.. ის გაცილებით დიდი ადამიანია!”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
2 years ago

bajos donis klasi arc ert italiels ar qonda )))) breshas tamashebs sul vuyurebdi bajos pontshi )))) delealpize magis goli iyo super klasi . centridan gaketebuli gadacema axalgazrda andrea pirlos ))) da kasaniashi dawvenili van der sari )) top klasi iyo )) 90 % mag momentshi burtsac ver gaacherebda ) kaipi iyo breshas tamashis yureba ))

Rmz
Rmz
2 years ago
Reply to  ALLENATORE

გეთანხმები, მე საერთოდ ბაჯომ შემაყვარა იტალია და იუვე, ბოდიში დელ პიეროს მაგრამ ბაჯო იმენა ლიდერი იყო გუნდის და ნაკრების. სამწუხაროდ იტალიას ახლა მაგის მეათედი ფეხბურთელებიც არ მოდის.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x