ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კარნევალი:”ლოკატელი სიტიში? გამოდის საქმეს კარგად ვასრულებთ”

მანუელ ლოკატელი

სასუოლოს სპორტულ დირექტორს ჯოვანი კარნევალის Sky Sport -ის ჟურნალისტები მანუელ ლოკატელისთან დაკავშირებით ესაუბრნენ:

მანჩესტერ სიტი? ასეთი გუნდების დასახელება სასიამოვნოა. გამოდის, რომ ჩვენი ფეხბურთელებით მსოფლიო გრანდები ინტერესდებიან! გამოდის საქმეს კარგად ვასრულებთ.

ლოკატელისთან სიტიზე ან რომელიმე სხვა კლუბზე არ მისაუბრია. ჩვენ უდაოდ კარგ ფორმაში მყოფ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც სასუოლოში წარმატებულ ასპარეზობაზეა კონცენტრირებული.

აქედან გამომდინარე, მოლაპარაკებები კლუბებთან ზაფხულისთვის არის გადადებული. იანვარში წამყვან მოთამაშეებთან დამშვიდობებას არ ვაპირებთ.”

ამასობაში, კულუარული ცნობებით თავად ლოკტელის ანდრეა პირლოსთან სურს მუშაობა. იუვენტუსს კარნევალისთან კარგი ურთიერთობა აქვს და საერთო მოსაზრებით, სწორედ ბიანკონერი რჩება მთავარ ფავორიტად.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<