ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი: “ეს არ არის გადამწყვეტი მატჩი”

უკვე ახლოვდება მატჩი, რომელსაც ყველას ასე ძალიან ელოდება. გულშემატკივრებთან ერთად მატჩს “იუვენტინოებიც” ელიან და ათასგვარ განცხადებებს აკეთებენ. მორიგი “ბიანკონერო”, რომელმაც მატჩისწინა კომენტარი გააკეთა ჯორჯო კიელინია. “სკუადრა აძურას” მცველს ერთი სული აქვს როდის მისცემს მსაჯი სასტარტო სასტვენს: “სერია ბ-დან დაბრუნების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩვენ თებერვლის ბოლოს ვიმყოფებით ასე მაღლა სატურნირო ცხრილში და ვითვლებით ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად, მაგრამ წინ კიდევ 12 გასამართი შეხვედრაა. ამ მატჩს არ აქვს ისეთი დატვირთვა, როგორც ეს 2005 წელს იყო, როცა ჩვენ მილანს ვხვდებოდით და მხოლოდ ხუთიოდე ტური იყო დარჩენილი, მაშინ ყველას ესმოდა, რომ სერია  ა-ს  ფინალი სწორედ “სან სიროზე” თამაშდებოდა,” ამჯერად კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს.”
როგორც, მოგეხსენებათ ზლატან იბრაჰიმოვიჩი დისკვალიფიცირებულია. შვედის არ ყოფნა იმითაცაა სამწუხარო, რომ ვერ ვიხილავთ ჯორჯოსა და ექს-ტურინელი ფორვარდის დუელს, რომელიც ყოველთვის დიდებული საცქერია.  თუმცა კიელინის აზრით “მილანი” იბრას გარეშეც ანგარიშგასაწევი ძალაა: “მილანს” ჰყავს ბევრი ჩემპიონი” განაგრძო კიელინიმ, sky-სთან ინტერვიუში. “მათ ეს ბოლო ორ მატჩში დაამტკიცეს, მიუხედავად იმისა, რომ იბრა ერთ-ერთი გამორჩეულია გუნდში. მე ვფიქრობ, სხვა ფეხბურთელები ორმაგი მონდომებით ითამაშებენ, რათა დაამტკიცონ მათი შესაძლებლობები. მათ ძალიან მრავალფეროვანი შემადგნელობა ჰყავთ და მისი დანაკლისი ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მილანელები ყველა მატჩში  ჩემპიონის სტატუსით გამოდიან და ამტკიცებენ კიდეც, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ჩვენ ვიცით, რომ დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ ამ გუნდს, თუმცა ასევე არაფერს დავიშურებთ, რომ “სან სიროზე” მატჩის მსვლელობა ჩვენ განვსაზღვროთ.”

წყარო: “იუვენტუსის” ოფციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka gogrichiani
11 years ago

მილანის მთელ თავდასხმას მარტო ჯორჯო შეაჩერეებს :forza: :forza:

p juvee
11 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

p juvee
11 years ago

ერთ საიტზე იუვეს მოგებას 3.25 უწერია

Gio Darja
11 years ago

ეგეთ თამაშზე ტოტალიზატორი ვერაფერს იზამს, დიდი ბრძოლა გაიმართება.. :juvee:

Giorgi kasrashvili
11 years ago
Reply to  Gio Darja

ბრძოლაში კი გამაჯვებული ჩვენ გამოვალთ გიო… :kiss:

dato chkadua
11 years ago
Reply to  Gio Darja

ტოტალიზატორი ნებისმიერ თამაშს თამაშობს ისე ივენტუსი მოიგებს მარტო იმიტომ რომ მსოფლიოს ნახევარზე მეტს მილანის მოგება გონია და ისედაც ტოტალიზატორი რომც არ თამაშობდეს მაინც ივენტუსი მოიგებდა იმიტომ რომ ბუფონი,დელ პიერო,პირლო და კიდე ბევრი ჰყავს

Giorgi kasrashvili
11 years ago

სასიზღარი მილანი გვეთამაშება… ამ გუნდმა როგორ უნდა მოგვიგოს ტო! უბრალოდ ტოტალიზატორი მაშინეეეებს!!!

lasha naxucrishvili
11 years ago

ნეტა კიდე მოვიგოთ რა !!!! :forza:

Giorgi kasrashvili
11 years ago

ბიჭებო ჯობდა რომ სრული შემადგენლობით ყოფილიყო მილანი, რადგან იუვეს X2 დაიგრუზება მგონია. აბა თავად განსაზღვრეთ: იბრას გარდა ზეედორფი, აკილანი, ბოატენგი არაა… ვინ უნდა მიაწოდოს პასი თავდამსხმელებს? ან ელშაავარია გოლიადორი? პატო კიდევ ფორმაში არაა, ერთი რობინიოსი უნდა გვეშინოდეს კარგ ფომაშია. ვამ ბომელია პასის გამკეთებელი ემანუელსონი ამბროზინი თუ ნოჩერინო? დაცვა კიდევ ნესტა-ტიაგოთი გამაგრებული იქნება, მაგრამ ფლანგზე დავიხევთ, ცენტრი იმენა ჩვენი იქნება… ვიდალმა გახსოვთ რა ქნა პირველ წრეში მილანთან? სუფთა ,,პატკატების” გაკვეთილები ჩაატარა. მოკლედ მეშინია ტოტალიზატორიდან არ დავიგრუზოთ, თორე იმენა სუფთა ბოიში მოვიგებთ… კიელინი ბარძალი პატო-რობინიოს დაკეტავს. ცენტრი მარკიზიო-ვიდალი-პირლოსი იქნება… ფლანგზე ჯაკერინი მინდა და ეს პადოინი არ დამანახოთ… ასევე პეპეს თამაში არ მინდა,… Read more »

marchisio8
11 years ago

ტოტალიზატორი ამ შემთხვევაში ჩვენ მხარეზეა იმიტო რო ნეიტრალური გულშემატკივარის უმეტესობა ფიქრობს როდისღა უნდა წააგოს იუვემო და ერთიანს აიღებს ჩემი აზრით

lasha naxucrishvili
11 years ago

ბევრს მილანის 1 იმიტო გონია რო იუვემ 2-ჯერ უკვე მოუგო
შეილება X-იც გაგორდეს

david alkhanishvili
11 years ago

არა,ეს პროცენტები განისაზღვრება ყველაფრით,მაგალითად გუნდებში არსებული ატმოსფერო,მწვრთნელს თუ კონფლიქტი აქვს,ან ფეხბურთელები არიან უკმატოფილოები,ან მსაჯის ფაქტორი,ამოჩემებული გუნდები ფედერაციიდან და ათასი სხვა,ამიტომაც მეშინია,ამოჩემებული გუნდი ვართ და დანარჩენი ფეხებს ვერ მოგვჭამენ

david alkhanishvili
11 years ago

წინასწარი პროგნოზებით ყველა მილანის მოგებას ფიქრობს,ყველა საიტი და თან საკმაოდ მაღალი პროცენტიც აქვს,ასეთ კუშზე 60 პროცენტიანი ერთიანი არ ვიცი რა…თან 1X კი არა პირდაპირ მილანის მოგებას,და მაშინებს მე ეგ, ეგ პროცენტები წმინდა სპორტული თვალსაზრისით არ განისაზღვრება.იციან ალბათ რამე

lasha naxucrishvili
11 years ago

ისე ვინც მიიჩნევს რო ეს მატჩი წყვეტს ყველაფერს ჩემი აზრით ცდება :forza: ამის გარდა კიდევ იმდენი თამაშია დარჩენილი.
იტალიაში იუვეს X2 ჯენოას 1 და ნაპოლის 1 მგონია.

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x