კიელინი: “ფინალში თამაში დავიმსახურეთ”
ჯორჯო კიელინიმ Twitter-ის პროფილზე კმაყოფილება გამოთქვა “მილანთან” თამაშის შემდეგ და ფინალში გასვლაზე გააკეთა კომენტარი:
“საინტერესო მატჩი გამოდგა და “მილანთან” 120 წუთიანი დაპირისპირება დაგვჭირდა, თუმცა საბოლოოდ მიზანს მაინც მივაღწიეთ. 20 მაისს რომში ჩვენ შეგვიძლია მოვიგოთ ჩვენი პირველი ტიტული წლევანდელ წელს. მე ვთვლი, რომ ეს დავიმსახურეთ. ჩვენ გვაქვს დრო, რომ ცოტა დავისვენოთ მომდევნო მატჩამდე, რომელიც ისევ “იუვენტუს სტედიუმზე” გაიმართება, ისევ მილანურ გუნდთან, ოღონდ ამჯერად მილანის “ინტერთან”. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. ასე რომ დაისვენეთ, იმუშავეთ და გელოდებით სტადიონზე კვირას, ანშლაგი უნდა იყოს” – მიმართა გულშეამტკივარს ჯორჯო კიელინიმ.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ იტალიის თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში საკუთრ მოედანზე “ნაპოლიმ” “სიენა” დაამარცხა ანგარიშით 2:0 (3:2 ორი მატჩის ჯამში) და 20 მაისის “კოპა იტალიას” რომაულ ფინალში ტურინის “იუვენტუსის” მეტოქე სწორედ ნეაპოლური გუნდი იქნება.
წყარო: Tuttosport
სისხლიტ და სულიტ იუვენტინიოა
20 მაისს ჩემი დაბ დგეა და იმედია საჩუქარს გამიკეთებს იუვე
ჯორჯო უძლიერესი ფეხბურთელი და მცველია.
იტალიურ ფეხბურთს არასდროს არ აკლია მსოფლიოში უძლიერესი მცველები.
ადრე იყო მალდინი,ფერარა,კოსტაკურტა, მერე იყო კანავარო–ნესტა, ახლა არის ბარძალი–კიელინი. ყველაზე ძლიერი დაცვა მსოფლიოში… არავითარი გადამეტებული ნათქვამი.
ბაზარი არ არის – ყველა იუვენტინო გულით თამაშობს იუვეს მაისურით,მაგრამ ჯორჯო სულ სხვაა,ამისნაირი ჯიგრიანი არავინაა.
თასი ჩვენია
უსერიოზულესი ფეხბურთელია ჯორჯო


იუვე ამის გარეშე წარმოუდგენელია ჩემთვის
დელპიერო, ჯიჯი, მარკიზიო – კიელინი ან კიელინი – მარკიზიო
სულ არ ეტობოდა ამას რო ტრამვა ახალი მოშუშებული ქონდა
გულიანი-ჯიგრიანი ფეხბურთელია რაა 
ნაპოლის ყველა პონტში უნდა მოვუგოთ ფინალი…მართალია ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ მაინც…
ჩემი დადებული სტატიები, რატომ ხვდება ავტომატურად და რატომ კოპირდება საიტზე DAPOSTE.COM