კიუზა-დი-პეზიოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე
კიუზა-დი-პეზიოში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელებმა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ბოლო ვარჯიში გამართეს.დღევანდელ ტრეინინგზე ანტონიო კონტემ ყურადღება ფიზიკურ მომზადებაზე, ტექნიკასა და ტაქტიკაზე გაამახვილა.მოთამაშეების ერთი ნაწილი, რომელიც ნახევარმცველებისგან შედგებოდა, ფიზიკურ დავალებებს ასრულებდნენ, ფეხბურთელების მეორე ჯგუფი კი დიდი მანძილიდან კარში დარტყმებზე მუშაობდა.კრისტიან სტელინისა და თავად ანტონიო კონტეს მეთვალყურეობის ქვეშ მცველები დაცვის ხაზიდან შეტევისკენ მოძრაობაზე ვარჯიშობდნენ.
აუ ყველაფერი კარგად მიდის როგორც საჭიროა ეხლა მხოლოდ იმის მეშინია რო კონტემ არ გაამარტლოს
გეთანხმები ძმა, მეც მაგ შიშის სინდრომი შემეყარა, ვაი თუ კონტემ ვერ განაწყოს და ვერ შეკრას გუნდი, ყველას იდეალუ პოზიციაზე მოგება სჭირდება… გუნდი კი დაკომპლექტებულია 90%ით…
ავარჯიშეთ ესენი დარტყმაზე წინა სეზონში შორიდან მარტო დელპი ურტყავდა სირცხვილია