ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიო მარკიზიო:”იკარდი იუვეს ბრწყინვალედ მოერგება”

კლაუდიო მარკიზიო

კლაუდიო მარკიზიო მიესალმება იმ ფაქტს, რომ ჩემპიონატი უახლოეს პერიოდში განახლდება:

“ეს შესანიშნავია, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს რაოდენ დიდი ფინანსური კრიზისი ადგება ამ სექტროს და მასში დასაქმებულ ადამიანებს..

საქმე მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხებათ.. მათი ზარალი გაცილებით ნაკლებია.. მთავარი პრობლემა ადგებათ ადამიანებს, რომლებიც კლუბში სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ..

ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა და მათ უკან ოჯახები არიან.. ასე რომ ეს უდაოდ კარგი ინფორმაციაა!

მესმის, რომ გულშემატკივრების გარეშე ფეხბურთი “ღარიბია”, მაგრამ სჯობს რაღაცით დავიწყოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი მალე დასტაბილურდება. 

მაურისიო სარი? მთავარია რომ მას ჯერა საკუთარი პრინციპების და აღებულ გეზს შეუცვლელად მიუყვება..

ეს ძალზედ დასაფასებელია, რადგან იუვენტუსში სარი ზუსტად ამის გამო მოიყვანეს, რომ მწვრთნელს საკუთარი ფილოსოფია მოეტანა..

მაქს ალეგრი დიდებული სპეციალისტია და მიმაჩნია, რომ დროა უკვე ძალები საზღვარგარეთ გამოცადოს..

იტალიაში მაქსმა ყველაფერს მიაღწია და აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია ვთქვათ, რომ მას ახლა არაერთი გრანდისგან აქვს მიმზიდველი წინადადება.

დროის მანქანა? კარგი იქნებოდა მარჩელო ლიპის გუნდში მოხვედრა, როდესაც მან ჩემპიონთა ლიგა მოიგო..

ამ ტურნირის მოგება ძალიან მინდოდა და ყოველთვის დანანებით ვიხსენებ ეპიზოდებს, როდესაც შანსი ხელიდან გავუშვით..

ასე რომ, მაინტერესებს რა ატმოსფერო იყო მაშინ გუნდში.. გასახდელში და ასე შემდეგ..

მაურო იკარდი? მასთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა..

პირადად მე არგენტინელი ძალიან მომწონს და ვთვლი, რომ იუვენტუსში საოცარ პროგრეს განავითარებს.

ატმოსფერო? არ გაუჭირდება ტურინში შესაფერისი გარემოს პოვნა.. აქ მას მყუდრო სიტუაცია დახვდება.

საერთოდაც, მოახლოებული ფანჯარა უდაოდ საინტერესო გველის, რომლის პერიოდში სპორტულ მენეჯერს დიდი ოფლისღვრა მოუწევთ უამრავი სირთულიდან გამომდინარე.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<