ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიო რანიერი:”წინ დიდი შოუ გველოდება”

კლაუდიო რანიერი სერია ა-ს მოახლოებულ სეზონს დიდი მოლოდინით ხვდება, რადგან გამოცდილი სპეციალისტის თქმით, ამ ეტაპზე კლუბებს სათავეში ისეთი მწვრთნელები უდგათ, რაც დიდ შოუს გვპირდება:

“ფაქტიურად ყველაფერი ისე გადალაგდა, რომ წინ უაღრესად საინტერესო სეზონი გველის.. ჟოზე მოურინიოს იტალიაში დაბრუნება, მაქს ალეგრი, ლუჩანო სპალეტი.. 

იუვენტუსმა წარუმატებელი ორი სეზონის შემდეგ აქცენტი იმ კურსზე გადაიტანა, რომელმაც ბევრი ჯილდო მოუტანა.. ამ ყველაფრის მთავარი შემოქმედი სწორედ ალეგრი იყო და ეს ნაბიჯი ყველა მხრივ სწორია. 

ლაციო? მაურისიო სარის ხელი გუნდს მალევე შეეტყობა.. ერთი სიტყვით წინ ძალზედ დაძაბული და ვფიქრობ სანახაობრივი გათამაშება გველოდება.

გულდასაწყვეტია უბრალოდ, რომ ჯენარო გატუზო, რობერტო დე ძერბი და ანტონიო კონტე მიღმა დარჩნენ.. ასევე ჩემი პროგნოზით კარლო ანჩელოტი ერთ მშვენიერ დღეს კალჩოში აუცილებლად დაბრუნდება.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x