ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლაუდიო ჯილეტი:”რონი, გუნდზე თამაში დაიწყე”

პოპულარული იტალიელი ჟურნალისტი კლაუდიო ჯილეტი იუვენტუსის შესახებ საუბრობს:

კრიშტიანო რონალდუ ცალკე პლანეტაა და ამას უკვე შევეჩვიეთ მისი ნარცისტული ხასიათიდან გამომდინარე. თუმცა, იმედი მაქვს ამჯერად კლუბის ინტერესებსაც გაითვალისწინებს, ფორმაში შევა და გუნდურად მოქმედებას დაიწყებს.

დღევანდელი მდგომარეობა განსხვავებულია და მაქს ალეგრი თვალებში ყურებას არავის დაუწყებს. ფედერიკო ბერნარდესკის იმედი ნამდვილად მაქვს, რადგან მას საოცარი თვისებები აქვს და ერთადერთი რაც აქამდე აკლდა მწვრთნელის მხრიდან ნდობა იყო.. მას ეს ძალიან ჭირდება და მაქსისგან მერწმუნეთ სათანადო დონეზე ექნება!

ფინანსური სიტუაცია ახლა ყველგან რთულად გამოიყურება, მაგრამ იუვენტუსს ანიელების ოჯახის სახით დიდი გარანტი ყავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ კლუბი უწინდებურად მეგა თანხებს გადაიხდის.. იგივე ლოკატელის ტრანსფერიც თუ შეხედავთ არენდით არის გაფორმებული და გადახდები წლებზეა გაწერილი.

ნახევარდაცვა წელსაც სუსტად გამოიყურება თუ უესტონ მაკენისაც გაუშვებენ, ვფიქრობ დიდ შეცდომასთან მივალთ. ამერიკელს განსხვავებული მახასიათებლები აქვს და მისი გასხვისება დაუშვებელია.

გამიხარდება თუ ნიკოლო ფაჯიოლის თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. შარშანდელ სეზონში რამდენჯერაც ვიხილე იმდენჯერ ვისიამოვნე მისი მოქმედებებით.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x