ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კლოპი:”სეზონის წინ იუვენტუსი ფავორიტად მიმაჩნდა..”

იურგენ კლოპი

იურგენ კლოპის თქმით, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტად იუვენტუსი მიაჩნდა:

“ნამდვილად აღარ მაქვს იმის დრო, რომ სერია ა-ს თვალყური აქტიურად ვადევნო..

აქედან გამომდინარე, როდესაც სატურნირო ცხრილს შევხედე ფრიად გაკვირვებული დავრჩი, თუ რატომ არ უსწრებენ უახლოეს მდევარს 10 ქულით..

ჩემს საფეხბურთო მეხსიერებაში არ მახსენდება ამაზე დიდი შემადგენლობა ვინმეს რომ ყოლოდეს..

იუვეში ახლა თითოეულ პოზიციაზე, ორი რეალურად ძლიერი და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელი მოდის.. ორი კი არა და რიგ პოზიციებზე საერთოდ სამიც..

ისინი გულახდილად მიმაჩნდნენ ჩემპიონთა ლიგის უმთავრეს ფავორიტებად.. 

პსჟ და ბაიერნი ასევე კარგები არიან.. ჩემს გუნდზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით..

დიახ, ახლა ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ რამდენად შორს წავალთ ამას დრო თუ გვიჩვენებს.. საჭირო არის ბალანსის შენარჩუნება.. სხვა ყველაფერი უკვე იღბალზეც არის დამოკიდებული.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
seba
შურა ბალაგანოვი
1 year ago

რას ამბობ იურგენ რას?! რას ქვია ძლიერი და მაღალკვალიფიციური ფეხბურთელები ყავს იუვეს?! ეგ რამ გათქმევინა შე ბეჩავო შენა?! განა არ იცი, რომ იუვეს მთავარი სიმდიდრე სარია?! დამპალი ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს არ ყიდულობს, რომ სარიმ თავისი ფეხბურთი ათამაშოს გუნდს. აბა ამ ჩამოწერილი შჩესნით, ბონუჩით, დე ლიგტით, ალექს სანდროთი, პიანიჩით, ბეტანკურით, რაბიოთი, დიბალათი, რონალდოთი და იგუაინით რა წარმატებას უნდა მიაღწიოს ამ დიდმა ტაქტიკოსმა და შემტევი ფეხბურთის ღმერთმა?! ვაგლახ, რომ ამდენს ვერ ხვდებით ჰერ კლოპ, აბა აქ საიტზე ყველამ ვიცით ეგ და სარის მოწინააღმდეგეებს ინკვიზიციის ცეცხლზე ვწვავთ. ავე მაურიციო, ავე!!!

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<