კლუბების აზრი ფეხბურთელების გაფიცვასთან დაკავშირებით
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, სერია A-ს კლუბები არ ჩქარობენ ფეხბურთელებთან კომპრომისის პოვნას. საქმე ეხება ახალ კანონებს რომლების იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ წარუდგინა კლუბებს. შედეგად შეიძლება პირველი ტური გადატანილ იქნას, ფეხბურთელების გაფიცვის გამო.
მოცემულ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ სერია A-ს კლუბების “ნაპოლის”, “პარმასა” და “კალიარის” ხელმძღვანელების კომენტარებს.
აქვე გაცნობებთ რომ, დღეს დაგეგმილია ცალმხრივი შეხვედრა იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და ფეხბურთელების ასოციაციას შორის. სადაც სავარაუდოდ, შესაძლებელი იქნება ყველაფრის მოგვარება და გაფიცვის თავიდან არიდება.
დე ლაურნტისი(ნაპოლი): – “დაე გაიფიცონ. კლუბებს არ შეუძლიათ ფეხბურთელების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩვენ არავისთან არ ვომობთ. ეს უბრალოდ აზრთა სხვადასხვაობაა. კოლექტიური მოლაპარაკებები წარსულს ჩაბარდა ჯერ კიდევ 30 წლის წინ.
ყველაფერი ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ. მიუხედავად იმისა რომ იფფ-ს პრეზიდენტს ჯან კარლო აბატეს დიდ პატივს ვცემ, მიმაჩნია რომ, მათი მეთოდები პრეისტორიული ხანისაა. ცვლილებების დროა, თუ უნდათ რომ გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან”.
პიეტრო ლეონარდი(პარმა): – “საფეხბურთო სეზონი არც ისე შორსაა. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ თვითონ ფეხბურთელებს შეეკითხოთ თუ რატომ აკეთებენ ამ ყველაფერს. მათ ხომ ფედერაციასთან აქვთ გასარკვევი საკითხი. ვერ ვხვდები რატომ ჩაითრიეს კლუბები ამ გაურკვევლობაში”.
მასიმო ჩელინო(კალიარი) – (აქვე ავღნიშნავთ რომ მხოლოდ კალიარი და სიენა წავიდნენ ფეხბურთელებთან დათმობაზე). : – “ჩემი კოლეგები უპასუხისმგებლონი არიან. თუ ფეხბურთელები ყველაფრის მიუხედავად მაინც გავლენ ამ უქმეებზე მინდორზე, მე მათი მადლიერი დავრჩები. რადგან ამ გადაწყვეტილებით ისინი თვითონ აიღებენ საკუთარ თავზე უდიდეს პასუხისმგებლობას”.
აუ არ გადადონ რა !!!!!
გერმანელები რთულ ქვე-ჯგუფში არიან ყველა ჯგუფში ჩარჩება და ნაპოლი უეჭველი გავა მაგ ჯგუფიდან
გაირკვევა ყველაფერი და იმედია 28 ში დაიწყება!
დროზე დაიწყოს თორე მერე უდინეზეს ვერ მოუგებთ ..სანამ აზრზე მოვა ნოკაუში უნდა ჩავაგდოძთ ….
დაიწყოს რა მალე სერია A
რა ხდება იქნებ გამარკვიოთ რა მოთხოვნები აქვთ?
სულ ეს ეწერა. ისე როგორც ვიცი ფეხბურთელები უფლებების გაზრდას ითხოვენ. კონკრეტულად რა იგულისხმება არ ვიცი
მოკლედ არ ვიცი რეალურად რა ხდება, მაგრამ იმედია დღეს გაარკვევენ ყველაფერს. და შაბათ კვირას პირველი ტურიც შედგება