ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კობოლა ჯილი:”ამ ყველაფერს სამი წლის წინ ვამბობდი”

ჯოვანი კობოლი ჯილი

ჯოვანი კობოლა ჯილი იუვენტუსში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

“ახლა რაც ხდება სამი წლის წინ ვპროგნოზირებდი. მაქს ალეგრის გადაყენება უდიდესი შეცდომა იყო, ისევე როგორც ჯუზეპე მაროტასთან დამშვიდობება.

საერთოდაც, ანდრეა ანიელის გაპრეზიდენტების შემდეგ მან უამრავი ადამიანი მიიყვანა კლუბში ეკონომიკური განვითარების კუთხით. ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვიდა, რადგან ამ პიროვნებებმა რაიმე ღირებულის გაკეთება ვერ შეძლეს.

მაურისიო არივაბენეს ყველა ის კარგი თვისება აქვს, რომელიც იუვენტუსს წაადგება. ეს უდაოდ სწორი ნაბიჯი იყო ჰოლდინგის მხრიდან.

აი კრიშტიანო რონალდუ თუ მალევე დატოვებს გუნდს ეს ყველასათვის წარმატებული სვლა იქნება, რადგან მოსვლის წამიდან სახეირო არაფერი მოუტანია.

ფაბიო პარატიჩი? მაროტასთან ერთდ ბრწყინვალედ მუშაობდა, მაგრამ საკმარისი იყო მის გარეშე დარჩენილიყო და ყველამ ყველაფერი დაინახა.

სუპერლიგა? სამართლიანი იქნება იუვენტუსის, რეალის და ბარსელონას დასჯა, მაგრამ ობიექტურობისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ გარეშე ლიგა ხიბლს და სტატუს კარგავს.”

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x