ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე:”ჩვენ ვიცით ფინალში როგორ უნდა ვითამაშთ და მოვიგოთ”

ყველანი ევროპის ჩემპიონატის ფინალის მოლოდინში არიან, სადაც ერთმანეთის პირისპირ იტალიის და ინგლისის ეროვნული გუნდები წარდგებიან.

აძურის ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე ბრიტანელებს სუსტ მხარეებზე საუბრობს:

“ესპანელებთან შეხვედრაში იტალიას ბევრს აკრიტიკებდნენ, თითქოს ფურია როხა ყველა ასპექტში დომინირებდა.

ბუნებრივია ამაში სიმართლის მარცვალი არის, მაგრამ პირადად ჩემს ხედვაში ტოტალური დომინირება მაშინ ხდება როდესაც მეტოქე ვერტიკალურ სივრცეს იყენებს, მომენტს მომენტზე ქმნის და გოლებს იტანს.

შესაბამისად მსგავს მარწუხებში ესპანელებს იტალიელები არ მოუქცევიათ.. ჩვენც გვქონდა გოლის გატანის შანსები და ვერც იმას ვიტყვით გადაჭრით, რომ ესპანელები ამ კომპონენტშიც დაგვჯაბნეს.

ინგლისი განსხვავებული ფეხბურთის მატარებელია.. ნაკლებად იყენებენ ვერტიკალურ სტილს და მათი შუახაზელები ხშირ შემთხვევაში მარტივ გადაწყვეტილებებს ღებულობენ.. დაცვა კი პრობლემებს განიცდის მაშინ, როდესაც მეტოქის ზონა მაღლა არის ასული და მათთან ერთი-ერთზეა დარჩენილი. 

განსხვავებით ესპანელებისგან, პრესინგის დროს ინგლისი თავდაჯერებულობას კარგავს და პრობლემებს თავადვე იქმნის.. თუმცა, თუ ბრიტანელები ამ პრესინგისგან მაინც გამოძვრნენ, მაშინ თავისტკივილს ვერ აცდებით.. ყურადღებით უნდა დააკვირდეთ ტემპს რომელსაც მათი გარემარბები ქმნიან.. ეს რეალურად დასაფიქრებელია.

მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს თუ რა შეუძლია დღევანდელ იტალიას. მშვენივრად კითხულობს ყველა ეპიზოდს.. გვყავს კედელი ჯიჯიო დონარუმას, ჯორჯო კიელინის და ლეონარდო ბონუჩის სახით!

ჯიჯიო ტოპ სამ მეკარეში შემყავს, ხოლო იუვენტუსის დუეტმა რამდენი ბრძოლაც არ უნდა გადაიტანოს, ცეცხლი მათში არასდროს გაქრება!

ინგლისის უპირატესობა შინაური კედლებია, მაშინ როდესაც აძურის უდიდესი გამოცდილება აქვს ფინალში ყოფნის და აქ გამარჯვების! მე მჯერა, რომ ყველა ნიუანს და ყველა სათამაშო ეპიზოდს ფეხბურთელები ცივსისხლიანად შეხვდებიან, წინასწარ წაიკითხავენ და გამარჯვებას იზეიმებენ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x