კონტე: “თავმდაბლობა გვმართებს”
“იუვენტუსის” მწვრთნელი ანტონიო კონტე ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. ამჯერად სპეციალისტმა კლუბის გეგმებზე ისაუბრა და ყველას თავდაჭერილობისკენ მოუწოდა: “ჩვენ ვალდებულები ვართ მოედანზე თავმდაბლად გამოვიდეთ, მიუხედავად იმისა, რომ საამაყოა იყო “იუვენტინო”. შეიძლება ამას დიდი მოთმინება სჭირდება, მაგრამ ჩვენ მიწაზე უნდა დავეშვათ.” ამჟამად “იუვენტუსი” სატურნირო ცხრილის სათავეშია, თუმცა მწვრთნელი მაინც თავშეკავებულ განცხადებებს აკეთებს: “ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ “ბოლონიას” წინააღმდეგ ქულათა მაქსიმუმით წავმდგარიყავით. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე , ხვალინდელი მეტოქის დამარცხება შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს ” .ჟურნალისტებთან საუბარში კონტემ დე ჩელიეს დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი: ” პაოლო გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი დაბრუნება ნამდვილად სასიხარულოა ” . წყარო: tuttosport.com
ანუ კონტეს უნდოდა ეთქვა საქმე ლაპარაკის ნაცვლადო და = ))))) ეს სიტყვები საქართველოში პრიკოლათაა და ხალხი მის მნიშვნელობას თუ დაუკვირდება და ვინმე მაინც შეასრულებს კარგი იქნება.. არ ჯობია ვაფშე ხმა არ ამოიგო და საქმით ანახო ხალხს რომ ძლიერი ხარ, მართლა გვმართებს თავმდაბლობა დიდი დოზით თან, ბევრი ლაპარაკი არაა ლამაზი, მოვიგებთ მოვიგებთს ჯობია, როცა მოვიგებთ რამეს მერე ვილაპრაკოთ აგე მოვიგეთო…
კონკურენცია ქვია როცა სხვასაც ეძლევა შანსი… ელიას და ესტიგარიბიას შანსი არ მიცემია ჯერ… მაგრამ კონტე ვთვლი რომ ინახავს მათ… და ჯერ ონკურენციას სწორედ პეპეს და ჯაკერინის შორის აწყობს… :-)
მერე ელია ესტიგარიბიას შეაჯიბრებს… და ბოლოს თითო წყვილიდან თითოს დატოვებს საბრძოლო გუნდისთვის მნიშვნელოვან თამაშებზე…
მე პატივს ვცემ იმ გუნდს, ვინც ნაკლები დანახარჯით გადის ფონს, ანუ ვგულისხმობ ძალებს… თუ ვიგებთ პეპეთი და ჯაკერინით, ვითამაშოთ, მაგრამ ზოგადად ეგენი არ არიან იუვეს ძირითადის დონე, და მნიშვნელოვან თამაშზე წაგვატეხავენ ცხვირს… + ერთი დეტალი, მაგათი პლიუსი ისაა, რომ ფლანგებს ცვლიან… თუმცა ელიაც ორივე მხარეს ითამაშებს, ნოთს ქაუნთან მარჯვნივ ყავდა ბოლოს…
ფორცაიუვე
მოვიგებთ………

მართალია თავში არ უნდა აგვივარდეს მაგრამ თავიდანვ უნდა გავიმყაროთ ცხრილის სათავეში ადგილი თორე მერეზე ვერ ვიქნებით
რაც არ მესმის ესტიგარიბია კრასიჩი ჯაკერინი ერთ ფლანგზე რა ჯანდაბად იყიდეს
ამათ დავუმატოთ პეპე და საერთოდ დომხალია
არა რატო როგორც ჯაკერინის ასევე პეპესაც შეუძლიათ ორივე ფლანგზე თამაში წინა შეხვედრაში გაცვალეს კიდეც თუ ნახე და ერთ ფლანგზე კი არი რამდენიმე მოთამაშე მარა სამაგიეროდ არავის არ ექნება ძირითადში ადგილი გარანტირებული და კონკურენციაც გაიზრდება რაც გუნდს წაადგება აუცილებლად

მაგას კონკურენცია ქვია რაც ყველა გუნდშია საჭირო
ელიას და ესტიგარიბიას ვისტვის ინახავს გვანახონ ერთი საქმეში
ელია შემოიყვანოს რა ხვალ !!!!!!
თავში უნდა აგვივარდეს სკუდეტო რამდენიმე ტურით ადრე რო გვექნება განაღდებული
თავში არ უნდა აგვივარდეს !!!
ეს რო ამბობს გაგვიჭირდებაო ესეიგი გაგვიჭირდება
მართლია დე ჩელიე მნიშვნელოვანია, გროსომ რო ნორმალურად თამაში დაიწყო ეს იმის მანიშნებელია რო კონტე კარგად მუშაობს, და გუნდი კარგ გზაზეა
ისე შარშან ბევრი გროსო გვყავდა და ყველა საგრძნობად გამოსწორდა