კონტე : “ითამაშებს ის, ვინც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე “რომას” წინააღმდეგ სათასო დაპირისპირებაში შემადგენლობის გადახალისებას გეგმავს : “ძირითადი შემადგენლობის შეცვლის მიზეზი არა მხოლოდ გუნდში არსებული ტრავმებია, ითამაშებენ ისინი, ვინც სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდიან.ბიჭებს დროს აუცილებლად გამოვუყობთ, ისინი ამას იმსახურებენ, მითუმეტეს, რამდენიმე მათგანმა “ბოლონიას” წინააღმდეგ სათასო მატჩში ნამდვილად გამაოცა.”
“მარკიზიო ? – იმედი მაქვს, იგი მალე გამოჯანმრთელდება.მისი შეცვლა ასე თუ ისე ემანუელე ჯაკერინის შეუძლია, რომელიც სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია, მოედნის საუცხოო ხედვა აქვს.არ დაგავიწყდეთ, გუნდში ლუკა მარონეც მყავს, რომელიც პირლოს ჩაანაცვლებს.მარონეს ნახევარდაცვის სამივე პოზიციაზე შეუძლია ასპარეზობა.რაც შეეხება ჯაკერინის, მისი გამოყენება ორ პოზიციაზე შემიძლია, თუმცა ფლეიმეიკერი იგი ნამდვილად არ არის.”
“რომა ? – ეს ის გუნდია, რომელმაც გასულ სეზონში სწორედ იტალიის თასის 1/4 ფინალიდან გამოგვთიშა ტურნირს, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე.ჯიალოროსი შესანიშნავ ფორმაშია და მათ წინააღმდეგ მატჩისთვის მომზადება სერიოზულად გვმართებს.ადრეც მითქვამს, რომაელების წარმატებულ ასპარეზობაში ლუის ენრიკეს დიდი წვლილი მიუძღვის, ჯაილორისის ფეხბურთელებმა იციან, როგორ იმოქმედონ მწვანე მინდორზე.”
“ელია ? – როგორც ექიმებმა მითხრეს, იგი თამაშს ტრავმის გამო ვერ შესძლებს, პირადად ელჯეროსაც ვესაუბრე.გასაგებია, ფეხბურთელს სურს ახალ ჩემპიონატში ადაპტირება მალე გაიაროს, თუმცა ეს არც ისე ადვილია.“
“ამგვარი პრობლემები “იუვენტუსის” ფეხბურთელებს ადრეც ჰქონდათ, მაგალითად ზიდანი და პლატინი.შორს რომ არ წავიდე, საკუთარ მაგალითს მოვიყვან, პირადად მე, ამ გუნდის მთლიანად ამოცნობას 1 წელი მოვანდომე.“
განმეორებითი მატჩი როდის იქნება?
:?:
განმეორებითი მატჩი როდის იქნება?
არ არი განმეორებითი
ბორიელო გოლს გაიტანს !!!!!!!

elias ar atamshebs da saidan miixo tramva ki mara . ras ushveba ki mara varjishebze
რომას აბნევს ჩვენი ანტონიო, ვის ათამაშებს ნეტა
სათამაშო დროის ნაკლებობას პირველ რიგში კრასიჩი განიცდის, ნუ ელიაც, მაგრამ ტრავმირებულია..ძირითადში ალბათ პაციენცაც იქნება, მარონეც )) მარჯვენა მცველად ვის ათამაშებს ძალიან მაინტერესებს, ლიხტშტაინერისთვის დასვენება არ იქნებოდა ურიგო
სტორარი; ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, დე ჩელიე; კრასიჩი, მარონე, პაციენცა, ჯაკერინი; დელ პიერო, ბორიელო