კონტე: ” “იუვეს” მწვრთნელობა დავიმსახურე “
ანტონიო კონტე “ბიანკონერების” რიგებში დაბრუნებით ბედნიერია. საფეხბურთო კარიერაში იტალიელი არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელის შთაგონების საგანი იყო, თუმცა გულშემატკივრებისგან არც მწვრთნელობის დროს გრძნობს ნაკლებ სიყვარულს. კონტეს ინტერვიუს sky sport italia ავრცელებს…
” “იუვენტუსის” მწვრთნელობა ამაყ ადამიანად მხდის და დიდი იმედი მაქვს, ახალი თავგადასავლის ახალ სტადიონზე დაწყება ჩვენთვის კარგი ნიშანი გამოდგება. პასუხისმგებლობის არ მეშინია, ფეხბურთელობის დროსაც საკუთარი თავისგან მხოლოდ მაქსიმუმს ვითხოვდი. “ბებერი ქალბატონის” დამრიგებლობა რაღაც განსაკუთრებული მოვლენაა და ამას მშვენივრად ვაანალიზებ. ”
” მიხარია, რომ წარსულში ამ საქმისთვის საჭირო გამოცდილება დავაგროვე და ამით, სიმართლე რომ ვთქვა, ვფიქრობ, დავიმსახურე “იუვეს” მწვრთნელობა. აქ ყოფნა ახდენილი ოცნებაა, თუმცა უფრო რაღაცის დასაწყისი, ვიდრე ფინიში. ”
” დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ჩემს მიერ დაანონსებულმა 4-2-4 ტაქტიკამ, სინამდვილეში კი ის მცირედ მოდიფიცირებული 4-4-2 -ია იმ განსხვავებით, რომ მთლიან მოედანს ფარავს. რამდენიმე ინგლისური კლუბი უკვე იყენებს მას. ”
” უკან ზედიზედ ორი მეშვიდე ადგილზე დასრულებული სეზონი მოგვყვება, მაგრამ გვინდა რაიმე სერიოზულს მივაღწიოთ. პრეზიდენტ ანიელისთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს, ის ჯერ კიდევ ჩემი ფეხბურთელობის დროს მოდიოდა ხოლმე ჩვენს სანახავად, იმავეს ვიტყოდი ბეპე მაროტაზეც. ჯიჯი ბუფონთან და დელ პიეროსთან მუშაობა ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. ალექსი და მისი კაპიტნის სამკლაური საკვანძო შტრიხია ჩვენთვის. ”
“ ვიცით, რომ წელს რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შევქმნათ. მიზნის მიღწევა მარტივი ნამდვილად არ იქნება, თუმცა თუ მას ბოლომდე გავიაზრებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ”
უდაოდ დიდი გამოცდილების პატრონია და ამაგი მიუძღვის ბინკონერის წინაშე, მაგრამ “იუვეს მწვრთნელობა დავიმსახურე”-ცოტა არ იყოს ხმამაღალი განცხადებაა, ჯერ საქმე და მერე აღიარება ანტონიო!!
ნეტავ მომავალ წელს თქვას იგივე
რომელზეა თამაში ?
თუ არ ვცდები 111 ნახევარზე
ძმებო ვინმემ თუ იცით აჩვენებს გახსნის ცერემონიას ჯიემჯი სპორტი ან ჯიემჯი ფეხბურთი?
ორი წლისწინანდელ თამაშებს არ ჯობია ეს აჩვენონ ისტორიული მაინცაა იტალიურ ფეხბურთში
რომელზეა თამაში?
მინდი კონტინო : )
პ.ს კონტეს ტაქტიკას მანჩესტერი იყენებს … : ))
თუ კონტე იყენებს მანჩესტერის ტაქტიკას ?
კონტე ამ ტაქტიკას რამდენიმე წლის წინ, არეცოში იყენებდა
4-2-4 ის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია
მე-7 ადგილზე ორჯერ წარსულში გასვლა არ გაამართლებს კონტეს მე-3 მე-4 ზე რომ გავიდეს… ის რაც იყო იყო… ეხლა უმაღლესი მიზნებია საჭირო…
მაგრამ მაინც არ მყოფნის კვირაში ერთხელ იუვეს თამაში :DDD
მალე მალე დაიწყოს !!!!!