კონტე : “მნიშვნელობა არ აქვს ვინ ითამაშებს, მთავარი გამარჯვებაა”
ანტონიო კონტე სკუდეტოზე საუბარს ჯერ ნაადრევად მიიჩნევს.”სიენასთან” მოპოვებული გამარჯვებით ბიანკონერები იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.
“როგორც ვვარაუდობდი, რთული მატჩი გამოვიდა.სიენა ორგანიზებული გუნდია, კარგად კეტავს პოზიციებს და კარგ კონტრშეტევებს ანხორციელებს.მოხარული ვარ, რომ უპირატესობა მოვიპოვეთ და გოლი საჭირო მომენტში გავიტანეთ.ემანუელე ჯაკერინის, მირკო ვუჩინიჩისა და ალესანდრო მატრის წყალობით ლამაზი გოლი გამოვიდა.გამარჯვება დავიმსახურეთ.”
იტალიაში მეორე ტური დასასრულს უახლოვდება, დღეს გვიან ღამით “ნაპოლი” “მილანს” უმასპინძლებს.”იუვენტუსს”, “უდინეზესა” და “კალიარის” 6 ქულა აქვთ, ასე რომ ბებერი ქალბატონი შეიძლება სკუდეტოს მოგების პრეტენდენტად ჩაითვალოს : “ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.წინ დიდი მუშაობა გველის.”
ანტონიო კონტეს გუნდმა დღეს 4-4-2 ტაქტიკით იასპარეზა, მირკო ვუჩინიჩი და ალესანდრო მატრი წინახაზში მოქმედებდნენ.ალესანდრო დელ პიერო, ფაბიო კვალიარელა და არტურო ვიდალი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდნენ : “მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ითამაშებს, ჩემთვის მთავარი გამარჯვებაა, ვიდალთან ერთად თუ მის გარეშე.მილოშ კრასიჩი სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ბოლომდე არ მოუშუშებია ტრავმა.მატრის რომ მცირე ტრავმა არ მიეღო, სერბი მოედანზე აუცილებლად გამოვიდოდა.”
ვიდალის საქმე ასე მგონია რო პირლოს შემცვლელი იქნება, პირლო უკვე საკმაოდ დიდია და ვიდალი შეცვლის დროთაგანმავლობაში ძირითადი ვიდალი გახდება
ელია რატო არ გამოყავს??????????????????????????
გილოცვათ ყველას იუვეს მორიგ გამარჯვებას,იმედია სულ ესე გავიხარებთ…საღოლ კონტე,მაგარი მწვრთნელია,მართალია ლამაზად არ უთამაშიათ,მაგრამ ამ კონკრეტულ მატჩში ასე იყო საჭირო…რაც შეეხება მარკიზიაოს ზამენაზე დასმას,ეგ ყველაზე დიდი სისულელე იქნება დღესდღეობით,ცოტა სხვანაირად შეხედეთ ფეხბურთს,შარშან ჩვენი დაცვა,რომელიც წელს იგივე ფეხბურთელებით არის(ცენტრი) დაკომპლექტებული,მაგარი დირკა იყო,წელს კი რატომ თამაშობენ ასე იდეალურად?პასუხი მარტივია,ნახევარდაცვა გვყავს ძლიერი,რომელიც მოშლილი იყო,მაშინ არ გვყავდა პირლო,მარკიზიო კი ძირითადად მარცხენა ფლანგზე თამაშობდა,წელს კი მისი პოზიცია იდეალურია და პირლოსაც დიდებულად აზგვევს,ესაა ერთ-ერთი დიდი მიზეზი იმისა,რომ დაცვა წელს ჩინებულია…ისე ვიდალიც მენანება ზამენისთვის სიმართლე გითხრათ…
აბსოლუტურად გეთანხმები და მაგლითად ბარსელობა ავიღოთ მოედნის ცენტრში ხავი ინიესტას უკან ხაბ ბუსკეტსი ყავთ ხან კეიტა და ხან მასკერანო ვერცერთზე ვერ იტყვი რო სასტავის კაცია მაგრამ სამივეს იდეალურად იყენებს გვარდიოლა და იმიტომაც ყავს მსოფლიოს საუკეთესო კლუბი … ვიდალ- მარკიზიოზეც ეგ გათვლაა ყველა სუპერ კლუბს უნდა ყავდეს 2 ძალიან ძლიერ ფეხბურთელი ყველა პოზიციაზე!
დაცვა ლიხშტაინერით გაძლიერდა ;)
დაცვას თვალი არ ეცეს და კარგად თამაშობენ. 2 თამაშია, რეალური საგოლე მომენტი იუვეს კართან არ მინახავს, ნუ იმ პენალს თუ არ ჩავთვლით ისიც მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო და ცოტა მოდუნდნენ.
მატრიმ თხოვა შეცვლა თორე კრასიჩი იქნებოდა სტადიონზე :)
ელიას და ესტიგარიბიას თამაშის ნახვა არ მეგირსა რა… ანგარიში დიდი რო ყოფილიყო გამოიყვანდა უეჭველი. იმედია მომავალ მატჩი ვიხილავთ. გილოცავთ ხალხო მოგებას! დატკბით გამარჯვებით
მე მსიამოვნებს ეს გუნდი რადგან გოგების გემო დამახსენა! გენეცვალეთ ბიჭებო! დაცვაში უშეცდომოები არიან თითქმის და ვინ ბარძალი გროსო და ბონუჩი ხალხი რომალსაც გაგდებას უპირებდნენ… აი რას ნიშნავს მწვრთნელის ხელი! ყველაფერი კარგად იქნება მე მჯერა! 
არადა მოიგო ორივე თამაში და რას ვერჩით.. პრინციპში მე არაფერს ვერჩი, უბრალოდ მიმაჩნია რომ ვიდალმა ძირითადი უნდა ითამაშოს.. მაგრამ დროს ასე თუ ისე აძლევს.
იქ შემადგენლობების სტატიაზე ბევრმა დაწერა რომ არ ვიმსახურებდით მოგებასო.. არადა ვიმსახურებდით : )) მშვენივრად თამაშობდნენ. კი გასაგებია ისეთი ანგარიში იყო რო მთელი მატჩი გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში დაცვა ძალიან სტაბილური იყო
ეტყობა ჯერ ვერ ენდობა ელიას. გარედან რას მიხცდები, კონტე კიდევ ყველაფერს ვარჯიშებზე ხედავს და ანალიზებს ვინ ათამაშოს და ვინ არა. იცის მისი საქმე კონტემ. მაგენსაც მალე შემოიყვანს
ისე ამ შემადგენლობით რას შვებიან და ძირითადი შემადგენლობით რას იზამს

გენაცვალე კონტე

კაცს არ უნდა რომ კრასიჩმა ტრავმა გაირთულოს, მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ინახავს. კაცი როცა ფორმაშია, იმენა გიჟია
ელიას რატომ არ ათამაშებს გამარკვიეეთ რაა..
ჯაკერინი ზამენაზე გადავა ახლავე :)
ბუფონი
ლიხშტაინერი ბარძალი კიელინი დე ჩელიე
პირლო ვიდალი ( მარკიზიო)
კრასიჩი ელია
ვუჩინიჩი მატრი
გეხვეწებით მითხარით სად ვუყურო ამ მატჩის მთლიან ჩანაწერს
ვაცალოთ ამ კაცს რა
იცის თავისი საქმე 
ჯაკერინი თუ პეპე იყო ის?
დღეს მარჯვნივ ჯაკერინი თამაშობდა.