ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

#ForzaAzzurri კონტე : “საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე გერმანიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე ჟურნალისტებს ჯიჯი ბუფონთან ერთად შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა : “უპირველეს ყოვლისა, დე როსის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოგახსენებთ.ჩვენი ექიმები მუშაობენ და სიტუაცია ფასდება, რისკზე ვერ წავალთ, ისეთი თამაში გველის, რომელშიც ფიზიკურ მომზადებას დიდი მნიშვნელობა ექნება.კარგი ფიზიკური მომზადება თამაშს ვერ მოიგებს, საჭიროა იდეალურად ბრძოლა და ასპარეზობა.ვეთამაშებით, პირადად ჩემთვის, ყველაზე დაკომპლექტებულ გუნდს, მსოფლიო ჩემპიონებს, გერმანიის ნაკრებს, ისინი ესპანელებზე ძლიერები არიან.იოჰამ ლიოვის გუნდს აქვს ყველაფერი, ტექნიკა, ინდივიდუალიზმი, ძლიერი ფიზიკურობა, მათთან თამაში არავისთვის არაა მარტივი.ბოლო დღეების მანძილზე ყველანაირად ვცდილობდით, შეგვესწავლა ბუნდესგუნდი, გვენახა მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები.მინდა ვთქვა, რომ ესპანეთის განსხვავებულ თამაშს ველი , სკუადრა აძურა გერმანელებს ტურნირის მთავარ ფავორიტად თვლის.”

“მხოლოდ დაცვითი თამაშით ვერ მოვიგებთ, უნდა ვეცადოთ, მოწინააღმდეგეს შევუტიოთ.ეს უკვე 1/4 ფინალური ეტაპია და მთელი შეხვედრის განმავლობაში საკუთარი კარის დაცვით შემდეგ ეტაპზე ფიქრი რთულია. ეს მატჩი ერთი თვის წინ რომ გამართულიყო, შანსი არ გვექნებოდა, თუმცა ახლა, როდესაც ჯგუფის ლიდერები გავხდით, ესპანეთი დავამარცხეთ და შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფებით, მზად ვართ სათამაშოდ.მარცხი მიუნხენში ? – იმ დღის შემდეგ ორივე გუნდი შეიცვალა, მსოფლიო ჩემპიონებთან მატჩი გაგვიჭირდა და წავაგეთ, მაგრამ ბევრი ვიბრძოლეთ.რაც შეეხება მზადებას, კმაყოფილი ვარ, ბიჭები მაქსიმალურად დაიხარჯნენ და მინდორზე ყველაფერს დადებენ.”

“დანაკლისი ? – ამ თემაზე საუბარი ხვალინდელი მატჩის წინ არ მსურს, არავინ იცის, ვის რა ელის, ამჯერად ჩვენ არ გაგვიმართლა.ჩემს განკარგულებაში 23 მომზადებული და ფორმაში მყოფი ფეხბურთელია, ვინც არ უნდა გავუშვა მოედანზე, ისინი ჩემს იმედებს გაამართლებენ.როგორც ესპანეთთან დაპირისპირების წინ ვთქვი, ასეთ თამაშებში მიღებული გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძლილზე გაგვყვება.ჩვეულებრივი და ერთფეროვანი ასპარეზობით ვერ გაიმარჯვებ, ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა დავდოთ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
1juve
1juve
4 years ago

Sturaros zala da fizikuri monacemi ro qondes bernardeski ki mashin gaqachavda pirlos adgilze

ანონიმური
ანონიმური
4 years ago

რად უნდოდა ეს იმობილე რო წაიყვანა, მაგის მაგიერ ჟორჟინიო წაეყვანა ახლა არ ექნებოდა ამდენი პრობლემა

1juve
1juve
4 years ago

Sturaros wayvana ro swori gadawyvetileba iyo xval gamochndeba, germanuli naxevardacva ertad agebul montolivo – Bonaventura – pirlos gadauvlis ukanmouxedavad, rodis naxet bolos bonaventuras chashlili sheteva? An montolivos imedze rogor unda iyo? Sturaro-parolo iqneba xval mkvleli naxevardacva, sheizleba shevdoma daushvan Mara is mainc vici ro orosani moswavleebivit(montolivo) AR dadgebian moedanze da bolomde tavs dadeben, pirlo sheizleba shetevashi gamogvdgomoda Mara dacvashi ver gaqachavda germaniis winaagmdeg da roca asarchevad gaq saqme yvela variantshi is unda amjobino vinc dacvashia saimedo, sturaros aq xval karieris tamashi da darunebuli var sauketeso iqneba moedanze

juve amor
რეალისტი
4 years ago
Reply to  1juve

ღმერთო ამას რას მომასწარი 1juve იტალიელს იწუნებს და აკრიტიკებს თუნდაც მილანელს :lool:

bero-juve10
bero-juve10
4 years ago

იმედია ბოლომდე იბრძოლებენ და ჩვენ გავალთ შემდეგ ეტაპზე კონტე იქ შეცდა როცა 7 თავდამსხმელი წაიყვანა და გუნდის მიღმა დატოვა პირლო, ბონავენტურა და შეიძლება ითქვას რომ მონტოლივოც ხვალ ნახევარ დაცვაში ალბათ პაროლოს და სტურაროს უნდა ველოდოთ სხვა კადრი უბრალოდ არ გვაქვს ან შეიძლება დე როსის ადგილას ბერნადესკი ათამაშოს ან ფლორენცი.

jjj jjj
4 years ago
Reply to  Gio Darja

:mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

ანონიმური
ანონიმური
4 years ago
Reply to  Gio Darja

შვაინშტაიგერიც შემტევი ნახევარმცველი იყო თავიდან(იქნებ გაამართლოს ბერნარდამ)

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

9
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<