ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე: “სხვა დიდებული მწვრთნელები პატივისცემით საუბრობენ ჩვენზე”

ანტონიო კონტეს და ფაბიო კაპელოს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ  უფრო გაამძაფრა ანტონიო კონტეს სიტყვებმა, რომლითაც იგი რუსეთის ნაკრების ამჟამინდელ თავკაცს ტელეარხ Sky-ზე ეხმაურება. შეგახსენებთ, რომ კონტეს უკმაყოფილება ფაბიო კაპელოს იმ განცხადებამ განაპირობა, რომლითაც დონ ფაბიომ მისი ახალგაზრდა კოლეგა გააკრიტიკა და მას მართვის მეთოდები დაუწუნა. კერძოდ, „ვერონასთან“ ფრედ დასრულებული მატჩის შემდგომ, კონტემ ორშაბათი დღის ტრადიციული დასვენება გააუქმა და გუნდი ვინოვოზე შეკრიბა.

 „როგორც ჩანს, როდესაც რომელიმე საფეხბურთო „გურუ“ რაღაც განცხადებას აკეთებს ჩვენს შესახებ, ჩვენ აუცილებლად მუხლებზე უნდა დავიჩოქოთ მის წინაშე და ვუპასუხოთ – დიახ სერ!  კაპელო ძალიან ბევრ საკითხზე საუბრობს და მისი აზრით თითქოს ჩვენ რაღაც სამოყვარულო ტურნირზე ვასპარეზობთ. მას მერე, რაც მე „იუვეს“ მწვრთნელი გავხდი ძალიან ბევრჯერ ჩაჰყო ცხვირი ჩემს საქმეში. არ გამოვრიცხავ, რომ მას ჩვენი რეკორდები და სტატისტიკა აღიზიანებდეს. სხვა დიდებული მწვრთნელები, მაგალითად როგორებიც არიან მარჩელო ლიპი და ჯოვანი ტრაპატონი ყოველთვის პატივისცემით საუბრობენ ჩვენზე, რასაც ვერ ვიტყვით კაპელოზე. მისი მთავარი საზრუნავი ეხლა უნდა იყოს რუსეთი ეროვნულ ნაკრებთან ერთად დაძლიოს მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი. მის ადგილას მე ხმას არ ამოვიღებდი. ვინ არის ასეთი კაპელო, რომ ჩემზე ისაუბროს და საქმე დამიწუნოს. მოკლედ,  უმჯობესია კაპელო მისი საქმეებით დაკავდეს. „იუვენტუსთან“ ერთად მან ორი სკუდეტო მოიგო უძლიერესი შემადგენლობით, სხვა განსაკუთრებული არაფერი გვახსოვს“ – განაცხადა ანტონიო კონტემ.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Vega
7 years ago

ეგ ფრაზა ელჩი ეს არაა დიპლომატია ვთხოვოთ ძაან გიყვარს შენ გატყობ პინტუ….:D

ელჩი კი არა და ეს არი თხა 2 დიდი რქა აქვს თავზე ამოსული და ბლატაობს…. თვითონ მაშინ ვინააა მასაც 2 სკუდეტო აქვს მოგებული და გალასთან გავარდნა მეტი განსაკუთრებული რამე გახსოვთ და ჰო კიდევ კოპენჰაგენთან და კიევოსტან ფრე,,,,:))))))))))))))))))

7 years ago

აი ძაან ხისტია რა და თქვენ კიდე გიკვირთ ვიღაც სკამზე დასვაო ან რომ კვალი განაცხადს მიღმა დატოვა… გამორიცხულია, რომ ეს კვალისტან შეუთანხმებლად და უთქმელად გაეკეთებინა კონტეს… სათქმელს ამბობს პირდაპირ, ანუ რასაც ფიქრობს ამბობს პირდაპირ და არ მიკიბ-მოკიბავს…
ელჩი ეს არაა დიპლომატია ვთხოვოთ :lool:

Vega
7 years ago
Reply to 

კონტე მაგარი დაბოლილია ჩემი ძმა …. იცის რო მტყუანია და რა ქნას არ იცის. უკვე დავიღალე რა ამას შეეწირება მისი კარიერა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x