ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრასიჩი “იუვენტუსს” ემშვიდობება

მილოშ კრასიჩი და “იუვენტუსი”. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილია მხოლოდ ოფიციალური გამომშვიდობება, ვინაიდან უკვე თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი მომავალი აღარ უკავშირდება “ბებერ ქალბატონს”…
„სრულებით ნათელია, რომ ჩემთვის არაა ადგილი „იუვენტუსში“. ერთადერთი რაც ეხლა შემიძლია მე გავაკეთო, არის ის რომ ვივარჯიშო, რათა მომავალი სეზონიდან შევუერთდე რომელიმე ახალ კლუბს. იანვარში “ზენიტი” და “ტოტენჰემი” დაინტერესებულები იყვნენ ჩემი იჯარის წესით აყვანით, მაგრამ გადავწყვიტე დავრჩენილიყავი “იუვენტუსში” და მებრძოლა გუნდის ძირითადში მოსახვედრად, თუმცა საბოლოო ჯამში ეს შეცდომა აღმოჩნდა. იძულებული ვარ წავიდე. უნდა გადავიდე გუნდში, საიდანაც შესაძლებლობა მექნება ისევ მოვხდე ჩემი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში და დავეხმარო მათ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში. რა თქმა უნდა გული მწყდება, რომ უნდა დავტოვო “იუვე” და არავის არ ენდომება ასეთი დიდი გუნდის დატოვება, თუმცა სამწუხაროდ კონტე ვერ მხედავს მომავალ “იუვენტუსში”, ამიტომაც ვთვლი, რომ ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი ჩემი წასვლაა” – აცხადებს მილოშ კრასიჩი.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

38 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino3969
11 years ago

მეც მაგრად მევასებოდა კრასიჩი მაგრამ ფაქტია რომ მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშა და მერე საერთოდ არაფერს აღარ აკეთებდა. ასე რომ მისთვისვე იქნება კარგი თუ სხვა კლუბში გადავა და მინიმუმ სათამაშო დრო მაინც ექნება თუ გუნდის ლიდერად ვერ ჩამოყალიბდება.

არადა რა დამავიწყებს ლაციოს კარში გატანილ გოლს, რამხელა სიხარული იყო, ლამის ფანჯრიდან გადავხტი :juventus:

seba
11 years ago

რაც უფრო მეტჯერ ვკითხულობ ამ ნიუსს, მით უფრო მეშლება ნერვები. რასაც პეპე აკეთებს იმას ვერ გააკეთებს კრასიჩი ვითომ? პეპენ თავიდან აიწყვიტა და ახლა დაიწყო დატორმუზება. ბოლოს ალბათ საერთოდ აღარ ირბენს. კონტეს თავში ჩამახედა ნეტავი რა. კრასიჩს რო უშვებს რა გათვლები აქვს ნეტავი? :blin: :blin: :blin:

lasha naxucrishvili
11 years ago

კონტე მაგარი დამპალი ვიღაცააა ! კრასიჩი გააფუჭა ! იუვენტუს ეს ათრევდა ეს და ალპობს სკამზე !
ეხლა კუალიარელასაც ალპობს ბორიელოს უფრო აძლევს შანს :mad:
:mad: :mad: :mad:

goglikaa
11 years ago

მაროტა კაი ფეხბურთელში ფულის გადამხდელი არაა და კაი ვინც ყავთ იმასაც უშვებენ

gag100
11 years ago

ალბათ არ ვარგა კრასიჩი მე მჟერა კონტესი წავიდეს იმედია კაი ფასში გაყიდიან

kaxa dvali
11 years ago

გვეყვარება აბა რა წინა სეზონის შემდეგ… ძალიან გული მწკდება ძალიან… ელიას მინდა მისცენ უფრო მეტი დრო… ეგეც თუ გაუშვეს ძან გამიტყდება…

| Newsphere by AF themes.
38
0
Would love your thoughts, please comment.x