ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრისტიან ვიერი იუვენტუსსზე და ინტერზე საუბრობს

კრისტიან ვიერი

იუვენტუსი და იტალიის ნაკრების ექს ფორვარდი კრისტიან ვიერი ჟურნალისტებს იუვენტუსის და ინტერის რიგებში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:

“არაფერი გამკვირვებია იმაში, რომ იუვენტუსმა სტუმრად ბარსელონა დაამარცხა. პირველ რიგში არ უნდა დაგვავწყდეს მათ რიგებში რაოდენ კარგი ფეხბურთელები არიან. ამას დავუმატოთ კრიშტიანო რონალდუ რომლის შესაძლებლობებს საზღვარი არა აქვს.

არის თუ არა იუვე ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული? კი მაგრამ ჩვენ დღეისათვის ერთ-ერთ საუკეთსოზე ვსაუბრობთ. ნუთუ ბარსელონა ლეო მესის გარეშე პრობლემებს არ განიცდის? ან რომელუ ლუკაკუს გარეშე ინტერი?

კრიშტიანო რონალდუ

ალვარო მორატას დიდი ხანია ვაკვირდები. წლებია.. თავდაპირველად საქმე გვქონდა სუფთა სისხლის ფორვარდთან, რომელიც საჯარიმოშია სახიფათო.

თუმცა, რაც დრო გავიდა მან ბევრი ასპექტი დახვეწა.. ეფექტურია ბურთის ფლობის ტაქტიკაში.. იცის როდის უნდა დაიწყოს აჩარება და როდის გააკეთოს გადაცემა. ეს ყველაფერი ევროპაში დაგროვებული გამოცდილების ხარჯზეა. 

ანტონიო კონტე

ინტერი? ამ გუნდს აქვს ხარისხი.. და ამ ხარისხით ის შახტარს უნდა ამარცხებდეს. ანტონიო კონტე ერთ-ერთი ყველაზე იმპულსური და საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანია..

შეიძლება მისი გუნდი 5-0 იგებდეს, მაგრამ ანტონიო წამითაც არ დუნდება.. ამ მხრივ ის უნიკალურია.

თუმცა, არის შემთხვევები როდესაც სქემა არ ამართლებს და შენგან კორექტირებას საჭიროებს.. ფაქტია რომ ანტონიო ამას დიდი სიხშირით არ ახორციელებს. 

კრისტიან ერიქსენს მაგალითად დიდი დახმარების გაწევა შეუძლია გუნდისთვის. თუმცა, მწვრთნელი ფეხბურთელს საქმეში ყოველდღიურად უყურებს და შეფასებას მხოლოდ ამ კუთხით თუ გავაკეთებთ..

ჩემი აზრით ერიქსენი ინტერს იანვარშივე დატოვებს.

ანდრეა პირლო

არის თუ არა ეს სიტუაცია პაულო დიბალას მსგავსი? ეს არის პრობლემა და ანდრეა პირლოს მისი გადაჭრა მოუწევს.

თუ იუვემ ფსონი მაესტროზე გააკეთა, გამოდის რომ ხელმძღვანელობას მისი იდეები მოეწონა. ახლა მთავარია მწვრთნელმა ეს ყველაფერი ფეხბურთელებს სათანადო დონეზე გაუზიაროს.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
4 months ago

მართალი ხარ

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<