ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კრიშტიანო რონალდუს მე-1000 საფეხბურთო მატჩი

კრიშტიანო რონალდუ

კრიშტიანო რონალდუსთვის მოახლოებული დაპირისპირება საიუბილეო გახდება.

პორტუგალიელი მინდორზე თავის მე-1000 შეხვედრაში გამოვა! წესით ეს ციფრი ბრეშასთან უნდა დაფიქსირებულიყო, მაგრამ მაურისიო სარის გადაწყვეტილებით, შემტევს დასვენების საშუალება მიეცა.

დღეს, კი როგორც მოგეხსენებათ რონალდუ სასტარტო შემადგენლობაშია და სპალთან მატჩში თავის გამოჩენას კიდევ ერთხელ ეცდება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც 2018 წელს კრიშტიანომ შავ-თეთრი მაისური მოირგო, მისთვის ეს 73 -ე მატჩი იქნება.

მანამდე მსოფლიოს 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელი მადრიდის რეალში ირჯებოდა, სადაც 438 დაპირისპირებაში 450 ბურთი გაიტანა..

მსოფლიოს კი საკუთარი თავი მანჩესტერ იუნაიტედის რიგებში გააცნო, სადაც 292 მატჩში 118 ბურთი მიითვალა..

ინგლისურ გრანდამდე კრიშტიანო სპორტინგში გამოდიოდა, სადაც 33 შეხვედრაში 5-ჯერ გამოიჩინა თავი.

რაც შეეხება პორტუგალიის ეროვნულ გუნდს, მის ანგარიშზე 164 შეხვედრა და 99 გოლი ფიქსირდება.

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

3
Leave a Reply

avatar
3 Comment threads
0 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
3 Comment authors
Dutchრ ე ა ლ ი ს ტ ირეალისტი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რეალისტი

როცა პირველ ნომრად თამაშს ვერ უშლი იუვეს მაშინ არ დაგინდობს. იმიტომ უჭირდათ გასვლაზე რომ პირველ ნომრად ვერ თამაშობდნენ.

რეალისტი
სტუმარი
რეალისტი

რავი არ თამაშობენ ცუდათ :)