მარკო ტარდელი
ახლაც კი, ბევრი თვლის, რომ იტალიაში ჯერაც არ გამოჩენილა ფეხბურთელი, რომელიც იქნებოდა სრულფასოვანი შემცვლელი ტარდელისა. მისი უკანასკნელი გამოსვლა სკუადრა აძურაში იყო, საშინაო მატჩში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ 1985 წლის სექტემბერში, რომელიც დასრულდა იტალიელთა მარცხით 1-2. ნაკრებთან დამშვიდობება ნაღვლიანი აღმოჩნდა. ტარდელი აერთიანებდა თავის თავში თვისებებს, რომელიც უნდა ჰქონოდა შუა ხაზის მოთამაშეს და ეს იყო პასუხი იტალიელებისა იოჰან ნეესკენსისთვის, რომელიც იყო ერთერთი ნათელი წარმომადგენელი 70-იანების „ჰოლანდიური ფეხბურთისა“.
დაბადების ადგილი და თარიღი: 24 სექტემბერი 1954 წ. კაპანიე-დი-კარეჯინე (იტალია)
ამპლუა: ნახევარმცველი
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 80კგ
კარიერა: პიზა
კომო
იუვენტუსი (1975-1985)
ინტერი, სან გალო
დებიუტი იუვენტუსში: 27 აგვისტო 1975 წელი, ტარანტოსთან მატჩში (2-0)
ტიტულები:
იტალიის ჩემპიონი: 5 (1977,1978,1981,1982,1984 – იუვენტუსი)
იტალიის თასი: 2 (1979, 1983 – იუვენტუსი)
ჩემპიონთა ლიგა: 1 (1985 – იუვენტუსი)
თასების მფლობელთა თასი: 1 (1984 – იუვენტუსი)
ევროპის სუპერთასი: 1 (1984 – იუვენტუსი)
უეფას თასი: 1 (1977 – იუვენტუსი)
მსოფლიო ჩემპიონი: 1 (1982 – იტალიის ნაკრები)
მარკო ტარდელი დაიბადა კაპანე-დი-კარეჯინაში, ტოსკანური ქალაქის – ლუკას მახლობლად. მან დაიწყო პროფესიონალური კარიერა ფეხბურთელისა 1972 წელს სერია ც-ს კლუბ „პიზა“-ში, ხოლო ორი წლის შემდეგ გადავიდა სერია ბ-ს კლუბ „კომო“-ში. ლომბარდიაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ის გადავიდა ტურინის იუვენტუსში, რომლის შემადგენლობაშიც ის გახდა სამივე ევროპული ტროფეის მფლობელი – უეფას თასის 1977, თასების მფლობელთა თასის 1977 და ჩემპიონთა თასის 1985 წელს. ევროპულ გამარჯვებებთან ერთად არ აკლდა იტალიურიც, იუვესთან ერთად მან მოიგო იტალიის ჩემპიონატი 5-ჯერ და იტალიის თასი ორჯერ.
ტარდელი – თავისი კარიერის პიკში იყო ერთერთი ყველაზე ხისტი ფეხბურთელი ევროპაში – ის ასრულებდა უდიდეს სამუშაოს მოედნის შუაში და ცნობილი იყო თავისი ჩაშლებით მოწინააღმდეგის შეტევებისა. ამას გარდა, ტარდელი ხშირად ერთვებოდა შეტევებში და განთქმული იყო მოწინააღმდეგის საჯარიმოში მოულოდნელი შეჭრებით მოედნის სიღრმიდან, კარშჲ დასარტყმელად, ისე როგორც ეს გააკეთა ევროპის ჩემპიონატზე 1980 წელს ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ანგარიშით 1-0 სკუადრა აძურას სასარგებლოდ.
არანაკლებ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა ტარდელიმ მანამდე, უეფას თასის ფინალში 1977 წელს, იუვენტუსისა და ატლეტიკ ბილბაოს დაპირისპირებაში. ფინალი ჯამში დასრულდა ანგარიშით 2-2, ხოლო თასი ერგო იუვეს, იმის გამო, რომ სტუმრად მეტი გოლი ქონდა გატანილი, ამასთან ტარდელი იყო გამარჯვების გოლის ავტორი პირველ შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა ტურინში.
შეტევაში უეცარი ჩართვების გამო, მარკო ტარდელიმ მიიღო ზედმეტსახელი “Schizzo”. ის იყო უნივერსალური ფეხბურთელი და იუვეს მწვრთნელი ჯოვანი ტრაპატონი, რომელმაც გადაიყვანა ის დაცვიდან მოედნის შუაში იყენებდა მას სხვადასხვა პოზიციებზე.
მისი კარიერული აღმასვლა თავბრუსდახვევდა ნებისმიერს. სერია ც-ს კლუბ პიზადან ერთი წლის შემდეგ, ის უკვე იცავდა იტალიის მოქმედი ჩემპიონის ფერებს და იმავე სეზონშივე მიიღო მოწვევა იტალიის ნაკრებში. მწვრთნელი სკუადრა აძურასი იყო ენცო ბეარზოტი, რომელიც ცდილობდა 1974 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩავარდნის შემდეგ, რაც შეიძლება მეტი ახალი სისხლი გადაესხა ნაკრებისათვის, ის მოხიბლული დარჩა 21 წლის ფებხურთელის თამაშით. ამგვარად 7 აპრილს 1976 წლისა მარკო ტარდელი პირველად გამოვიდა მოედანზე ეროვნული ნაკრების ფორმით ამხანაგურ ამტჩში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც იღბლიანი დამთხვევის წყალობით, ტარდებოდა ტურინში. სკუადრა აძურამ გაიმარჯვა 3-1 და მას შემდეგ “Schizzo” გახდა ერთერთი ‘figli prediletti’ – საყვარელი შვილი ენცო ბეარზოტისა. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ის წავიდა 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ტარდებოდა არგენტინაში და ითამაშა 6 მატჩი აძურას შემადგენლობაში ამ ტურინრზე, შედეგად მეოთხე ადგილი.
ხისტი ნახევარმცველი, ცივი თვალებით, გახდა ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი იტალიელთა შემადგენლობაში პირველ მატჩში საფრნაგეთის ნაკრების წინააღმდეგ მარ-დელ-პლატაში, მან სრულიად გამოთიშა თამაშიდან მიშელ პლატინი. არგენტინაში იტალიის ნაკრების იმედისმომცემი თამაშის შემდეგ მისგან უკვე ბევრს ელოდნენ და ელოდნენ ევროპის ჩემპიოანტის მოგებას, მითუმეტეს რომ ის იტალიაში ტარდებოდა. ტარდელი გახდა ერთერთი იმ ფეხბურთელთაგანი, რომელმაც დაიმსახურა დადებითი შეფასება, ხოლო იტალია, ყველას გულგასატეხად, გავიდა მხოლოდ მეოთხე ადგილზე.
შემდეგ იყო ესპანეთი, სადაც ტარდელიმ დაამტკიცა თავისი სიდიადე. სასწაული გარდაქმნა იტალიის ნაკრებისა, მეორე რაუნდში, დაემთხვა მარკო ტარდელის როლის გაზრდას მოედანზე. არგენტინასთან მატჩი, რომელიც ტარდებოდა ბარსელონაში დასრულდა ანგარიშით 2-1 იტალიელთა სასარგებლოდ, მატჩი, რომელმაც რომელმაც პირველმა დაადასტურა იტალიელეთა პრეტენზიები ოქროს მედლებზე მსოფლიო ჩმეპიონატისა, სწორედ ტარდელიმ გაიტანა მეორე გოლი. რომელიც გახდა იმ ტურნირის ერთერთი ულამაზესი გოლი. მოედნის შუაში, მარკომ დაუტოვა ბურთი როსის, რომელმაც დაუბრუნა ამს ბურთი საჯარიმო მოედანთან და ამ მოედნის ხაზიდან ძლიერი დარტყმით, მარჯვენა ფეხით ტარდელიმ გაგზავნა ბურთი კარში.
ტარდელის სიხარული, მას შემდეგ რაც მან გაიტანა ეს გოლი ფინალურ მატჩში გერმანიის ნაკრების კარში, რომელიც დასრულდა ანგარიშით 3-1, გახდა 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ნათელი სურათი. წამების შემდეგ მას შემდეგ, რაც მარკომ ძლიერი დარტყმით აიღო ჰეროლდ შუმახერის კარი, მან დაიწყო თავის ქნევა და მუშტის მოღერება და შემდეგ გადაეხვია სათადაარიგოთა სკამზე მყოფ ფეხბურთელებს. ტარდელის უბრალოდ არ შეეძლო რომ არ გაეტანა ფინალში. იმ ცხელ ივლისის საღამოს, მადრიდში, ის აღიარეს ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად. ხოლო მისი გოლი – ერთერთი იმ ექვსიდან რომელიც მან გაიტანა თავისი კარიერის მანძილზე ნაკრებში – გახდა სიმბოლო რთული გზისა, რომელიც გაიარა სკვადრა აძურამ მსოფლიო ჩემპიოანტის ოქროს მედლებისაკენ.
31 წლი “Schizzo” შორს იყო თავისი საუკეთესო ფორმისაგან. ორი სეზონის მანძილზე, რომელიც მან გაატარა მილანში, ის გამოვიდა მოედანზე 43-ჯერ, მაგრამ ვერა და ვერ შეძლო დახმარებოდა ინტერს სკუდეტოს მოპოვებაში. თავისი კარიერა მარკომ დაასრულა შვეიცარიაში, სადაც იცავდა სან გალოს ღირსებას და სადაც მან გაატარა ერთი სეზონი. 1988 წელს მან საბოლოოდ დაკიდა ბუცები ლურსმანზე და დაიწყო სამწვრთნელო საქმიანობა.
1988/89 წლების სეზონში ის წვრთნიდა კლუბს „კოვარჩანო“, ხოლო შმედეგ დაინიშნა დამხმარედ ჩეზარე მალდინისა, იტალიის ნაკრების სათავეში. მას არ წაუვიდა საქმეები კლუბურ დონეზე არც ჩეზენასთან და არც კომოსთან და მალევე ის დაბრუნდა ახალგაზრდულ ნაკრებში და კვლავ მალდინის თანაშემწედ. 1998 წელს ის დაინიშნა მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდული ნაკრებისა და ითვლება ერთერთ შემოქმედათ ევრო-2000-ზე მიღწეული წარმატებისა. არავისთვის არ გამხდარა სიურპრიზი ის, რომ ტარდელის სახელი მოიხსენიებოდა დინო ძოფის შემცვლელებს შორის ევრო-2000-ის შემდეგ, მაგრამ სკვადრა აძურას მწვრთნელად დანიშნეს ჯოვანი ტრაპატონი.
ამაზე მაგარი ჩამშლელი არ არსებობდა და არც არსებობს
საგოლლლლ ავტოოოორ :)) კაი სტატიაააა.. ფორზა ჯუვე : ))
bero-juve10
კარგი ეხლა ერთ წელზე ნუ გამოგვეკიდები რა იყო
არადა მამენტ 1985 ამდე იყო იუვეში და არც საკონტენტაშორისო თასი მოუგია
დათკა ბრატ ერტი საიტია სადაც იუვეზე ყველაფერია დაწვრილებით და იქ ნახე ინგლისურად დაწერე მიიუვე.იტ
და იმაზე მეტს გაიგებ სტატისტიკურად რამდენიც აქამდე იცოდი და არ იცოდი და ასევე გაინტერესებდა.
სტატისტიკა რათ მინდა ძმა , 86 ში ტარდელი იუვეში არ ყოფილა
არც საკონეტინენტთა შორისო თასი აქვს მოგებული
კიდევ ერტი შეცდომა მარკო ტარდელმა იუვეში 1975-86 წლებში ითამაშა ჩაატარა 375 მატჩი გაიტანა 51 გოლი ტიტულები: სერია – ა ჩემპიონი 1977, 1978, 1981, 1982, 1984, 1986. ვიცე-ჩემპიონი 1976, 1980, 1983. იტალიის თასი 1979, 1983. თასების თასი 1983-84. უეფას თასი 1976-77. ჩემპიონთა თასი (ლიგა) 1984-85. ფინალისტი 1982-83. ევროპის სუპერ თასი 1984. საკონტინენტთა შორისო თასი 1986. მსოფლიოს ჩემპიონი 1982 (7 მატჩი 2 გოლი). სერია ა-ში ჩაატარა 318 მატჩი აქედან იუვეში 250 მატჩი. იტალიის თასებზე 55 მატჩი სუყველა იუვეს მაისურით. ევრო ტურნირებზე 75 მატჩი. შეყვანილია იტალიის ყველა დროის ნაკრებში. სეყვანილია იუვეს ყველა დროის ნაკრებში და დიდ 10-ში. სერია ა-ს ისტორიასი იყო ერთ ერთი… Read more »
1986 წელს როგორ მოიგო სერია ა? 85-86 უკვე აღარ იყო იუვეში. ხოლო 86-87 ნაპოლიმ მოიგო.
დიდი მადლობა სტატიის ავტორს!!
ძალიან დიდი… ძალიან მწყდება გული რომ ამათ თამაშებს ვერ მოვესწარი…
გენიალური ფეხბურთელი–ვისც 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ახსოვს–დამეთანხმება, რომ მარკო ტარდელი იყო ერთ–ერთი გამორჩეული ფიგურა იმ პერიოდის ვარსკვლავური გუნდის, სადაც გაიბწყინეს დინო ძოფმა, გრაციანიმ,შირეამ, მარკო კაბრინიმ, ალტობელიმ, კაბრინიმ,კლაუდიო ჯენტილემ, პაოლო როსიმ…..რა ფეერიული გუნდი ჰყავდა მაშინ აძურის!!
1982 წლიდანვე დაიწყო ჩემი გიჟური სიყვარული ბიანკონერის მიმართ და მუდამ ასე იქნება!!
ფორცა იუვეე!!

6 იუვენტუსელი ყავდა იტალიას და 6 ძირითადში თამაშობდნენ ძოფი, ჯენტილე, კაბრინი, შირეა, ტარდელი და როსი.
ამათგან მარტო ჯენტილემ გამოტოვა ერთი მატჩი თორემ ყველამ 7-7 მატჩი ჩაატარეს და შენ თუ იცი ყველაზე მეტი მსოფლიო ჩემპიონები იუვეს ყავს მერე მოდის ინტერი აი ჩვენი იუვენტინო მსოფლიო ჩემპიონები
1934 – კომბი, ბერტოლინი,ფ.ბორელი, მონტი, ორსი, როზეტა, ჯ,ფერარი.
1938 – რავა, ფონი.
1982 – ძოფი, ჯენტილე, კაბრინი, შირეა, ტარდელი, როსი.
1998 – დეშამი, ზიდანი.
2006 – ბუფონი, ძამბროტა, კანავარო, კამორანეზი, დელ პიერო.
ანუ სულ – 22 კაცი ერთი ნაკრები.
ლეგენდა!!!
ამაზე დიდი ფეხბურთი მარკიზიოს ეთამაშოს
