ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო ბონუჩი:”სპინაცოლასთან თავს ვალში ვგრძნობთ”

ხვალ, ჩვენი დროით 23:00 -ზე იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ამ მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საკუთარი მოსაზრება ბიანკონერის ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გააცნო:

ალვარო მორატა? ჩემი ძალიან კარგი მეგობარია! მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, რომლის არსენალში ბევრი სახიფათო მახასიათებელია. მის მიმართ დიდი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. 

ბევრი კრიტიკა მოდიოდა მისი მისამართით, რაც უსაფუძვლოა.. ალვარო არაჩვეულებრივი პიროვნება, მეგობარი და მამაა! ბედნიერი ვარ, რომ გასული სეზონი ჩვენს რიგებში გაატარა. 

ესპანეთმა გვაჩვენა რომ პროგრესი შეუძლია. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს მათ თამაშს ბურთის გარეშე. დაგვჭირდება მოთმინება და სიფრთხილე. ორივე გუნდს შეუძლია სწრაფი გადაადგილება და მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება.

ისტორია? 2012 წლის ფინალი მტკივნეულად მახსენდება.. ცოტათი გადამწვარები გამოვედით და შედეგიც სამართალიანი იყო. 2016-ში ზუსტად ვიცოდით ვის რა უნდა გაგვეკეთებინა სასურველი შედეგის მისაღწევად. ხვალ რადიკალურად სხვა მატჩი იქნება.. უფრო მეტად გახსნილ ფეხბურთს ველოდები, სადაც მომენტები ყველას ექნება, მითუმეტეს ჩვენს წინ არაერთი მაღალი დონის შემტევი იმოქმედებს.

კიელინისთან ტანდემში ასპარეზობა? გასული ორი წელი მძიმე გამოდგა.. ჯორჯოს ტრავმები, ჩემი პრობლემები და პანდემია.. მაგრამ ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ! მოედანზე და მის მიმართაც პასუხისმგებლობა კარგად გვაქვს გადანაწილებული და ყველაფერს პროდუქტიულად ვხელმძღვანელობთ.

იმობილეს ეპიზოდი, როდესაც ფეხს იტკიებდა და შემდეგ უცბად წამოდგა? ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება.. ჯერ სპაზმი ქონდა, მაგრამ გოლმა ყველაფერი დაავიწყდა. ამაზე ჩვენც ბევრი ვიცინეთ.

ახალი სტილი? თავიდანვე გადავწყვიტეთ გვეთამაშა საკუთარი სტილით, რომლის დემონსტრირება სრული 90 წუთი ურთულესია. მიზანი მატჩზე კონტროლის დამყარებაა, მაგრამ მეტოქიდან გამომდინარე შეიძლება სირთულეებს წავაწყდეთ. მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსენალში გვაქვს სხვა ვარიანტებიც რომლის გამოყენება სიტუაციიდან გამომდინარე მოხდება. ჩვენ ახლა შეგვიძლია შევუტიოთ, ბურთიც ვაკონტროლოთ, მაგრამ ანგარიშზე თამაშს იტალიას ყოველთვის შეეძლო და შეუძლია.

გვსურს, რომ თითოეულმა იტალიელმა იამაყოს ნაკრებით! არამარტო შედეგიდან გამომდინარე, არამედ თამაშის სტილითაც. ასევე გვსურს ფინალი ლეონარდო სპინაცოლას მივუძღვნათ, რომლის წინაშე ჩვენ ვალში ვართ.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x