ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლეონარდო სპინაცოლა:”ახლა უფრო მეტად ვნერვიულობ”

ლეონარდო სპინაცოლას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და ახლა ფეხბურთელი სარეაბილიტაციო კურს შეუდგა, რომელიც 6 თვეს გასტანს.

მის გარეშე დარჩენილ აძურის გაუჭირდა, მაგრამ ფინალში ასპარეზობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა და ახლა ყველანი ხვალინდელი მატჩის მოლოდინში არიან:

“აქ ჩემი ოჯახის გარემოცვაში ვიმყოფები, რომლებიც მძიმე წუთებში იმ ემოციას მაძლევენ რაც ასე მნიშვნელოვანია. 

ესპანეთთან მატჩის შემდეგ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ვიყავი ბიჭების გვერდით ვიდეო ზარის დახმარებით. ზუსტად მივიღე ის ემოცია, რაც ამ გამარჯვებამ მოიტანა, რისთვისაც თიოეულს დიდ მადლობას ვუხდი! დროებით მოგვიწია გათიშვა და ავტობუსში დაბრუნებისთანავე ისევ თავისთან მიხმეს.

აბსოლუტურად მესმოდა, რომ კარიერაში უმნიშვნელოვანეს პერიოდს გავდიოდი და ყველაფერი დავდე რაც ჩემს ძალებში შედიოდა. პროცესისგან საოცარ სიამოვნებას ვიღებდი.

ჩემს კარიერაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა პოზიციის შეცვლა.. სიენაში ყოფნისას მწვრთნელმა მითხრა, რომ თუ დიდი კარიერის გაკეთება მსურდა, მაშინ მცველად უნდა მეთამაშა. გოლების გატანა ჩემი უმთავრესი მიზანი არასდროს ყოფილა, რადგან სხვა პროცესებით უფრო ვიღებ სიამოვნებას.

Италия, Спинаццола: «Я буду на Уэмбли со своими товарищами по команде»

ტრავმა მტკივნეულია და ის გარკვეულწილად უიღბლობას უკავშირდება.. მთავარია ფეხზე დადგე და ბრძოლა გააგრძელო.. მე ამას შევძლებ და იმედი მაქვს იღბალი ამჯერად ჩემს მხარეს იდგება.

ინგლისთან დაპირისპირება ურთულესი გამოდგება, რადგან მათ ელემენტარულად სკამზეც დიდი ძალა ყავთ რაშფორდის, სანჩოს და ფოდენის სახით. ვფიქრობ, შანსები 50-50 -ზეა. 

დიახ, რთული იქნება მაგრამ ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ამ მიზნის მიღწევად ნამდვილად შეგვიძლია!

სიმართლე ითქვას ჩემი დღევანდელი პოზიციიდან უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე ეს უშუალოდ მოედანზე შეიძლება ყოფილიყო.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

4.3 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x