ForzaJuve.Ge

ლიბერო:”სერია ა-ს 10 ფეხბურთელი, რომლებმაც კლუბები უნდა გამოიცვალონ”

გთავაზობთ გამომცემლობა ლიბეროს მიერ მომზადებულ მასალას, რომელიც სერია ა-ს 10 ფეხბურთელს ეხება:

საგულისხმოა, რომ აღნიშნული სტატია მომზადა მაშინ, როდესაც მატია პერინის ტრანსფერი ბენფიკაში ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული.

აღნიშნული მასალა არის ჟურნალისტის მოსაზრება, რომლის ხედვითაც ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა უნდა დატოვონ მათი ამჟამინდელი კლუბები.. მისი განცხადებით:

“ამ ნაბიჯით ისინი კარიერას იხსნიან”

შეხედეთ დომენიკო ბერარდის.. ამომავალი იტალიური ვარსკვლავი, რომელიც საკმაოდ დიდხანს შემორჩა სასუოლოს და ახლა რა დონეზეც არის თავადაც კარგად ხედავთ.. ზოგჯერ ფეხბურთელები თავისივე გადაწყვეტილების მსხვერპლნი ხდებიან..

10. მატია პერინი

ასაკი – 26 წელი

ერთი ხანობა ჯიჯიო დონარუმას მთავარ კონკურენტად სახელდებოდა, მაგრამ იუვენტუსში გადასვლით ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

იტალიელმა ვერ გაუწია ჯეროვანი კონკურენცია პოლონელ ვოიცეხ შესნის და სეზონში სულ რაღაც რამოდენიმეჯერ გამოჩნდა კარში.. არადა მას მართლაც კარგი მონაცემები აქვს და აუცილებლად ესაჭიროება სათამაშო პრაქტიკა..

ახლა ტურინელთა რიგებში ჯანლუიჯი ბუფონი დაბრუნდა, რომელმაც პერინის ისედაც მიზერული დრო ბოლომდე გაანულა.. ბოლო ცნობით მატია კარიერას ბენფიკაში განაგრძობს (შეგახსენებთ, მაშინ გამოქვეყნდა, როდესაც პერინზე ინფორმაცია დადასტურებული ჯერ არ იყო)

9. ხუან კუადრადო

ასაკი – 31 წელი

კიდევ ერთი იუვენტინო.. კოლუმბიელი გამოჩენისთანავე კარგად შეეწყო გუნდს და შეტევა უფრო მრავალფეროვანი გახადა.. სწორედ ამიტომაც გამოისყიდეს იგი ჩელსიდან..

მაგრამ ამის შემდეგ ტურინელთა შემადგენლობა ეტაპობრივად ძლიერდებოდა და თან მის პოზიციაზე (კოშტა, ბერნარდესკი).. არ დავივიწყოთ ტრავმები, რომლებიც მისი მუდმივი მეგზური გახდა.. იყო პერიოდი ალეგრი საერთოდ დაცვის მარჯვენა ფლანგზე ამწესებდა..

ამიტომაც არ არის ჯერ კიდევ გვიანი, რომ სხვა გუნდში გადავიდეს, სადაც მოედანზე სხვაობას შექმნის.. დიახ, ეს მას ჯერაც შეუძლია.

8. ჟოაო მარიუ

ასაკი – 26

2016 წლის ზაფხულში 40 მილიონ ევროდ დამატებულმა ფეხბურთელმა ინტერისთვის ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა.. არადა პორტუგალიის ნაკრებში თავის დროზე ძირითადის უცვლელი წევრი იყო..

სტეფანო პიოლიც ენდობოდა, მაგრამ.. გართულდა მდგომარეობა გუნდში ლუჩანო სპალეტის მოსვლის შემდეგ.. პორტუგალიელს არენდით ვესტ ჰემში წასვლაც კი მოუწია..

ნაკლებად მოსალოდნელია სიტუაცია ანტონიო კონტესთან შეიცვალოს.. შესაბამისად მისთვისვე უკეთესი იქნება მალევე წავიდეს.. სად? პრემიერ ლიგაში.. მაგალითად პორტუგალიურ კოლონიაში ვულვერჰემპტონში.

7. სიმონე ვერდი

ასაკი – 27

2017/18 სეზონში ბოლონიას ლიდერიც იყო და ნაკრებში მისი კანდიდატურაც აქტიურად განიხილებოდა. პრინციპში ლოგიკური იყო მისი ნაპოლიში გადასვლა, მაგრამ.. ტრავმებმა და კონკურენციამ, საკუთარ თავში რწმენა დააკარგვინა..

არადა ვერდის საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს. გამოსაყოფია ორივე ფეხის თანაბრად კარგად გამოყენება.. წესით ახლა ის ევროპა ლიგის ზონაში მყოფ გუნდს უნდა ეძებდეს.. საუბარი მიდის სამპდორია-ტორინოზე..

6. ალესანდრო პლიცარი

ასაკი – 19

მსოფლიოს 20 წლამდე ჩემპიონატზე იტალიელთა კარის დარაჯმა თავი ყველას საუკეთესო კუთხით დაამახსოვრა. არადა გასულ სეზონში მილანელთა მეოთხე მეკარე იყო ძმები დონარუმების და რეინას შემდეგ.. ჯიჯიო მასსზე ერთი წლით დიდია და შესაბამისად ალესანდროს მალევე მოუწევს ახალი კლუბის მოძებნა და განვითარება.

5. ფედერიკო კიეზა

ასაკი – 21

ფედერიკო კიეზა – უნიჭიერესი შემტევი.. არასტანდარტული გადაწყვეტილებების მქონე ფეხბურთელი, რომლისთვისაც ფიორენტინა უკვე პატარა ზომისაა.. პარტნიორები მასსზე დაბალი დონისები არიან და ისიც უკვე კარგავს საჭირო ემოციას.

ჰორიზონტზე ინტერი და იუვე არიან, მაგრამ ფლორენციული კლუბის ახალი ხელმძღვანელობა არ გეგმავს მასთან განშორებას, რადგან არ სურთ ფანებთან ურთიერთობის ცუდ ნოტაზე დაწყება. არადა ბერარდის გზის განმეორება ამ გადმოსახედიდან არცთუ არარეალური ჩანს.

4. როდრიგო დე პაული

ასაკი – 25 წელი

გასული სეზონის პირველი ნახევარი არგენტინელმა საოცრად ჩაატარა.. თუმცა, შემდგომ გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავდა რომელიც უფრო დაცვით სტილს ამჯობინებდა და ისიც დაიკარგა..

არადა კოპა ამერიკაზე როდრიგო სასტარტოს უცვლელი წევრი გახლდათ და ახლა მისთვის დიდ გუნდში გადასვლა აუცილებელია.. რომაზე დაირხა ხმები..

3. ალესიო კრანიო

ასაკი – 25

მაინც და მაინც მაღალი არ არის მეკარისთვის, სულ რაღაც 184 სმ, მაგრამ ნახტომი მართლაც კარგი აქვს.. კალიარი კი აღარ არის ის გუნდი, რომელიც მას ამ ასაკში რაიმეს შემატებს.

აუცილებელია სადაც წავა ძირითადში იყოს და არა პერინისავით წავიდეს იქ, სადაც მუდმივი რეზერვისტი გახდება.

2. კრისტიან კუამე

ასაკი – 21

შარშანდელ სეზონში კრიშტოფ პიონტეკის პარტნიორი, მანამ სანამ ეს უკანასკნელი მილანში გადაბარგდებოდა.. სწრაფი და კონტრ შეტევებზე იდეალურად მოთამაშე შემტევი, რომელიც ჩეზარე პრანდელის გუნდში მისვლის შემდეგ არცთუ ეფექტურად მოქმედებდა..

კითხვის ნიშნებით არის სავსე მისი ამჟამინდელი მდგომარეობაც, რადგან ახალი თავკაცი აურელიო ანდრეაცოლი უპირატესობას ბურთის ფლობას ანიჭებს.. კუამეს კი სივრცეები ჭირდება ეფექტურობისთვის და ამიტომაც იქნება კარგი, თუ თავისი სტილის გუნდს იპოვის.

1. სანდრო ტონალი

ასაკი – 19

საუბარი ამ ბიჭზე შორს წაგვიყვანს.. იმდენად ნიჭიერია რომ ბრეშადან, რომელიც სერია ბ-ში ასპარეზობდა, ძირითად ნაკრებში დაუძახეს..

ახლა მოკრძალებული კლუბი სერია ა-ს დაუბრუნდა და მისი ხილვა ასეთ საფეხურზე ძალზედ საინტერესო იქნება.. არ ვიძახით, რომ მომენტალურად უნდა დატოვოს კლუბი, მაგრამ 1-2 წელიწადში ნამდვილად უნდა გადადგას ასეთი ნაბიჯი.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of

x