ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიონი – იუვენტუსი (ფეხბურთელების შეფასებები)

კრიშტიანო რონალდუ - პაულო დიბალა

იუვენტუსის გუშინდელი შეხვედრა ლიონის წინააღმდეგ ყოველგვარ საზღვრებს გაცდა.. გუნდს არ ქონია ერთი გააზრებული იდეაც კი, თუ რის ხარჯზე მოახერხებდა თამაში გარდატეხის შეტანას..

აქ საუბარი მარტო გოლების გატანაზე არ არის.. აქ საუბარი ზოგად ფილოსოფიაზე და გავლენაზეა, რომელიც იუვენტუსის მხრიდან არ იგრძნობოდა..

ლიონი ძალიან კომფორტულად იცავდა თავს, რადგან მეტოქისგან მაღალ ტემპს ვერ გძნობდა.. ხოლო საჰაერო ჩაწოდებები ასეთ დროს უფრო პანიკურ შეტევას, რომ უკავშირდება ყველანი კარგად ვხვდებით.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, რომლებიც ყველაფერს ნათლად ასახავს:

შესნი – 6 – პოლონელი ერთ-ერთ საუკეთესო იყო თანაგუნდელებიდან, რომელიც უკვე სასაცილოა თუ გავითვალისწინებთ გუნდს, რომლის წინააღმდეგაც იუვენტუსი თამაშობდა.

დანილო – 5 – ვერ ახერხებს წინ წასვლას, რადგან საკმარისია მეტოქის ნახევრისკენ 5 ნაბიჯი გადადგას, რომ მომენტალურად პრობლემებს განიცდის.. უჭირს ზონის შევსება, რის ხარჯზეც მეტოქე მის ფლანგს რიცხობრივ უპირატესობაში ეუფლება.

ბონუჩი – 5 – აგებს ორთაბრძოლებს და ნუ ეს ცალკე ისტორიაა, მაგრამ მისი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ბურთის სწრაფი ცირკულაციაა.. ამ შეხვედრასი კი ლეო როდესაც ხედავდა ნახევარმცველებს მოქმედებს, თავადაც ინერტულად მოქმედებდა.. არადა ზურგიდან ტემპის კარნახი, სარის ფილოსოფიის გათვალისწინებით მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია-მოვალეობაა.. 

დე ლიხტი – 6 – პარტნიორისგან განსხვავებით ბევრად მობილიზებული და ენერგიულია.. იბრძვის და უმეტეს შემთხვევაში წარმატებულად. არც წინ წასვლას ერიდება, რომელსაც მისი ასაკიდან გამომდინარე შესაშური ცივსისხლიანობით აკეთებს.

ალექს სანდრო – 5 – ამ ფეხბურთელისგან ყოველთვის უფრო მეტს მოველით.. რატომ? ბრაზილიელი და ასეთი ტექნიკური წუნით ძალიან ცუდი საცქერია.. არაერთ უწყინარ სიტუაციაში ცდება და აბარებს მეტოქეს ბურთს, რომელიც სწრაფად და მახვილგონივრულად ანვითარებს საკუთარ იერიშს.

ბენტანკური – 5 – ერთი უცნაური ფაქტი – პიანიჩის მოედანზე ყოფნისას ვერც კი შეამჩნევდით.. საკმარისი იყო ბოსნიელი გასულიყო, რომ ოდნავ სიცოცხლის ფერი შეეტყო. დაიწყო მოძრაობა და შეტევაში წასვლა.. მოქმედებდა ფლანგელ მცველებთან ეფექტურ კომბინირებაში.. მაგრამ ეს ის არ არის, რასაც მისგან ელიან.

პიანიჩი – 3.5 – ამაზე ქვემოთ უბრალოდ ციფრიც არ არის.. წითელი ბარათის შემთხვევაში 2-იანი გარანტირებული ქონდა. ერთი აზრიანი იდეაც არ მოსვლია, რომელიც რაიმენაირად მაინც დაადასტურებდა მის არსებობს მოედანზე.. როგორი უფერულიც იყო მატჩის დროს, ისევე უფერულად დატოვა მინდორი.

რემზი – 62 წუთიდან – 6 – აგრესიულად შემოვიდა, რაც იუვეს ამ საღამოს ნამდვილად ესაჭიროებოდა. სხვათაშორის ის დრო რაც მოედანზე დაყო, სტატისტიკურად დადებითად აისახა. გუნდმა დაიწყო მეტოქის ნახევარზე ბურთის დაბრუნება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. 

რაბიო – 4 – პიანიჩისგან იმით იყო განსხვავებული, რომ ოდნავ განსხვავებული ფერის ბუცები და თმის ვარცხნილობა ქონდა. საფრანგეთში, მშობლიურ ქვეყანაში ლიონის შუახაზელებმა ისეთი პრესინგი და კროს-ფიტნესი ჩაუტარეს, რომ ძნელად წარმოსადგენია ადრიენი ინტერთან შეხვედრაში ფიზიკურად ჯანზე მყოფი გამოვიდეს.

ბერნარდესკი – 78 წუთიდან – 6 – უფრო აქტიური, ენერგიული და ჩაწოდებების მთელი არმია, რომელიც მისი პარტნიორების მხრიდან დიდი გამოხმაურებით არ აღნიშნულა.

კუადრადო – 5.5 – ყველას გვქონია კონკრეტული საფეხბურთო მატჩის წინ წარმოდგენილი, თუ როგორ გაუსწორდებით მეტოქეს.. გინდა ეს ტექნიკური და ფიზიკური კონდიციების ხარჯზე. შესაძლოა, ხუანიც ასე ფიქრობდა, მაგრამ ბურთი როდესაც მის ფეხებში აღმოჩნდებოდა, ისეთი სისწრაფით ართმევდნენ, რომ კოლუმბიელს მისი დაბრუნება დიდი ოფლისღვრად უჯდებოდა. საბოლოო ჯამში მინდორს თავჩაქინდრული ტოვებს.

იგუაინი – 70 წუთიდან – 5.5 – ცდილობს საჯარიმოში პარტნიორებს საკუთარი თავი შეთავაზოს.. მაგრამ საბოლოო ჯამში უდიდეს დროს ფრანგების გარემოცვაში ეულად მყოფი ატარებს.

დიბალა – 5.5 – პირვე ტაიმში მეტოქის მცველებმა საკუთარი ზონიდან ფაქტიურად გააგდეს.. დიბალა ვერ სუნთქავდა, რადგან ბურთის მიღებისთანავე აპრესინგებდნენ.. მეორე ტაიმში უფრო სიღრმეში მოქმედებდა და რამდენიმე კარგ კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

რონალდუ – 6 – ერთადერთი მომენტის ავტორი.. ერთადერთი რომელიც იღებს დარტყმას, დგება და მიდის წინ.. და ასეთ უმძიმეს დროსაც კი შეუძლია გუნდისთვის წარმატების მოტანა.

სარი – 4 – მისმა არჩეულმა შუახაზმა პრობლემები საწყის 5 წუთშივე გამოავლინა თავი.. თუმცა, მწვრთნელმა ცვლილებები ერთი საათის მანძილზე არ შეიტანა. შედეგად, მიიღო ის რომ ლიდერების გარეშე დარჩენილმა ლიონმა მეტოქე ისე დაამარცხა, რომ კარში დარტყმა არ მიუღია. თავად განსაჯეთ, როგორ მართავდა ამ საღამოს მაურისიო საკუთარი შეგირდების მოქმედებებს.

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

4
Leave a Reply

avatar
1 Comment threads
3 Thread replies
0 Followers
 
Most reacted comment
Hottest comment thread
2 Comment authors
Del_Pieroრ ე ა ლ ი ს ტ ი Recent comment authors
  Subscribe  
Notify of
რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რეალისტი

მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ იუვეს ცენტრის პრობლემა სახელებში არ არის. წინა მატჩში გაიბრწყინა ერთმა- მეორეში ენდობი და იჟვამს.მერე სკამზე დასვამ სხვას ათამაშებ იმედი გაწ რაიმის და ისიც იჟვამს. პრობლემა ფსიწოლოგიურში მგონია თორემ იგივე რაბიო და პიანიჩი სხვა კლუბებში ბევრად უკეთესები იქნებოდნენ

Del_Piero
სტუმარი
Del_Piero

მწვრთნელში როა პრობლემა არ შეგინიშნავს შემთხვევით? :)

რ ე ა ლ ი ს ტ ი
სტუმარი
რეალისტი

კიკი შარშან ყველაფერი რიგზე იყო და ალეგრი შემთხვევით გაეშვათ წითელ კნიოპკაზე დაეჭირათ რა

Del_Piero
სტუმარი
Del_Piero

რამე სხვა არგუმენტიც მოიფიქრე ძმა. გავიგეთ რო ალეგრი გაუშვეს, მაგრამ ეს ლუზერი რომ მოიყვანეს და ამდენი ხანია ვერ გაერკვა გუნდს რა ათამაშოს მაგაზე თქვი რამე. ვიცი რო ალეგრი გენატრება, მაგრამ ასე ყველა კომენტარში ხსენება არაა საჭირო :)