ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”ვიცოდი, რომ დელ პიერო გერმანელებს გოლს გაუტანდა”

მარჩელო ლიპი

მარჩელო ლიპისთან ერთ-ერთმა იტალიურმა ტელეარხმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

“2006 წელი ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს უკავშირდება..

მახსოვს გერმანელებთან შეხვედრისთვის ალესანდრო დელ პიერო განსაკუთრებულად მოტივირებული იყო.. 

მას ძალიან უნდოდა მატჩში მონაწილეობის მიღება, თუმცა გახურების შემდეგ სასტარტოში სხვა მოთამაშეები გავამწესე, მას კი სკამზე ყოფნა მოუწია.

მთელი მატჩის განმავლობაში გვერდიდან არ მცილდებოდა და როდესაც მინდორზე შევუშვი, ყველას ვუთხარი – შეხედეთ, ახლა გოლს გაიტანს!

ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ვინც კი ოდესმე გამიწვრთნია ზინედინ ზიდანი იყო.

ყველაზე ძლიერი მცველი ჩირო ფერარა!

5 მაისს მოპოვებული სკუდეტო? ბოლომდე მწამდა რომ სკუდეტოს მოვიგებდით! დარჩენილ 6 შეხვედრაში ბიჭებს მაქსიმუმის გაღება ვთხოვე.. დავპირდი, რომ თუ მოიგებდნენ სკუდეტო მათ დარჩებოდათ.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მორენო ტორიჩელიმ მოახდინა. ძალიან შრომისმოყვარე იყო, რის ხარჯზეც დიდებული კარიერა აიწყო.

იუვეში მოსვლისას ფეხბურთელებს ვუთხარი – თქვენ არაფერი მოგიგიათ? არც მე.. 

ხედავთ რომ თქვენზე ძლიერი არავინ არ არის? შესაბამისად, თუ სკუდეტოს არ მოიგებთ თავებს მოგაძრობთ!

იუვენტუსის ფანებს ყველაზე მეტად ვუყვარვარ? მიხარია თუ ასეა.. მახსოვს სტადიონის გახსნისას ყველაზე ბოლოს გამომიშვეს და ტიფოზერია ტაშს 10 წუთი მიკრავდა.. ეს საოცრება იყო.”

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x