ლიპი: ” იმედია “იუვეს” აღარასდროს დავჭირდები “
მარჩელო ლიპის ისევ სამწვრთნელო პოსტზე დაბრუნება სურს. “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი უკვე დიდი ხანია სამუშაოს გარეშეა დარჩენილი და უახლოეს მომავალში ამის შეცვლას გეგმავს: ” ერთწლიანი შესვენება ავიღე, ეს მენტალური დასვენებაა. ახლა ახალი პროექტის დაწყება მსურს და ეს კლუბთან არ იქნება დაკავშირებული. მინდა ეროვნული ნაკრები ჩავიბარო და 2014 წლის ბრაზილიის ჩემპიონატისკენ გავუძღვე. სამხრეთ აფრიკის მუნდიალი? ცხოვრებაში ხშირად დადებითი და უარყოფითი ეპიზოდები ერთმანეთს ცვლიან. საკმაოდ იღბლიანი კარიერა მქონდა და ძალიან წარმატებული მწვრთნელი ვიყავი. “წარმატებული” – ამ სიტყვაზე ყოველთვის “იუვენტუსი” მახსენდება. ეს საოცარი წლები იყო. იყო შანსი, ტურინში ისევ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. ახლა “იუვეს” დიდებული მწვრთნელი ჰყავს, მე ნამდვილად არ ვარ საჭირო, მაგრამ თუ ოდესმე… მე და “იუვეს” შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ თუ ერთ დღესაც დამიძახებენ, თანახმა ვიქნები. ასეა თუ ისე, იმედი მაქვს, ეს არ მოხდება.” -აცხადებს ლიპი.
გენიოსი-მისაბაძი და მაგალითისმიმცემი ტრენერი-კაცი, რომლის გულში მუდამ ბიანკონერია-ბრავისსიმო მარჩელო!!

ამას მემგონი მოსვლა უნდა იუვეში:D
ყველაზე მაგარია :* თუ ვინმეზე ითქვმის იუვეს მარადიული ტრენერიაო ლიპია :) კონტესკიარა მამაჩემი რო დანიშნონ იუვეს ტრენერად ლიპი ყოველთვის პირველი იქნება ჩემთვის :D:D
მგონია რომ კონტე უფრო მაგარია ანუ უფრო მეტს მიაგწევს ვიდრე ლიპი
SHEN XO ICI EG ANDAZA ZMA: IS URCHEVNIA MAMULSA ROM SHVILI JOBDES MAMASAO

ყველაზე მაგარი მწვრთნელი და უდიდესი სიმპატიები მაქვს ამ კაცის მიმართ.მე ვფიქრობ რომ დაბრუნდება იუვესი და ლიგას მოვიგებთ :P ტუ მანამდე არ მოვიგეთ : ))
ჩემი უსაყვარლესი მწვრთნელი
დადეთ ამ კაცის სტატიები გულს უხარია.
:D :D +1