ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი : ” იუვენტუსი კვლავ გაიმარჯვებს კონტესთან ერთად ”

მარჩელო ლიპი დარწმუნებულია , რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტურინის ” იუვენტუსი ” დაიბრუნებს ძველ დიდებას …

” კონტე რაღაცით მაგონებს დროშას  , რომელიც იუვენტუსის გემს ამშვენებს . გულშემატკივრებს ახსოვთ , თუ რაოდენ ექსტრაარაორდინალური იყო ის მოედანზე და ამიტომაც უზომოდ უყვართ . ბიანკონერის , სწორედ ანტონიო დააბრუნებს გამარჯვებების გზაზე . მაგრამ , აქ სხვა გარემოებაც არის გასათვალისწინებელი , ხელმძღვანელობამ  წარმატების მისაღწევად ,  შესაბამისი რესურსი უნდა შეუქმნას . ყველამ უნდა ირწმუნოს იმ პროექტის , რომელიც პრეზიდენტმა ანიელიმ და ჯუზეპე მაროტამ წარადგინეს ” .

მაროტას ნომერ პირველი სატრანსფერო მიზანი კი სერხიო აგუეროა , რომლის სანაცვლოდ კლუბი სერიოზული თანხის გაღებას გეგმავს …

” აგუერო –  ეს ფეხბურთელი იუვენტუსმა აუცილებლად უნდა გაიფორმოს . საერთოდაც , ტურინელებს ექსტრა კლასის მოთამაშეები ესაჭიროებათ , ისეთები როგორებიც არიან პირლო , ტევესი და ჯუზეპე როსი . სამწუხაროა , რომ ეს უკანასკნელი არ წავიყვანე სამხრეთ აფრიკაში გამართულ მუნდიალზე … ” .

ლიპის განცხადებით , მას შეეძლო მესამედ ჩაებარებინა იუვენტუსი , მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის შემდეგ …

” რამდენიმე წლის წინ , შედგა ჩემსა და ბიანკონერის შორის საქმიანი შეხვედრა  . მახსოვს მის შემდეგ , კონკრეტული პიროვნებები აცხადებდნენ , რომ გადაწყვეტილებები ჩემთან კოსულტაციის შემდეგ იქნა მიღებული . როგორც ჩანს მათ ასე აწყობდათ იმ პერიოდში . უშუალოდ ჩემს მიერ  , დასახელებული იქნა არაერთი გამორჩეული მოთამაშის გვარი , ერთ ერთი მათგანი იყო მარეკ ჰამშიკი , რომელიც უკვე მერამდენე სეზონია ზედიზედ , უმაღლეს დონეზე ასპარეზობს . ის გახლავთ მაგალითი თუ როგორ უნდა იბრძოდე მოედანზე ნებისმიერი სანტიმეტრისთვის “ – განაცხადა ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა Corriere dello Sport – თან საუბარში .

წყარო : Football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

60 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
საბა შიოშვილი

დათკა

თუ უნდა ვაფშე არაფერი არ წამოიღოს, ოღონდ აგუერო ჩვენი ფეხბურთელი იყოს

Di Francesco # 1
11 years ago

gioiuve მაში მართო მოტამ და გროსომ გაიყვანა იუვე 7 დანარჩენები რას მიკეთებდნენ, ამის თქმაც ხო შეიძლება? როსი ვილიარეალის ლიდერია დანარჩენები კარგი ფეხბურტელები, პრიმერას ვუყურებდი და თუ გასოვს როცა როსი არ იყო მოედანზე ტამაში არ მოუGიათ,

gioiuve
11 years ago

ერთერთი ლიდერი იყო ნილმართან და ბორხა ვალეროსთან ერთად და ლიგაზე გაყვანაში ამათაც უდიდესი წვლილი აქვთ შეტანილი, ისე როი მეც მაგრად მევასება მანიუდან მოყოლებული მაგრამ ცოტა ზედმეტად შეაქე:)

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  gioiuve

იმიტო ვაქებ მაგის იმედი მაქ ბრაზილიაში თან იუვესთვის არ იქნება ცუდი

gioiuve
11 years ago

კი მეც მინდა მაგრამ აგუეროს მაგივრად არა

Di Francesco # 1
11 years ago
Reply to  gioiuve

აგუერო კარგია მაგრამ იმდენად კარგი არაა რო თითქმის დაკარგულ აგუეროს გადაყვე ბოლომდე ზდიო და ამასობაში როსიც დაკარგო, თუ არა იყიდოს დგესვე აგუერო და როსის აღარავინ აღარ ახენებს.

gioiuve
11 years ago

ჟოზე მოურინიოს მხრიდან ჩემით დაინტერესების გაგების შემდეგ ისეთი განცდა დამეუფლება, როგორიც ეუფლება 6 წლის ბავშვს, როდესაც ის დისნეილენდში მიჰყავთ” – ციტირებს კულიბალის სიტყვებს Sky Sports-ი.

| Newsphere by AF themes.
60
0
Would love your thoughts, please comment.x