ლო მანკო : ” იუვენტუსი პირლოს გარეშე სუსტად გამოიყურება ”
სიცილიური ” კატანიას ” პრეზიდენტი , პიეტრო ლო მანკო , მიიჩნევს , რომ ტურინის ” იუვენტუსი ” მთლიანად არის დამოკიდებული ანდრეა პირლოს ასპარეზობაზე : ” გუნდის სათამაშო სქემა , მთლიანად არის აგებული პირლოზე და სწორედ ის გახლავთ ტურინელების წამყვანი ფიგურა . იმ შემთხვევაში თუ მეტოქე მოახერხებს , მის განეიტრალებას , მაშინ ბიანკონერი არც ისეთი სახიფათო ხდება როგორც ერთი შეხედვით ჩანს . თუმცა , რა თქმა უნდა მათ შემადგენლობაში არა ერთი უმაღლესი დონის მოთამაშე ირიცხება და ვფიქრობ , ტურინელები უკვე ერთ დონეზე იმყოფებიან მილანთან და ინტერთან ” . იტალიის 29 გზის ჩემპიონთა ბანაკიდან , პასუხმა არ დააყოვნა . ლო მანკოს აზრს ანტონიო კონტე გამოეხმაურა : ” სისულელეა ! ჩვენ გუნდური პრინციპით ვმოქმედებთ . სიგიჟე იქნებოდა მხოლოდ ერთი ფეხბურთელის იმედად , რომ ვყოფილიყავით , მაგრამ ეს თავის თავად არ აკნინებს ანდრეას შესაძლებლობებს ” .
წყარო : Football Italia 1, Football Italia 2
nu mtlaდ მასეც არარის მაგრამ პირლო დზალიან დიდი ფიგურაა გუნდში ერთერთი ყველაზე დიდი ფიგურა. ჯიჯისთან ერთად
არ მესმის თქვენი
ცენტრალური ნახევარმცველია გუნდის და რა პირლოს ჩაკეტვაზეა საუბარი ? მილანში თამაშობდა ამდენი ხანი ეს კაცი და იგივეს აკეთებდა იქ რასაც ჩვენთან ) ამოჰქონდა სწრაფად ბურთი დაცვის ხაზიდან თავდასხმაში . საქმე იმაშია , რომ ჯერ ჯერობით ჩვენი წინა ხაზი ფორმაში არ არის … მიდის როტიაცია და ძიება … იმედია მალე შევლენ ოპტიმალურ კონდიციებში და მაშინ ის აზრი არ იარსებებს რომ პირლოზე ვართ დამოკიდებულნი . არ არის ეს ასე ) დამიჯერეთ ))
მალადეც კონტე… მიხარია იუვეში ასეთ ხალხს რომ ვხედავ.. კონტეს ყველგან სიტყვა ეთქმება, იქ ანიელი ჩამოყალიბდა და დაღვინდა!!! გენაცვალეთ
მთლიანად გუნდმა ითამაშა უცნაურად კატანიასთან და პირლოსაც რაც შეეძლო ის ქნა ეხლა ყოველ მატჩში საგოლე პასების დარიგება ცოტა რთული საქმეა რობოტი ხო არააა ადამიანია
ზოგად შეიძლება კონტეს იდეა არაა პირლოზე თამაშის აგება და ა.შ. მაგრამ უნდა არ უნდა (გვინდა არ გვინდა) ეგ ფაქტია. კატანიასთან ვერ ითამაშა პირლომ (თუ არ ათამაშეს, თუმცა უფრო თვითონ ვერ ითამაშა) და ვერ მოვიგეთ…
პირლოს კრასიჩს ვერ შევადარებ, მაგრამ სანამ კრასიჩს დაუმუღამებდნენ შარშან ტამაშის სტილს, ანუ ვგულისხმობ ბურთის გაგდებას და სისწრაფეზე გაყოლას, მანამდე ქაჩავდა მილოში კარგად, მერე უკვე ყველა მოწინააღმდეგე მწვრთნელმა შეისწავლა ეგ… იმედია პირლოს შემტხვევაშიც იგივე არ მოხდება მასზე პერსონალური თამაში მოწინააღმდეგესგან გუნდს არ ჩააგდებს…
ტყუილს ამბობს, კონტე ის მწვრთნელი არაა 32 წლის ფეხბურთელზე ააგოს მთელი თამაში, უბრალოდ გამთამაშებელი ნახევარმცველია ანდრეა, რომელიც მოედნის ცენტრში თამაშს ალაგებს..
NEDVEDA11

მაგან მოიგო აბა რა სუ მაგაზე აკეთებდნენ პასებს
მე არ ვხუმრობ
ეგ რო არ ყოლოდათ ნაღდად ვერ მოიგებდნენ
ყველა გუნდში არსებობს გამორჩეული ფიგურა მერე რა, მანჩესტერს რუნის გარეშე გაუჭირდა და ნახეთ კიდეც და კიდე ბევრი ისეთი გუნდი არსებობს მაგდაგვარად თუმდაც მილანი იბრა რო არა ან მოიგებდნენ და ან არა სერია ას
პრაქტიკულად მაგან მოიგო

ლოგიკას მოკლებული არაა მისი კომენტარი ))
პირლო რო ლიდერად ყალიბდება რათ უნდა ლაპარაკი და მის გარეშე
რო სულ სხვა იუვე ვიქნებოდით
რეალურად ცოტა სიმართლეც თქვა
ჰაჰ, კონტემ მიაჩუმათა