ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლო მონაკო : “მაროტას პარასკევს დაველაპარაკები”

“კატანია” მზადაა ტურინის “იუვენტუსთან” მოლაპარაკებები დაიწყოს ხორხე მარტინესისა და მატიას სილვესტრეს ტრანსფერებთან დაკავშირებით.არგენტინელი მცველით ბიანკონერები დაინტერესდნენ, ამავდროულად ხორხე მარტინესი ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ ჯდება : “მაროტას პარასკევს დაველაპარაკები.ჩემი აზრით, მატიასი იტალიის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მცველია.გასულ სეზონში არგენტინელმა 6 გოლი გაიტანა, მცველისგან მეტს მოითხოვთ ? “ლაციო” ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მილიონ ევროს მთავაზობდა, მაგრამ მატიასის სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონია.” – აცხადებს სიცილიური გუნდის პრეზიდენტი, პიეტრო ლო მონაკო.

რაც შეეხებ მარტინესს, გასულ წელს ტურინელებმა იგი 12 მილიონ ევროდ შეიძინეს და ახლა ურუგვაელი გუნდის დატოვების ერთ-ერთი პირველი კანდიდატია : “მაროტას ვეტყვი, რომ თუ მარტინესის მყიდველს ვერ იპოვის, მე შემიძლია დავეხმარო.დაბრუნებაზე ვსაუბრობ, ეს ხორხესთვის კარგი ნაბიჯი იქნება.მარტინესი მაღალი დონის მოთამაშეა, მაგრამ მას კატანიაში იგივე ხელფასს ვერ შევთავაზებ, რასაც ტურინში იღებს.ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ ბებერ ქალბატონს დავეხმარო.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
flip flap
11 years ago

ბიწო ცოტა დავიცადოტ ეს მარტინესი კაი როჯაა და იქნებ ევასოს სიტის ან ეს სილვესტრი ვინგაა იცით ვინმემ? :lool: აუ ვიდალი და ბასტოსი დაგვხატავდა :forza:

11 years ago

საწყალი, იუვეზე ფიქრში ღამეები არ ძინავს :blin:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x