ლუის ენრიკე: “ჩვენ არ გვაქვს შიში”
ლუის ენრიკე მზადაა დაუპირისპირდეს თავის ყოფილ მოწინააღმდეგეს ანტონიო კონტეს დღეს ღამე გასამართ შეხვედრაში. ორი ყოფილი ნახევარმცველი ერთმანეთს წლების წინ ჩემპიონთა ლიგაზე დაპირისპირებიან როგორც ფეხბურთელები, ამჯერად კი ისინი ძალებს ერთამენთთან მწვრთნელების რანგში მოსინჯავენ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი იქნება პირველი, რომელიც იტალიაში გადაიცემა 3D ფორმატით. „ჯალოროსის“ სურვილია, რომ მოაწყოს საფეხბურთო შოუ, რომელსაც მთელი ქვეყანა იხილავს.
„დღეს „იუვენტუსი“ სერია ა-ში წარმოუდგენლად ძლიერია „მილანთან“ ერთად. „ბიანკონერებს” აქვთ ყველა რესურსი, რათა მოიგონ სკუდეტო. ისინი წელს დაუმარცხებლად ასპარეზობენ და სწორედ ეს არის ჩვენთვის დამატებითი სტიმული, რომელიც „სტადიო ოლიმპიკოზე” უნდა დავამტკიცოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შესაძლებლობების მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, ეს რთული იქნება, თუმცა არ გაქვს არაფრის შიში“ – აცხადებს ლუის ენრიკე.
უკანასკენლ ტურში ფლორენციაში მარცხმა, „რომას“ არამხოლოდ სამი ქულის, არამედ სამი ფეხბურთელის დაკარგვაც მოუტანა. ჟუანის, გაგოს და ბოიან კრკიჩის დისკვალიფიკაციის მიუხედავად, 41 წლის ესპანელი მწვრთნელი მაინც იმედიანად არის განწყობილი და თვლის, რომ მისი გუნდი მზადაა მატჩისათვის.
„ეს სავსებით ნორმალურია, როდესაც დამარცხების შემთხვევაში მარცხის მიზეზებს ეძებენ. მე ყოველთვის ვთვლიდი, რომ წაგების შემთხვევაში დამნაშავე არის მწვრთნელი. თუმცა „ფიორენტინასთან“ მატჩის ანალიზის შემდეგ დავინახე, რომ კაცნაკლულობის მიუხედავად, ჩვენ ვკარნახობდით თამაშს შეტევაში. ფეხბურთელების დანაკლისი? სამი ფეხბურთელი ახალგაზრდული სექტორიდან უკვე მზადაა, რათა ძირითად გუნდს დაეხმარნონ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ გასამართ მატჩში“ – განაცხადა ლუის ენრიკემ მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი
ლუის ენრიკე: ჩვენ არ გვაქვს შიში.. მაგრამ რატომღაც მთელი დღე მუხლები მიკანკალებს და გული მიფანცქვალებს და ნეტა რისი ბრალია???

100 ლარს ვდებ დგეს იუვეს 2იანზე

შენა და რიდი??
ვინ თქვა რო უნდა გეშინოდეთ? ჩვენ 3 ქულა გვინდა და შენ რა გინდა ეგ ნაკლებად გვაინტერესებს
და არც ფეხბურთელები

როგორც ყოველთვის ვამბობ, ეხლაც გავიმეორებ ლუის ენრიკეს ადრე თუ გვიან მაინც გაუშვებენ გუნდიდან…
და იმაედია დღეს ღამე გადააყენებენ :-)
ლუის ენრიკე: “ჩვენ არ გვაქვს შანსი”
სულ სულ არ გაქვთ შიში..?